28 ივლისი 2023

5 რჩევა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ონლაინ სივრცეში

ინტერნეტი უამრავ შესანიშნავ შესაძლებლობას გვთავაზობს - გვაკავშირებს ადამიანებთან, გვაძლევს წვდომას ახალ ცოდნაზე და პლატფორმებს ჩვენი მოსაზრებების გასაზიარებლად, თუმცა ონლაინ ყოფნას გამოწვევებიც ახლავს თან. თუ სოციალურმა მედიამ ან ინტერნეტში ყოფნამ მოგიმატათ სტრესი, გაგრძნობინათ შური ან მარტოობა, განგაცდევინათ დაბალი თვითშეფასება ან სოციალური…, 1. მოერიდეთ უმიზნო სქროლვას, დაუკვირდით როგორ მოქმედებს სოციალური მედია და ონლაინ კონტენტი თქვენს ემოციებზე, აზრებსა თუ ქმედებებზე. როგორ გაგრძნობინებთ ის თავს? ახალი ამბების წაკითხვის შემდეგ თავს ინფორმირებულად გრძნობთ თუ დათრგუნულად?  თქვენი მეგობრების წვეულების ფოტოების თვალიერება გსიამოვნებთ თუ გასევდიანებთ?  დილით ტელეფონს რომ იღებთ ხელში, სიახლეების გაგება გინდათ, თუ ეს…, 2. იყავით ყურადღებიანი, ონლაინ მოიპოვება უამრავი აპი და კონტენტი, რომელიც დაგეხმარებათ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. მედიტაციის აპლიკაციებით შეგიძლიათ დაისვენოთ და ფოკუსირდეთ. არის ვებგვერდები, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი პიროვნება, დაუკავშირდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს და თემის ნაწილად იგრძნოთ თავი. არსებობს ონლაინ…, 3. დაიცავით თავი და იზრუნეთ სხვებზეც, გადაამოწმეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები თქვენი სოციალური მედიის ყველა პროფილზე. დაფარეთ ვებკამერები, როდესაც არ იყენებთ მათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ აპებსა და მომსახურებებზე ონლაინ დარეგისტრირებისას – განსაკუთრებით მაშინ, როცა უთითებთ თქვენს სრულ სახელს, მისამართს ან ტვირთავთ ფოტოს. თუ შეგაწუხათ იმან, რაც ნახეთ ან განიცადეთ ინტერნეტში, უთხარით…, 4. აირჩიეთ სიკეთე, გამოიყენეთ სოციალური მედია სასიკეთოდ, გააზიარეთ პოზიტიური, სასარგებლო კონტენტი და მესიჯები მეგობრებთან, ოჯახთან და თანაკლასელებთან. მაგალითად, შეგიძლიათ მიწეროთ ახლობელს, რომ მათზე ფიქრობთ, დატოვოთ დადებითი კომენტარი ნაცნობის გაზიარებულ პოსტზე. თუ აღმოაჩენთ, რომ პასუხობთ შეტყობინებას ან პოსტს ნეგატიური მესიჯით, შეჩერდით და დაფიქრდით, იქნებ…, 5. იცხოვრეთ რეალური ცხოვრებით, საზღვარი ონლაინ და ოფლაინ სამყაროებს შორის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, რაც ართულებს აწმყოში ცხოვრებას და ამცირებს ადამიანურ კონტაქტს. გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაცის კეთება მხოლოდ იმისთვის შეწყვიტეთ, რომ ამის შესახებ სოციალურ მედიაში დაგეპოსტათ? ან იმის ნაცვლად, რომ მეგობარს დაურეკოთ და შეხვდეთ, მის გამოქვეყნებულ სოც-მედია ისტორიებს ათვალიერებთ?  …
28 მარტი 2023

რა არის პანიკური შეტევა?

