მონაცემთა მონიტორინგი რეალურ დროში / მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის დამატება - მეხუთე ტალღა

კვლევის მეხუთე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის ოქტომბერში.

Children in Duisi
UNICEF/GEO-2021/Tsopurashvili

ძირითადი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ბოლოს დაიწყო ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში კვლევა.

კვლევა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე. კვლევის მიდგომა ემყარება 1 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე რესპონდენტებისაგან განმეორებით ინფორმაციის შეგროვებას (პანელური კვლევა).

კვლევის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით კვლევის მეხუთე ტალღისთვის შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1,996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 963 ერთეულით, ხოლო სოფლად 1,033 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI).

კვლევის მეხუთე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის ოქტომბერში. გამოპასუხების დონემ შეადგინა 81.3 პროცენტი, მათ შორის ქ

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული, ინგლისური