შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ახლა განვითარების მეტი შესაძლებლობები აქვთ

გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივა - სოციალურ ცვლილებზე მიმართული საკომუნიკაციო კამპანია “დაინახე ყველა ფერი“, ამ ცვლილებების შემადგენელი ნაწილია.

ტიმოთი ოგდენი იუნისეფ საქართველოსთვის
Lile with her Mother
UNICEF/Geo-2018/Jibuti

13 ოქტომბერი 2018

ლილე და ლელე დაუნის სინდრომით დაიბადნენ. ხატვის ან თამაშის დროს მათზე დაკვირვებით შეამჩნევთ, რომ ცოტა რამ თუ განასხვავებს მათ სხვა ექვსი წლის ბავშვებისგან. ლილეს დედა მიკა ძიძიგური მიიჩნევს, რომ ასეც უნდა იყოს.

„მსურს რომ მას ისე ეპყრობოდნენ როგორც სხვებს“ -ამბობს ის. „და ახლა სულ უფრო მეტად ვხედავ ასეთ დამოკიდებულებას.“  

ეს მხოლოდ მიკას მოსაზრება არ არის - ის გამყარებულია კვლევით და შესაბამისი მონაცემებით. 2007 წლის კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში სტიგმა შშმ პირების მიმართ შემცირდა მოსახლეობის 41,5 პროცენტიდან 28,3 პროცენტამდე, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია დაკვირვების მოკლე პერიოდის გათვალისწინებით.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივა - სოციალურ ცვლილებზე მიმართული საკომუნიკაციო კამპანია “დაინახე ყველა ფერი“ ამ მკვეთრი შემცირების ნაწილია, რამდენადაც საზოგადოების ცოდნის ამაღლებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების საჭიროებების შესახებ და მცდარი წარმოდგენების და სტერეოტიპების შესაცვლელად შედეგად მოჰყვა  გაცილებით ღია საზოგადოების შექმნა. კამპანიის მიერ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად  ოთხი მიდგომის ნაკრები იქნა გამოყენებული: განათლება შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ და მითებთან და ცრურწმენებთან დაპირისპირება; ადვოკატირების პლატფორმის შექმნა მშობლებისა და ბავშვებისთვის; ურთიერთობის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და არმქონე ახალგაზრდებს შორის; და, საჯარო დისკუსიების ხელშეწყობა და პროფესიული ჯგუფების დამოკიდებულებებზე გავლენის მოხდენა..

კამპანიის ფარგლებში, 2017 წლის თებერვლიდან მოყოლებული, იუნისეფმა საქართველოს მასშტაბით ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო ღონისძიებები განახორციელა შეხვედრების, მედიაკამპანიების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების საშუალებით, ისევე როგორც პროფესიონალებთან თანამშრომლობით (მაგ. ექიმებთან და მასწავლებლებთან,   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად). შეჯიბრს მუნიციპალიტეტებს შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის საუკეთესო პროგრამის და სერვისების გამოსავლენად შედეგად მოჰყვა მუნიციპალიტეტების მიერ არსებული პროგრამების და სერვისების გადახედვა. აგრეთვე, წლის ბოლომდე დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების მოწვევა გამოცდილების გასაზიარებლად, „ონლაინ“ ტესტების ორგანიზება მოსახლეობის ცოდნის შესამოწმებლად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ, პარტნიორობა კინოთეატრებთან და დისკუსიების წარმოება სკოლების და უნივერსიტეტების სტუდენტებთან.

კამპანიის შედეგად დამყარდა კავშირები, რამაც განაპირობა  მეგობრობა ბავშვებს შორის, რომელთაც შესაძლოა განსხვავებული საჭიროებები აქვთ მაგრამ გამონახეს საერთო ენა. კამპანიის დასრულებამდე კიდევ ორი თვე რჩება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  ბავშვების მშობლები უკვე ხედავენ განსხვავებას.