პანიკური შეტევა არის შიშის და შფოთვის ძლიერი განცდა. ის ხშირად მაშინ გვემართება, როცა ვღელავთ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენაზე, ან თუ სირთულესთან ან სტრესთან მოგვიწია გამკლავება. პანიკური შეტევები შეიძლება ძალიან საშიშად მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით ბავშვობაში, მაგრამ, როგორც წესი, სათანადო მკურნალობით მათი შეწყვეტა შესაძლებელია. მნიშვნელოვანია…, რა არის პანიკური შეტევა?, პანიკური შეტევა არის შიშისა და შფოთვის განცდა, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაგვეუფლოს და რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს ძლიერი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ქოშინი და გულის აჩქარება. ბევრი ბავშვი პანიკური შეტევის დროს გრძნობს საზარელ შიშს, თითქოს ეს ესაა რაღაც საშინელება მოხდება. ეს გრძნობა შეიძლება დაგვეუფლოს მაშინაც კი, როცა…, რა იწვევს პანიკურ შეტევებს?, ყოველთვის ნათელი არ არის, თუ რა იწვევს პანიკურ შეტევებს ბავშვებსა და მოზრდილებში. ის, რაც დანამდვილებით ვიცით, არის რომ პანიკური შეტევა შეიძლება გამოიწვიოს ნერვიულობამ, რთულმა ან სტრესულმა გამოცდილებამ. ასეთი სიტუაცია შეიძლება იყოს: • სახლში ან სკოლაში გამოცდილი სირთულეების გამო შფოთვა • ნერვიულობა ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა გამოცდები,…, პანიკური შეტევები ბავშვებსა და მოზარდებში, პანიკური შეტევები ხშირად  მოზარდობის პერიოდში იწყება, თუმცა შეიძლება ბავშვობაშიც დაიწყოს. შეტევამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი შფოთვა, ასევე გავლენა მოახდინოს ბავშვის განწყობის ან ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტზე. ზოგიერთი ბავშვი იწყებს ისეთი სიტუაციებიდან გაქცევას, სადაც პანიკური შეტევა შეიძლება დაემართოს. შფოთვის შესამცირებლად მოზარდებმა…, პანიკური შეტევის ნიშნები და სიმპტომები, თუ თქვენი შვილი განიცდის პანიკურ შეტევას, ის შეიძლება თავს უკონტროლოდ გრძნობდეს, ეშინოდეს, რომ მის სხეულს საფრთხე ემუქრება ან თუნდაც ეგონოს, რომ კვდება. ჩვენს სხეული პანიკურ შეტევებზე სხვადასხვა გზით რეაგირებს. ასეთი რეაქცია შეიძლება იყოს: • სუნთქვის შეკვრა, სწრაფი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვის შეგრძნება •…, როგორ დავეხმაროთ ბავშვს პანიკურ შეტევასთან გამკლავებაში, პანიკური შეტევის მართვის პირველი ნაბიჯია იმის ცოდნა, თუ რა იწვევს შეტევას. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რას გრძნობს, რაზე შფოთავს, რა სტრესავს. არის თუ არა კონკრეტული სიტუაციები ან ადგილები, რომელიც აშინებს? ეს ცოდნა დაეხმარება ბავშვს დაფიქრდეს ამ სიტუაციებთან გამკლავების გზებზე. პანიკური შეტევის დროს, ბავშვმა შეიძლება იგრძნოს, რომ კარგავს კონტროლს,…, როდის მივმართოთ პროფესიონალს, პანიკური შეტევების მძიმე შემთხვევებში ბავშვს ან მოზარდს შეიძლება სახლიდან გასვლისაც კი ეშინოდეს. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს პანიკური შეტევების განმეორებადი სიმპტომები აქვს, დროა ექიმს მიმართოთ. პანიკური შეტევის სიმპტომების მქონე ბავშვი ან მოზარდი პირველ რიგში ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიერ უნდა შეფასდეს. თუ სიმპტომების გამომწვევ მიზეზად ვერ…
10 მარტი 2023

რა არის დეპრესია?

