კორონავირუსმა უარყოფითი გავლენა იქონია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ღელავს კორონავირუსზე, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა რომ აიცრას - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის რეალურ დროში მონიტორინგის კვლევა

- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 2022 წლის 17 თებერვალი. კვლევის რესპოდენტთა 82 პროცენტზე მეტი წუხს, რომ მათი ოჯახის რომელიმე წევრი სერიოზულად დაავადდება კორონავირუსით, თუმცა არავაქცინირებულ რესპოდენტთა 33 პროცენტი ნაკლებ სავარაუდოა აიცრას, ხოლო 35 პროცენტს ჯერაც არ გადაუწყვეტია ვაქცინაცია, ამბობს მონაცემთა მონიტორინგის რეალურ დროში კვლევის მეექვსე და ბოლო ტალღის შედეგები. ვაქცინაციაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზებია შფოთი გვერდითი მოვლენების, ვაქცინის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა მონაცემთა მონიტორინგის რეალურ დროში კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხვის წინა ორი კვირის განმავლობაში შინამეურნეობების 11 პროცენტმა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მომსახურება, ხოლო შინამეურნეობების 38 პროცენტმა ვერ შეძლო საჭირო მედიკამენტების მიღება, რადგან არ ჰქონდა ყიდვის შესაძლებლობა.
2-4 წლის ასაკის ბავშვების მხოლოდ 60 პროცენტი და 2-5 წლის ბავშვების მხოლოდ 66 პროცენტი დადიოდა სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული.
6-17 წლის ბავშვების 71 პროცენტზე მეტი ესწრებოდა სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახებში, 22 პროცენტი - მხოლოდ დისტანციურად, 5 პროცენტი - კომბინირებულად, ხოლო 2 პროცენტი საერთოდ არ ესწრებოდა სასწავლო პროცესს. შინამეურნეობების თითქმის 15 პროცენტს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, სოფლად ეს მაჩვენებელი 2.4-ჯერ აღემატება ქალაქის მაჩვენებელს, რაც ონლაინ სწავლას გამოწვევად აქცევს და ზრდის ციფრულ უთანასწორობას.
2020 წლის ბოლოდან რეალურ დროში ხდება COVID-19-ის გავლენის კვლევა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე, მათ შორის გავლენა ოჯახების შემოსავალზე, მათ ხელმისაწვდომობაზე განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ინტერნეტსა და ტექნიკურ აღჭურვილობაზე, ასევე მათ დამოკიდებულებაზე COVID-19-ისა და ვაქცინაციის მიმართ. კვლევის მეექვსე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის დეკემბერში.
კვლევის შედეგები ხელმისაწვდომია ამ ბმულზე
USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:
აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.