გაეროს ბავშვთა ფონდი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო ხელს აწერენ ახალ ხელშეკრულებას სკოლებში წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად

06 თებერვალი 2022
Boy handwashing
UNICEF

თბილისი, საქართველო. 2022 წლის 7 თებერვალი – გაეროს ბავშვთა ფონდმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას, რათა დაეხმარონ დაახლოებით 15,000 ბავშვს, ისარგებლონ გაუმჯობესებული წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობებით 60 სკოლაში.

პარტნიორობის ძირითადი მიზანია სკოლებში წყლისა და სანიტარული ინფრასტრუქტურისა და სტანდარტების გაუმჯობესება, ასევე ბავშვებისა და სკოლის პერსონალის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო ჰიგიენური პრაქტიკის შესახებ.    

„უაღრესად მოხარული ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი მტკიცე პარტნიორობა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან სკოლებში წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად“, - ღასან ხალილი. 

„უაღრესად მოხარული ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი მტკიცე პარტნიორობა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან სკოლებში წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად“, განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე. სუფთა და უსაფრთხო გარემოში გაზრდა ყველა ბავშვის უფლებაა. წვდომა სუფთა წყალზე, ელემენტარული პირობებით აღჭურვილ ტუალეტებზე და კარგი ჰიგიენური პრაქტიკა ხელს უწყობს არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობის შენარჩუნებას, არამედ მათ განვითარებას და აკადემიურ მოსწრებასაც“.

დღემდე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო გაეროს ბავშვთა ფონდს სკოლის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით უკვე  დაეხმარა 24 სკოლაში წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებაში. ახალი პროექტის ფარგლებში 60-ზე მეტი სკოლა აღიჭურვება ხელმისაწვდომი და გოგონებზე მორგებული საპირფარეშოებით, ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშემწყობი ინფორმაციითა და საშუალებებით და კარგი ჰიგიენის პრაქტიკებით, რომელიც მოიცავს კოვიდ-19-ის პრევენციასა და ბავშვების მიერ წყლის რაციონალურ მოხმარებას.

„გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, შვეიცარია იღებს ვალდებულებას, დაიცვას ადამიანის უნივერსალური უფლება და უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეების სანიტარულ პირობებზე წვდომა ჰიგიენის სათანადო დონის შესანარჩუნებლად. გარდა ბავშვების ჯანმრთელობის ხელშეწყობისა, პროექტი მიზნად ისახავს კიდევ უფრო მასშტაბურ სოციალური ეფექტის მიღწევას, განსაკუთრებით გოგონებისთვის,“ აღნიშნა დანიელ მევლიმ, შვეიცარიის თანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონალურმა დირექტორმა.

პროექტი ასევე გარემოსდაცვითი პრობლემების და კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ და სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაში მასწავლებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისკენაა მიმართულია. პროექტი 2025 წლამდე გაგრძელდება.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.