“შემიძლია ცვლილებების დანახვა საზოგადოების გათვითცნობირებულობის ამაღლების თვალსაზრისით. ვფიქრობ ადამიანები უკეთ არიან ინფორმირებულნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ“, ამბობს ლელეს დედა, სოფიკო მირზიაშვილი. „თუ შევადარებთ დღევანდელ დღეს და იმ დროს, როცა ლელე დაიბადა, უდიდესი ცვლილება მოხდა, განსაკუთრებით გასული სამი წლის განმავლობაში. ადამიანები გაცილებით უკეთ გახდნენ ინფორმირებულნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირების საჭიროებების შესახებ და ესმით თუ როგორ მოეპყრან მათ.“

“შემიძლია ცვლილებების დანახვა საზოგადოების გათვითცნობირებულობის ამაღლების თვალსაზრისით. ვფიქრობ ადამიანები უკეთ არიან ინფორმირებულნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ“, ამბობს ლელეს დედა, სოფიკო მირზიაშვილი. „თუ შევადარებთ დღევანდელ დღეს და იმ დროს, როცა ლელე დაიბადა, უდიდესი ცვლილება მოხდა, განსაკუთრებით გასული სამი წლის განმავლობაში. ადამიანები გაცილებით უკეთ გახდნენ ინფორმირებულნი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირების საჭიროებების შესახებ და ესმით თუ როგორ მოეპყრან მათ.“

საზოგადოება მარტო არ არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებების აღქმის თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობამ  გაცილებით მეტი ინტერესი აჩვენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ზრუნვის მიმართულებით ბოლო წლებში მთავრობის, მშობლების და იუნისეფის ერთობლივი ძალისხმევით. სახელმწიფო ორგანოებთან დიალოგით მსგავსი შედეგების მიღწევა სოფიკოს აზრით ძირითადი გზაა, რომლის საშუალებითაც ლელეს მსგავსი ბავშვების ცხოვრება შეიძლება უფრო მეტად გაუმჯობესდეს.

“ჩვენ ვაწარმოებთ კომუნიკაციას მთავრობასთან, არსებობს პლატფორმა ამისათვის, მაგრამ რეალური შედეგების მისაღებად კვლავაც დიდი გზაა გასავლელი. რა თქმა უნდა,  ეს სწრაფად ვერ იქნება მიღწეული - ეს უწყვეტი პროცესია. ჩვენ გვჭირდება მათთან ჩვენი კომუნიკაციის გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების გამო ბავშვების მიტოვების პრევენცია და საერთო სერვისების გაუმჯობესება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  მთავრობის დამოკიდებულება იცვლება. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.“

რეალურად ცვლილების ამ პროცესს ბავშვები წარმართავენ; სოფიკოს სჯერა, რომ  საუკეთესო მასწავლებლები სხვა ბავშვები არიან. „რადგანაც ლელე ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს და ურთიერთობს სხვა ბავშვებთან  ისინი ხედავენ რომ ის არც ისე განსხვავებულია. კლასელები მეგობრობენ და თამაშობენ მასთან და შემდეგ შინ თავიანთ მშობლებს უყვებიან მის შესახებ. ეს ხელს უწყობს მშობლების ცოდნის ამაღლებას, ასე რომ, ინფორმაცია ბუნებრივად ვრცელდება.“

ექვსი წლის ლილეს მარტოხელა დედა მიკა ძიძიგური ეთანხმება მოსაზრებას, რომ კვლავ გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ აცხადებს რომ  ის მოწმეა ისეთი ცვლილებებისა, რომლებიც ჯერ კიდევ სამი წლის წინ განუხორციელებლად მიაჩნდა. „ჩვენ განვახორციელეთ ბევრი კამპანია იუნისეფის და მშობელთა ჯგუფების დახმარებით და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგვეხმარა ზოგადად საზოგადოების ცოდნის ამაღლებაში, მაგრამ მათ ასევე აამაღლეს ბიზნესსაზოგადოების გათვითცნობიერებულობა,“ - განმარტავს ის. „ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბევრ კომპანიასთან და გამოვასწორეთ ის მცდარი წარმოდგენა, რომ შშმ პირებს არაფერი არ შეუძლიათ. თავდაპირველად მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა თუ რა სამუშაოს შესრულებას შეძლებდნენ ისინი, მაგრამ მას შემდეგ რაც დავიწყეთ თანამშრომლობა გამოიძებნა სამუშაო ადგილები შშმ ახალგაზრდებისთვის ბიზნესსექტორში.“