ყველა ბავშვი ხანდახან თავს გრძნობს უგუნებოდ, რაც თან ახლავს ზრდის პროცესს. თუმცა ეს ემოციები შეიძლება  შეშფოთების საგნად იქცეს, როდესაც ბავშვი მათ დიდი ხნის განმავლობაში  ინტენსიურად განიცდის, განსაკუთრებით თუ ესგავლენას ახდენს მის სოციალურ, ოჯახურ და სასკოლო ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიაში ყოფნისას ძნელია ოპტიმიზმის შენარჩუნება, მისი…, რა არის დეპრესია?, დეპრესია ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ხშირად ვითარდება შფოთვის კვალდაკვალ. დეპრესია შეიძლება იყოს მსუბუქი და ხანმოკლე ან მძიმე და ხანგრძლივი. ზოგიერთ ადამიანს დეპრესია მხოლოდ ერთხელ ემართება, ზოგმა კი შეიძლება რამდენჯერმე განიცადოს. დეპრესიამ შეიძლება თვითმკვლელობამდე მიგვიყვანოს, მაგრამ სათანადო დახმარების გაწევის…, რა იწვევს დეპრესიას?, დეპრესია შეიძლება განვითარდეს ისეთი მოვლენის შედეგად, როგორიცაა შეურაცხყოფა ან სასტიკი მოპყრობა, ძალადობა სკოლაში, ახლობელი ადამიანის სიკვდილი ან სხვა ოჯახური პრობლემები, როგორიცაა ოჯახური ძალადობა ან ოჯახის დანგრევა. ვიღაც შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს დიდი ხნის მანძილზე სტრესში ყოფნის შედეგად. დეპრესია შეიძლება ოჯახის წევრებსაც განუვითარდეს.…, დეპრესია ბავშვებში და მოზარდებში, დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და მოზარდებში, უკმაყოფილების ან გაღიზიანების ხანგრძლივი პერიოდების სახით. იგი საკმაოდ ხშირია უფროსი ასაკისბავშვებსა და მოზარდებში, მაგრამ ხშირად ამოუცნობი რჩება. ზოგიერთი ბავშვი აღნიშნავს, რომ თავს "უბედურად" ან "მოწყენილად" გრძნობს. სხვებმა შეიძლება თქვან, რომ სურთ საკუთარ თავს ზიანი მიაყენონ ან თავი…, დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში, სხვადასხვა ბავშვის შემთხვევაში დეპრესია შეიძლება სხვადასხვანაირად მიმდინარეობდეს. ქვემოთ ჩამოთვლილია დეპრესიის რამდენიმე საერთო ნიშანი და სიმპტომი:   ფიზიკური: დაღლილობა ან ენერგიის ნაკლებობა, მაშინაც კი როცა დასვენებულია მოუსვენრობა ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება უჭირს ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება მადის ან ძილის რეჟიმის ცვლილებები…, როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილს დეპრესიასთანგამკლავებაში, გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი შვილის დასახმარებლად, თუ ეჭვობთ, რომ ის დეპრესიაშია: გაარკვიეთ რა ხდება: ჰკითხეთ ბავშვს, როგორ გრძნობს თავს და  მოუსმინეთ ყოველგვარი დასკვნების გამოტანის ან რჩევის მიცემის გარეშე. სთხოვეთ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით, რომლებიც იცნობენ თქვენს შვილს, მაგალითად, საყვარელ მასწავლებელს…, როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს დახმარებისთვის, ვინაიდან დეპრესიის დიაგნოზის დასმა მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტს შეუძლია, მნიშვნელოვანია დახმარება სთხოვოთ ოჯახის ექიმის, რომელსაც შეუძლიათქვენი შვილი გადაამისამართოს ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან. თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტი თვლის, რომ თქვენი შვილისთვისსასარგებლო იქნება მკურნალობა, მას შეუძლია ბავშვს შესთავაზოს თერაპიისთვის…
20 თებერვალი 2023

რა არის შფოთვა?

