სტატისტიკა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის - საქართველოში ახალი ვებ-პორტალი იქმნება

23 დეკემბერი 2020
Boy learning online
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

თბილისი, საქართველო. 2020 წლის 23 დეკემბერი. საქართველოში ბავშვებსა და ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მიიღონ სტატისტიკური მონაცემები ბავშვებისთვის შესაფერისი ფორმატით ახალი ვებ-პორტალების KIDSTAT და TEENSTAT საშუალებით. ისინი მიიღებენ, გაიგებენ და გააანალიზებენ სტატისტიკურ ინფორმაციას მათთვის საინტერესო თემებზე და, შეიტყობენ უფრო მეტს მათი უფლებების შესახებ.

ვებ პორტალები შეიქმნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტი დააფინანსა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ.

პორტალი დაყოფილია ორ მთავარ მოდულად. პირველი მოდული, ”სტატისტიკა ბავშვებისათვის (KIDSTAT)” 8-12 წლის ბავშვებს აწვდის სხვადასხვა სტატისტიკურ საბაზისო სტატისტიკურ ინფორმაციას. მათ ასევე შეეძლებათ შეამოწმონ თავიანთი ცოდნა ქვიზების მეშვეობით. მეორე მოდული, ”სტატისტიკა თინეიჯერებისთვის (TEENSTAT)” ხელს შეუწყობს 13-18 წლის ახალგაზრდა მომხმარებლებს, მიიღონ მათთვის საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია სახალისო ფორმით. ვიზუალიზაციის სხვადასხვა საშუალებები - ინფოგრაფიკა, დიაგრამები, ინტერაქტიული ცხრილები გამოიყენება მონაცემთა უკეთ გასაგებად.

 

"პორტალი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებსა და მოზარდებს სტატისტიკის ცოდნის გაღრმავებას, ინფორმაციის მოძიების და ანალიზის უნარ-ჩვევების ამაღლებას,  ინფორმაციის გავრცელებას ბავშვთა უფლებების შესახებ." - გოგიტა თოდრაძე

 

”ახალი პორტალი საშუალებას მისცემს ბავშვებს და მოზარდებს მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ თანამედროვე ვიზუალური ფორმატის საშუალებით. პორტალი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებსა და მოზარდებს სტატისტიკის ცოდნის გაღრმავებას, ინფორმაციის მოძიების და ანალიზის უნარ-ჩვევების ამაღლებას,  ინფორმაციის გავრცელებას ბავშვთა უფლებების შესახებ,“ განაცხადა გოგიტა თოდრაძემ,  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

 

პორტალი შეიცავს ინფორმაციას სხვადასხვა თემის შესახებ, მათ შორის მოსახლეობის, განათლებისა და კულტურის, ჯანდაცვისა და გარემოს, ბიზნესის და ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის, შრომის ბაზრის, ხელფასების, ბავშვთა უფლებების შესახებ.

 

"ახალი პორტალის მთავარი მიზანი გახლავთ ბავშვის უფლებების ახალი კოდექსის პოპულარიზაცია და ბავშვების ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებების შესახებ". - ღასან ხალილი

 

”ახალი პორტალის მთავარი მიზანი გახლავთ ბავშვის უფლებების ახალი კოდექსის პოპულარიზაცია და ბავშვების ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებების შესახებ”, - განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. ”გაეროს ბავშვთა ფონდი სიამოვნებით განაგრძობს ძალიან მჭიდრო პარტნიორობას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან, და მადლობას ვუხდით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებთ, რომ პორტალი დიდ ინტერესს გამოიწვევს ბავშვებში და ისინი ხშირად გამოიყენებენ აქ მოპოვებულ ინფორმაციას სწავლის, საშინაო დავალების შესრულების ან სხვადასხვა თემატურ პროექტებზე მუშაობისთვის. პორტალი ასევე განავითარებს ბავშვების უნარს ინფორმაციის სწორად აღქმაში და გააუმჯობესებს მათ ანალიტიკურ და ლოგიკურ უნარებს.” - დასძინა ხალილმა.

 

 

პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა გამოცემა "ბავშვები და მოზარდები საქართველოში", რომელშიც მოცემულია საქსტატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ჩატარებული მრავალიდინატორული კლასტერული კვლევის მონაცემებიც. კვლევა 2018-1019 წლებში ჩატარდა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

ახალი პორტალი ხელმისაწვდომია საქსტატის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზე: http://juniors.geostat.ge/

 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.