ის ფაქტი, რომ ლილეს და ლელეს მსგავსი ბავშვები  შეძლებენ აქამდე უპრეცედენტო განვითარებას, მაკას და სხვა მშობლებს საშუალებას აძლევს იოცნებონ ისეთ საკითხზე, რაც მანამდე მიუწვდომლად მიაჩნდათ, ეს არის დამოუკიდებელი ცხოვრების გარკვეული ფორმა თავიანთი შვილებისთვის.  მისი აზრით,  აღნიშნულმა საზოგადოების თანდათანობით ცვალებად წარმოდგენებთან ერთად განაპირობა უდიდესი ცვლილება, რაც შეუმჩნეველი არ რჩება თავად მშობლებისთვის.

„ჩემთვის ეს მხოლოდ ჩემ შვილს არ უკავშირდება, ან დაუნის სინდრომს - ეს ყველას შვილებს და ყველა შეზღუდულ შესაძლებლობებს ეხება. მე ახლა შემიძლია ადამიანებში ბევრი სხვა ფერის დანახვა.“

ამ ინკლუზიურობამ ხელი შეუწყო მიკას, სხვა მშობლების და პროფესიონალთა თანამშრომლური ჯგუფის მოგზაურობას საქართველოს სოფლებში. „კარგია  სოფლებში და ქალაქებში ჩასვლა მშობლებთან შეხვედრა და საუბარი და მათთვის საჭირო დახმარების გაწევა“, ამბობს მიკა.

რა თქმა უნდა, კვლავ ბევრია გასაკეთებელი. ბავშვთა მიტოვებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს უფრო ნაკლები სიხშირით, მაგრამ ის ჯერ ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი; სხვა ბავშვების მშობლებმა შესაძლოა ისწავლეს თანაგრძნობა და უკეთ ესმით ეს საკითხები, მაგრამ ბევრი ადამიანია კიდევ ქვეყანაში რომლებიც ცდილობენ სტიგმის დაფარვას. თუმცა მიკა და სოფიკო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი მომავლის მიმართ. ახლა მათ ქალიშვილებს განვითარების ისეთი შესაძლებლობები აქვთ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ არარეალური იყო.

 

 

Lile with her Mother
UNICEF/Geo-2018/Jibuti
Lele
UNICEF/Geo-2018/Jibuti

თავის მხრივ, სოფიკოს სჯერა, რომ  ლელეს და ლილეს მომავალ განვითარებას და ცხოვრებას ხელს შეუწყობენ ის ბავშვები, რომლებთან ერთადაც ისინი სკოლაში სწავლობენ და მეგობრობენ. „ის ბავშვები როდესაც გაიზრდებიან   არ განახორციელებენ სხვების სტიგმატიზაციას და არ იქნებიან არატოლერანტული,“ -ამბობს ის. „მათ უკვე ეცოდინებათ,  რომ განსხვავებული საჭიროებების მიუხედავად, შშმ პირების  მისწრაფებები და გრძნობები იგივეა.“

Lele
UNICEF/Geo-2018/Jibuti

ეს უკვე შესამჩნევია ორ გოგონაზე უბრალოდ დაკვირვებით. ლილე ახლახან გამოჩნდა როგორც მოდელი ბავშვი მოდის ჟურნალში, რაც მისი ასაკის ნებისმიერი გოგონას ოცნებაა. ლელე დედასავით ზრუნავს თავის რბილ სათამაშოზე, რაც საბავშვო ბაღებში გავრცელებული სურათია. მათი საჭიროებები მართლაც შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს, მაგრამ მსგავსება მათსა და სხვა ბავშვებს შორის გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ნებისმიერი განსხვავება. 

აღმოაჩინე მეტი