მონაცემთა მონიტორინგი რეალურ დროში / მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის დამატება - პირველი ტალღა

როგორ უმკლავდებიან საქართველოში ბავშვები და მშობლები ფინანსური კრიზისის ზეგავლენას?

Girl in classroom
UNICEF/GEO-2021/Jibuti

ძირითადი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყო ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში კვლევა. კვლევა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე. კვლევის მიდგომა ემყარება 1 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე რესპონდენტებისაგან განმეორებით ინფორმაციის შეგროვებას (პანელური კვლევა).

კვლევის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განსაზღვრულია 2118 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 996 ერთეულით, ხოლო სოფლად 1122 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI).

კვლევის პირველი ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში. გამოპასუხების დონემ შეადგინა 86.7 პროცენტი, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში - 89.0 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 84.7 პროცენტი.

ავტორი
UNICEF
პუბლიკაციის თარიღი
ენები
ქართული, ინგლისური