ბავშვები ხშირად ნერვიულობენ ან შფოთავენ ისეთ თემებზე, როგორიცაა მეგობრებთან ურთიერთობები, ხალხის წინაშე საჯაროდ საუბარი ან გამოცდის ჩაბარება. როდესაც ნერვიულობა დროში ხანგრძლივდება და ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს, შფოთვა უკვე პრობლემაად იქცევა. კარგი ამბავი ის არის, რომ სწორი პროფესიონალური დახმარებით და დაძლევის პოზიტიური უნარების განვითარებით,…, რა არის შფოთვა?, შფოთვა არის განცდა, რომელიც გეუფლება, როცა რაღაცაზე ღელავ ან გეშინია. ეს არის შიშის ან პანიკის ბუნებრივი, ადამიანური შეგრძნება. შფოთვის გადავლის შემდეგ ჩვენ როგორც წესი, ვმშვიდდებით და თავს უკეთ ვგრძნობთ. მცირე დოზით ნერვიულობა და შიში გვეხმარება უსაფრთხოების შენარჩუნებაში და გვიცავს რისკებისგან. მაგრამ ზოგჯერ შფოთვამ შეიძლება დაგვაჯეროს, რომ…, რა იწვევს შფოთვას?, შფოთვის ზუსტი მიზეზების დადგენა ყოველთვის ადვილი არ არის. სტრესულ სიტუაციებში ჩვენს ტვინში განგაშის ზარი რეკავს - გვაცნობებს, რომ რაღაც არ არის კარგად და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად გვამზადებს. რთული სიტუაციიდან თავის დაღწევაში დასახმარებლად ჩვენი ტვინი გვაფხიზლებს, წყვეტს ფიქრს სხვა საკითხებზე და მეტ სისხლს გადაისვრის ფეხებისკენ, რათა…, შფოთვა ბავშვებსა და მოზარდებში, ბავშვებში შფოთვა ყველა ასაკში გვხვდება. შფოთვის გამომწვევი მიზეზებიდან ბევრი ადამიანის ზრდის ბუნებრივი ნაწილია. დაახლოებით 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირია განშორების შფოთვა. შედეგად, ისინი უფრო მიჯაჭვულები ხდებიან მშობლებსა თუ აღმზრდელებზე და განშორებისას ტირიან. ეს ბავშვის განვითარების ნორმალური ეტაპია და თავისით უნდა დასრულდეს 2-დან 3…, შფოთვის ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში, შფოთვის სიმპტომები ზოგჯერ საკმაოდ კომპლექსურია და შესაძლოა გამოვლინდეს სტრესული მოვლენიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგაც. შფოთვისთვის დამახასიათებელი  ნიშნები და სიმპტომებია:   ფიზიკური: • უჰაერობის შეგრძნება, თავის ტკივილი ან გონების დაკარგვის შეგრძნება • აჩქარებული გული, ზოგჯერ მაღალი წნევის თანხლებით • მოუსვენრობა, კანკალი ან სისუსტის შეგრძნება…, როგორ დავეხმაროთ ბავშვს შფოთვასთან გამკლავებაში, თუ თქვენი შვილი შფოთავს, პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის მისთვის იმის შეხსენება, რომ ეს გრძნობა აუცილებლად გაივლის. ამის მოსმენა ბავშვს დაამშვიდებს და შეამცირებს შფოთვას. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რითიც შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს გაუმკლავდნენ შფოთვას და იყვნენ უკეთ მომზადებულნი. ერთად გამოიკვლიეთ ეს გრძნობა: სთხოვეთ თქვენს შვილს,…, როდის მივმართოთ პროფესიონალს, თუ შფოთვა ბავშვს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, პროფესიონალის ჩარევას მდგომარეობის მნიშვნელოვნად შემსუბუქება შეუძლია. თქვენი ოჯახის ექიმი გადაგამისამართებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთან ბავშვის მდგომარეობის შეფასებისა და სწორი მკურნალობის შესახებ რჩევისთვის. თუ თქვენს შვილს დაუნიშნავენ ფსიქოლოგთან კონსულტაციას ან თერაპიას, ბავშვს…
26 იანვარი 2023

