როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ფსიქოლოგიური სტრესის ნიშნები
როგორ რეაგირებენ ბავშვები სტრესზე
- English
- ქართული
ბავშვები სხვადასხვანაირად რეაგირებენ მათ ირგვლივ არსებულ უარყოფით მოვლენებზე. ჩვენი კულტურა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გამოვხატავთ ემოციებს. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში მიუღებელია ძლიერი ემოციების გამოხატვა, როგორიცაა ხმამაღლა ტირილი, სხვა კულტურებში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
სტრესის ზოგიერთი ნიშანი არც ისე აშკარაა. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვადასხვა ასაკისთვის დამახასიათებელი სტრესის ნიშნები. ბავშვები სტრესის სხვადასხვანაირ ნიშნებს ავლენენ.
იცოდით თუ არა, რომ სტრესისა და კრიზისის პერიოდში ბავშვები ზრდასრულების ქცევებსა და ემოციებს აკვირდებიან და ეძებენ მინიშნებებს საკუთარი ქცევებისა და ემოციების სამართავად?
ბავშვებში გავრცელებული რეაქციები სტრესზე
ბევრი ასეთი რეაქცია სულ ცოტახანს გრძელდება და სტრესულ მოვლენებზე რეაგირების ჩვეულებრივი ფორმაა, მაგრამ თუ ისინი დიდხანს გრძელდება, ბავშვს შეიძლება სპეციალისტის დახმარება დასჭირდეს.
ასაკი |
რეაგირება |
0-3 წელი |
|
4-6 წელი |
|
7-12 წელი |
|
13-17 წელი (თინეიჯერები) |
|
ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელი ფიზიკური რეაქციები ეს რეაქციები ასევე შეიძლება იყოს ფიზიკური ავამდყოფობის ნიშნები, ამიტომაც წაიყვანეთ თქვენი შვილი ექიმთან, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის კლინიკური მდგომარეობა |
|
ძალიან სერიოზული სტრესული რეაქციები ბავშვებში, თუ ისინი აღინიშნება უმეტესი დროის განმავლობაში ბავშვებს, რომლებიც ამ ნიშნებს დიდი ხნის განმავლობაში ავლენენ, სპეციალისტის დახმარება დაჭირდებათ. |
|
ემოციური ჯანრთელობის შემოწმება
კოვიდ-19-ის პანდემია ყველასთვის ემოციურად რთული პერიოდი იყო, რომლის დროსაც მრავალი ბავშვი დაზარალდა. საჭიროა რეგულარულად ჰკითხოთ ბავშვს როგორ გრძნობს თავს. ემოციური მდგომარეობის შემოწმება ნიშნავს პირდაპირ თუ ირიბად ჰკითხოთ, როგორ არის. ასეთი შემოწმების ერთერთი ხერხია, ბავშვს სურათის დახატვა თხოვოთ. თხოვეთ, დეტალურად გიამბოთ სურათის შესახებ, რა დახატა, ან რატომ აირჩია ესა თუ ის ფერი. ამით შეგიძლიათ ბავშვს დაეხმაროთ მისი გრძნობების შესახებ საუბარში, თუმცა შეიძლება სურათის უსიტყვოდ ჩვენება ერჩივნოს - ეს ბავშვის გადასაწყვეტია.
სავარჯიშოები ბავშვის სტრესის შესამსუბუქებლად და მისი კეთილდღეობის მხარდასაჭერად
ქვემოთ მოცემული სავარჯიშოები შეგიძლიათ გააკეთოთ ბავშვთან ერთად, რათა დაეხმაროთ სტრესის შემსუბუქებაში და აღჭურვოთ სტრესთან გამკლავების პოზიტიური სტრატეგიებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მის კეთილდღეობას. ეს სავარჯიშოები თქვენთვისაც სასარგებლო იქნება და შეგიძლიათ ბავშვთან ერთად გააკეთოთ.
