ტყვიის წყაროების შესწავლის მიზნით დაავადებათა კონტროლის და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა ტოქსიკური მეტალების საკვლევი მოწყობილობები

30 აპრილი 2020
NCDC partnership
UNICEF/GEO-2020/Khetaguri

თბილისი, საქართველო, 30 აპრილი 2020. დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა ოთხი  სწრაფი დეტექციის აპარატი (რენტგენის ფლუოროსცენტული ანალიზატორი), სხვადასხვა სახის ნიმუშში ტოქსიკური მეტალების შემცველობის განმსაზღვრელი პორტატული   მოწყობილობა გადაეცა.  

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა სწრაფი დეტექციის აპარატები, რომლებიც გამოყენებული იქნება ტყვიის წყაროების შესასწავლად.  

გასულ წელს გამოქვეყნებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში აღებული იყო 2-7 წლის ასაკის ბავშვების  1,570 ვენური სისხლის ნიმუში. საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის 5 μg/dL-ზე მაღალი დონე აღმოაჩნდა, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში დადგენილ შემცველობას.

 

USAID support


ამ პრობლემის გადასაჭრელად, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სამფაზიანი სტრატეგია. პირველი ფაზა გულისხმობდა პრობლემის აღმოჩენას, რაც მრავალინდიკატორული  კლასტერული კვლევის საშუალებით მოხდა. მეორე ფაზა მიზნად ისახავდა ტყვიის წყაროების და გზების დადგენას. მესამე ფაზა კი გულისხმობს მთავრობის მიერ შემუშავებული ეროვნული რეაგირების გეგმის განხორციელების ხელშეწყობას.

 

"მადლიერებას გამოვხატავთ  ესტონეთის საელჩოსა და USAID-ის მიართ ამ  პრობლემის დადგენასა და ტყვიის შემცველი წყაროების მოძიებაში გაწეული მხარდაჭერისთვის." - ღასან ხალილი


“ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთვრობის სურვილს და მზაობას აღიაროს პრობლემა და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა მისი გადაჭრის მიმართულებით,“ - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი დოქტორი ღასან ხალილი. „ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დაავადებათა კონტროლის და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და მადლიერებას გამოვხატავთ  ესტონეთის საელჩოსა და USAID-ის მიართ ამ  პრობლემის დადგენასა და ტყვიის შემცველი წყაროების მოძიებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.“

 

"ეს ჩვენი წვლილია, გაღებული ქართველი ბავშვების განვთარებისთვის. USAID ამაყობს, რომ ვთანამშროლობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში." - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი, ადამ შმიდტი.
 

სწრაფი დეტექციის აპარატურა შესაძლებელს გახდის ტყვიით დაბინძურების წყაროების შესწავლას, მათ შორის იმ ადგილებისა და მიმდებარე ტერიტორიების შესაწავლას, სადაც ცხოვრობენ ბავშვები. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხების გამო, ტყვიით დაბინძურებული წყაროების შესწავლის საველე სამუშაოები გადაიდო და განახლდება სიტუაციის დასტაბილურებისთანავე.

 

Amiran Gamkrelidze and Ghassan Khalil

 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

მულტიმედიური კონტენტი

სწრაფი დეტექციის აპარატები დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი