მონაცემთა მონიტორინგი რეალურ დროში / მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის დამატება - მეოთხე ტალღა

კვლევის მეოთხე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის აგვისტოში.

Real-Time Monitoring Survey - MICS + Report - 4th wave
UNICEF/GEO-2021/Tsetskhladze

ძირითადი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ბოლოს დაიწყო ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში კვლევა. კვლევა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე.

კვლევის მიდგომა ემყარება 1 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე რესპონდენტებისაგან განმეორებით ინფორმაციის შეგროვებას (პანელური კვლევა).

კვლევის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით კვლევის მეოთხე ტალღისთვის შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1,996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 965 ერთეულით, ხოლო სოფლად 1,031 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI).

კვლევის მეოთხე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის აგვისტოში. გამოპასუხების დონემ შეადგინა 80.5 პროცენტი, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში - 79.7 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 81.3 პროცენტი.

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ინგლისური, ქართული