მუცლით სუნთქვა
ხშირად, როცა სტრესის ქვეშ ვართ, ჩვენი სუნთქვა ზედაპირული ხდება. ამ დროს თითქოს მკერდის ზედა ნაწილით ვსუნთქავთ და გვავიწყდება, რომ ღრმად უნდა ვისუნთქოთ და მუცლით, ანუ მუცლის ღრუთი ჩავისუნთქოთ. მუცლით სუნთქვას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ჟანგბადის ღრმად ფილტვებში შემოშვებაში გვეხმარება.
როგორ ვაკეთებთ ამას:
- დაადეთ ხელი მუცელს
- 5 ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ, 5 წამი მოანდომეთ შესუნთქვას და 5 წამი ამოსუნთქვას.ცხვირით ჩაისუნთქეთ და პირით ამოისუნთქეთ.
- აუხსენით ბავშვს, რომ ჩასუნთქვისას მსუბუქად გაბეროს მუცელი, თითქოს ბუშტია, ხოლო ამოსუნთქვისას ნელა გამოუშვას ჰაერი „ბუშტიდან“.
ჩემი განსაკუთრებული ადგილი
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ სამყარო დამთრგუნველია. თუ ბავშვი ერთი წუთით წარმოიდგენს, რომ იმყოფება ისეთ ადგილას, სადაც სიმშვიდეა და სტრესი არ არის, იგი ნაკლებ სტრესს იგრძნობს. გთავაზობთ სავარჯიშოს, რომელიც ბავშვს ასეთი ადგილის წარმოდგენაში დაეხმარება.
როგორ ვაკეთებთ ამას:
- დაჯექით ან დაწექით კომფორტულ პოზაში. დახუჭეთ თვალები და მოდუნდით.
- რამდენჯერმე ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით და შემოუშვით ჰაერი მუცელში. პირით ამოისუნთქეთ.
- გააგრძელეთ ნელა და მშვიდად სუნთქვა. მშვიდი გრძელი ჩასუნთქვები, შემდეგ მშვიდი გრძელი ამოსუნთქვები.
- გონებაში მოისმინეთ და წარმოიდგინეთ შემდეგი:
„წარმოიდგინეთ, რომ თეთრი ქვიშის პლიაჟზე დგახართ. ადრიანი დილაა და ირგვლივ სიმშვიდეა. მზე ნელა ამოდის და გრძნობთ მის თბილ შუქს სახესა და სხეულზე. თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობთ. ქვიშა, რომელზეც შიშველი ფეხებით დგახართ, რბილი და თბილია. სახეში მსუბუქი ზღვის სიო გიბერავთ. ცა ლურჯი და მოწმენდილია, მაღლა ჩიტები დაფრინავენ და გალობენ. ადგილი უსაფრთხოა, აქ შეგიძლიათ მოდუნდეთ. ეს ის ადგილია, სადაც ყოველთვის შეგიძლიათ დაბრუნდეთ, რომელიც ყოველთვის იქაა, თქვენს გულში. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ეწვიოთ, როცა მოისურვებთ. ახლა, ძალიან ნელა, თანდათანობით, ყურადღება ისევ თქვენს სუნთქვაზე - ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მშვიდ რიტმზე გადმოიტანეთ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ეხება ჰაერი თქვენს კანს. ძალიან მსუბუქად გაამოძრავეთ ხელისა და ფეხის თითები. ჩაისუნთქეთ და ფართოდ გაიწელეთ. ღრმად ამოისუნთქეთ. როცა მზად იქნებით, გაახილეთ თვალები.“
წერილის დაწერა
თუ პანდემიის პერიოდში ბავშვი ვერ ახერხებს მეგობრებისა და ოჯახის წევრების ნახვას, მათთან ურთიერთობის აღსანიშნავად წერილის დაწერა დაეხმარებათ, მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები მათ გვერდით არ იმყოფებიან.
როგორ ვაკეთებთ ამას:
- თხოვეთ ბავშვს, საყვარელ ადამიანს, ან იმას, ვინც დიდი ხანია არ უნახავს, მიწეროს წერილი ან დახატოს მისი სურათი
- რას ეტყოდით მათ, დღეს თქვენს გვერდით რომ ყოფილიყვნენ?
- ამ ადამიანებში რა გიყვართ ყველაზე მეტად?
- მათთან დაკავშირებული რა მოგონებები გგვრით ღიმილს?