7 მითი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მითების გაქარწყლება ხელს უწყობს სტიგმების დამარცხებას და ქმნის გარემოს, რომელშიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ითხოვოს მხარდაჭერა, როცა მას ეს სჭირდება. გთავაზობთ შვიდ ყველაზე გავრცელებულ მცდარ წარმოდგენას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ:  , 1. მითი: თუ ადამიანს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ მას სუსტი გონებრივი შესაძლებლობები აქვს., ფაქტი: ფსიქიკური, ისევე როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება შეექმნას ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად მისი გონებრივი შესაძლებლობის, სოციალური კლასისა თუ შემოსავლის დონისა.  , 2. მითი: ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს., ფაქტი: ყველას სჭირდება აქტიური ნაბიჯების გადადგმა მათი კეთილდღეობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ისევე როგორც, ყველას სჭირდება ჯანსაღი ჩვევების დანერგვა ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.  , 3. მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოზარდებში არ არის სერიოზული საკითხი. მათ ჰორმონების ცვალებადობის გამო ეცვლებათ ხშირად განწყობა და ამით უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდათ., ფაქტი: თინეიჯერებს ხშირად აქვთ გუნება-განწყობის ცვალებადობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოზარდს არ შეიძლება ჰქონდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. მსოფლიოში მოზარდების თოთხმეტი პროცენტი განიცდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. გლობალურად, 10-დან 15 წლამდე ასაკის ადამიანებში, თვითმკვლელობა სიკვდილის მეხუთე ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ხოლო 15-…, 4. მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია შეუძლებელია., ფაქტი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებისგან ადამიანები ბევრ ფაქტორს შეუძლია დაიცვას. მათ შორისაა სოციალური და ემოციური უნარების გაძლიერება, დახმარებისა და მხარდაჭერის დროული მიღება,, მხარდამჭერი, მოსიყვარულე, თბილი ოჯახური ურთიერთობები, პოზიტიური სასკოლო გარემო და ჯანსაღი ძილის რეჟიმი. სირთულეების დაძლევის უნარი განპირობებულია…, 5. მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა სისუსტის ნიშანია. უფრო ძლიერი რომ იყოს, ეს პრობლემა არ შეექმნებოდა., ფაქტი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არაფერ კავშირშია სისუსტესთან ან ნებისყოფის ნაკლებობასთან. ეს არ არის მდგომარეობა, რომელსაც ადამიანები ირჩევენ, ჰქონდეთ თუ არ ჰქონდეთ. სინამდვილეში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს დახმარების საჭიროების აღიარება და მოთხოვნა დიდ ძალასა და გამბედაობას მოითხოვს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ნებისმიერ…, 6. მითი: მოზარდებს, რომლებიც იღებენ კარგ შეფასებებს და ჰყავთ ბევრი მეგობარი, არ ექმნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მათ არ აქვთ დეპრესიაში ჩავარდნის მიზეზი., ფაქტი: დეპრესია არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით. დეპრესიით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი ჩანს მათი ცხოვრება გარედან. მოზარდები, რომლებიც…, 7. მითი: ცუდი აღზრდა მოზარდებში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს., ფაქტი: ბევრმა ფაქტორმა - მათ შორის სიღარიბემ, უმუშევრობამ და ძალადობამ, მიგრაციამ და სხვა არახელსაყრელმა გარემოებებმა - შეიძლება იქონიოს გავლენა მოზარდების და მათი აღმზრდელის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მათ ურთიერთობაზე. მოზარდებმა მოსიყვარულე, მხარდამჭერი ოჯახებიდანაც შეიძლება განიცადონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები, ისევე როგორც მოზარდებმა…
21 დეკემბერი 2022

ოთხი რჩევა - რისი გაკეთება შეგიძლიათ მოზარდი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად

