საერთაშორისო სავაჭრო პალატა და გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებენ თანამშრომლობას ბიზნესის პრაქტიკაში ბავშვის უფლებების გაძლიერების მიზნით

29 ნოემბერი 2022
The International Chamber of Commerce and UNICEF Georgia join forces to promote child rights in business practices
Photo: International Chamber of Commerce

თბილისი, საქართველო. 2022 წლის 29 ნოემბერი. გაეროს ბავშვთა ფონდმა და საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების მხარდაჭერის მობილიზებას ბიზნეს პრაქტიკაში ბავშვის უფლებების უზრუნველყოფისა და ახალგაზრდების გაძლიერების გზით, რაც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიან სამუშაო ძალად გახდის. 

დღეს სამწლიან მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა. 

„ჩვენი ახალი პარტნიორობა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან გაეროს ბავშვთა ფონდს დაეხმარება ბიზნესის ეკოსისტემაში ბავშვთა უფლებების დაცვაში. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევითდავეხმარებით კერძო სექტორს ბავშვის უფლებების გაგებაში და პატივისცემაში მათი პოლიტიკისა და პრაქტიკის მეშვეობით“, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. „ჩვენიპარტნიორობის შედეგად დავეხმარებით ყველაზე დაუცველ ბავშვებსა და ახალგაზრდებს განავითარონ საჭირო უნარები და მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება“.

„ბავშვები ქვეყნის მომავალია, საჭიროა მათი დაცვისა და უსაფრთოების უზრუნველყოფა ყველა შესაძლო მექანიზმით, რომელიც დაეხმარებათ ჰარმონიულ, პროდუქტიულ და ქმედითუნარიან ზრდასრულებად ჩამოყალიბებაში; საერთაშორისო სავაჭრო პალატა მოხარულია იმით, რომ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად იმუშავებს ამ მიზნების მისაღწევად“, აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.

მემორანდუმის თანახმად,  საერთაშორისო სავაჭრო პალატა და გაეროს ბავშვთა ფონდი იღებენ ვალდებულებას, ერთად იმუშაონ, რათა მხარი დაუჭირონ ყველაზე დაუცველ ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებაში, გაავრცელონ ცოდნა ბავშვთა უფლებების, პოზიტიური აღზრდისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო პალატის წევრებს შორის.

მიმდინარე წელს, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაცხადეს ახალი გლობალური პარტნიორობის შესახებ ბავშვებზე კრიზისების გავლენის შემსუბუქებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისთვის. საქართველოში ხელმოწერილი მემორანდუმი ეხმიანება არსებულ გლობალურ პარტნიორობას და მიზნად ისახავს ადგილობრივი გამოწვევების დაძლევას.

ბიზნესი პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვების, როგორც მომხმარებლების, თანამშრომლების ოჯახის წევრების, ახალგაზრდა მუშაკების, მომავალი თანამშრომლებისა და ბიზნესის ლიდერების ცხოვრებაზე. ბავშვები ასევე იმ თემებისა და გარემოს ნაწილია, სადაც ბიზნესი მუშაობს. ბიზნესი ტოვებს კვალს ბავშვების ცხოვრებაზე თავისი პროდუქტებითა და სერვისებით, მიწოდების ჯაჭვებით, წარმოების მეთოდებით, მარკეტინგის მეთოდებით, სადისტრიბუციო პრაქტიკით, გარემოზე და სოციალურ ზემოქმედებით და ინვესტიციებით ადგილობრივ თემებში. 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.