საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე ერთობლივად მუშაობენ

03 აგვისტო 2022
MOU between UNICEF and the Ministry of Education and Science
Ministry of Education and Science

თბილისი, საქართველო, 1 აგვისტო, 2022 -საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, სასკოლო კვების პროგრამის საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ. კერძოდ, საგანგებოდ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გააანალიზებს სასკოლო კვების პროგრამების მსოფლიო პრაქტიკებს, ჩაატარებს სიტუაციურ ანალიზსა და  შეაფასებს არსებულ ვითარებას ლოკალური ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. მხარეები ასევე შეიმუშავებენ სასკოლო კვების შესაძლო მოდელებსა და ხარისხობრივ სტანდარტებს, საკანონმდებლო/მარეგულირებელ ბაზებს და ჯანსაღი კვების კურიკულუმს. გარდა ამისა, დოკუმენტი, სასკოლო კვების პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მასშტაბური კამპანიის ჩატარებასაც ითვალისწინებს.

გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად იქნება ჩართული პროექტის შემუშავებისა და იმპლემენტაციის მიმართულებით.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

About UNICEF

UNICEF promotes the rights and wellbeing of every child, in everything we do. Together with our partners, we work in 190 countries and territories to translate that commitment into practical action, focusing special effort on reaching the most vulnerable and excluded children, to the benefit of all children, everywhere.

For more information about UNICEF and its work for children, visit www.unicef.org/georgia/

Follow UNICEF on Twitter and Facebook