მიუხედავად იმისა, თქვენს მოზარდ შვილთან ჰარმონიულ ურთიერთობაში ხართ, თუ ამ მხრივ გამოწვევები გაქვთ, მნიშვნელოვანია აგრძნობინოთ, რომ უპირობოდ გიყვართ და მხარს უჭერთ მას, რომ სირთულეების დროს თქვენი დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს და მუდამ მის გვერდით ხართ. გთავაზობთ ოთხ რჩევას - რა გაითვალისწინოთ მოზარდთან საუბრისას, როგორ აგრძნობინოთ თქვენი…, 1. წაახალისეთ ისინი, გააზიარონ გრძნობები, მოძებნეთ გზები თქვენი მოზარდთან საუბრის წამოწყებისთვის. დაინტერესდით, როგორი იყო მათი დღე, რას საქმიანობდნენ. შეგიძლიათ თხოვოთ დახმარება სახლის საქმიანობაში, მაგალითად სადილის მომზადებაში და ეს დრო გამოიყენოთ მათი დღის შესახებ სასაუბროდ. შეახსენეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მათ გვერდით ხართ და რომ გსურთ იცოდეთ, როგორ გრძნობენ თავს და რას ფიქრობენ.…, 2. გამოყავით დრო მათ მხარდასაჭერად, ერთად იმუშავეთ ახალი რუტინებისა და ადვილად მისაღწევი მიზნების დასახვაზე. გააკეთეთ საშინაო და სასკოლო საქმეების გეგმა, დაისახეთ მიზნად, რომ სადილამდე მოესწროს საშინაო დავალების შესრულება.    მოზარდობა ნიშნავს დამოუკიდებლობას! ეცადეთ, თქვენს მოზარდს მისცეთ დრო და სივრცე საკუთარი თავისთვის. პირადი სივრცის საჭიროება ზრდის ნორმალური ნაწილია. მხარი…, 3. ერთად იმუშავეთ კონფლიქტის მოგვარებაზე, მოუსმინეთ თქვენი მოზარდის მოსაზრებებს და შეეცადეთ მშვიდად მოაგვაროთ კონფლიქტი. დაიმახსოვრეთ: ყველა შეიძლება იყოს დასტრესილი! არასოდეს განიხილოთ საკითხი, როცა გაბრაზებული ხართ. წადით, ღრმად ჩაისუნთქეთ და დამშვიდდით - მოზარდს მოგვიანებით გაესაუბრებით. მოერიდეთ ძალაუფლების დემონსტრირებას. მოზარდს, რომლისთვისაც სამყარო არაპროგნოზირებადი, ხოლო მომავლის…, 4. იზრუნეთ საკუთარ თავზე, მშობლებს ბევრი საქმე და საფიქრალი აქვთ. თქვენც გჭირდებათ ზრუნვა და მხარდაჭერა. საკუთარ თავზე ზრუნვის ჩვენება კარგი მაგალითი იქნება თქვენი მოზარდისთვისაც, ამ პრაქტიკის დამკვიდრებისთვის. ნუ დააყოვნებთ სხვებისთვის დახმარების თხოვნას, თუ თავს ზედმეტად გადაღლილად გრძნობთ. ასეთი მდგომარეობა ნორმალური და მოსალოდნელია. იპოვეთ ოჯახის წევრი ან ახლობელი,…
15 დეკემბერი 2022

მშობლის გზამკვლევი: აღზრდის ჭკვიანური და ჯანსაღი მეთოდები

ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გადაწყვიტოს, რა მეთოდი გამოიყენოს ბავშვის აღზრდის პროცესში. მტირალა პატარასთან გვექნება საქმე თუ გაჯიუტებულ  თინეიჯერთან, ბრაზის კონტროლი საკმაოდ რთული შეიძლება აღმოჩნდეს. არც ერთ მშობელს სურს ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს. მთავარი, რაც სულ უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ ყვირილი და ფიზიკური ძალადობა…, -, რატომ პოზიტიური დისციპლინა?, „მშობლებს არასდროს უნდათ საკუთარი შვილისთვის ყვირილი ან დარტყმა. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ ხოლმე, რომ თავად ვართ სტრესში და სხვა გზას ვერ ვხედავთ“, - ამბობს პროფესორი კლავერი. მტკიცებულება ნათელია: ყვირილი და დარტყმა უბრალოდ არ მუშაობს და გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის. განმეორებითმა ყვირილმა და…, 1. გამოყავით პირისპირ საურთიერთო დრო, ერთი ერთზე კონტაქტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ურთიერთობის გაღრმავებისთვის და ეს მით უმეტეს ასეა, როცა საქმე ბავშვებს ეხება. „ეს შეიძლება იყოს დღეში 20 წუთი, ან თუნდაც 5 წუთი. შეგიძლიათ ეს დრო დაამთხვიოთ ყოველდღიურ საქმიანობას, როგორიც არის ჭურჭლის რეცხვა, ან მაშინ ისაუბროთ, როცა ერთად ფენთ სარეცხს,“ - ამბობს პროფესორი კლავერი. ”რაც ნამდვილად…, 2. შეაქეთ დადებითი ქცევა, როგორც მშობლები, ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენი შვილების ცუდ საქციელზე და მივანიშნებთ მასზე. ბავშვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ცუდი ქცევა თქვენი ყურადღების მიქცევის გზაა და შედეგად, კი არ შეწყვიტონ, არამედ პირიქით - ხშირად გაიმეორონ ის.    ბავშვები დადებითად რეაგირებენ შექებაზე. შექება მათ თავს აგრძნობინებს განსაკუთრებულად და ასე ხვდებიან…, 3. დასახეთ მკაფიო მოლოდინები, „თქვენი შვილისთვის დაზუსტებით იმის თქმა თქმა, თუ რა გსურთ, რომ გააკეთოს, ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე იმის თქმა, თუ რა არ უნდა გააკეთოს“, - ამბობს პროფესორი კლავერი. „როდესაც ბავშვს სთხოვ, არ არიოს სახლი, ან არ მოიქცეს ცუდად, მას შესაძლოა სულაც არ ესმის, კონკრეტულად რისი გაკეთება მოეთხოვება“. მკაფიო ინსტრუქციები, როგორიცაა „გთხოვ, აიღე ყველა…, 4. გადაიტანეთ ყურადღება, როცა ბავშვი ცუდად იქცევა, სასარგებლო სტრატეგიაა მისი ყურადღების გადატანა პოზიტიურ აქტივობაზე, ამბობს პროფესორი კლავერი. „როდესაც მის ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანთ – თემის შეცვლით, თამაშის წამოწყებით, სხვა ოთახში ან სასეირნოდ გაყვანით, ამით მის ენერგიას პოზიტიური ქცევისკენ მიმართავთ“. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დროული მოქმედება. უნდა…, 5. განუმარტეთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, იმის სწავლა, რომ ყველა საქციელს შედეგი მოყვება, გაზრდის ნაწილია. თქვენი შვილისთვის ამის ახსნა ხელს შეუწყობს უკეთეს ქცევას და გამოუმუშავებს პასუხისმგებლობის განცდას. მიეცით თქვენს შვილს საშუალება მოიქცეს სწორად, მათი ცუდი ქცევის შედეგების ახსნით. მაგალითად, თუ გსურთ, რომ ბავშვმა შეწყვიტოს კედელზე ხატვა, შეგიძლიათ უთხრათ, რომ თუ ამას არ შეწყვეტს,…, პატარა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა, ერთი ერთზე გატარებული დრო შეიძლება ძალიან სახალისო იყოს - და სრულიად უფასოა! „შეგიძლიათ გაიმეოროთ მისი გამომეტყველება, აკაკუნოთ კოვზები ქვაბებს ან ერთად იმღეროთ“, დასძენს პროფესორი კლავერი. "არის უამრავი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ მშობლებთან თამაში ხელს უწყობს ბავშვის ტვინის განვითარებას."  , უფროს ბავშვებთან ურთიერთობა, პატარების მსგავსად, თინეიჯერებიც ისწრაფვიან შექების მისაღებად და სურთ, რომ მათზე კარგი წარმოდგენის იყვნენ. მშობელთან გატარებული დრო მათთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. "ძალიან გაუხარდებათ, თუ მათთან ერთად წაიცეკვებთ ოთახში ან გაესაუბრებით საყვარელ მომღერალზე", - ამბობს პროფესორი კლავერი. „შეიძლება ყოველთვის არ გაჩვენებენ ამას, მაგრამ ნამდვილად…, რჩევა მშობლებს COVID-19 პანდემიის დროს, პანდემიამ ოჯახების ცხოვრებაში შემოიტანა უეცარი და მკვეთრი ცვლილებები, რომლის ეპიცენტრშიც მშობლები არიან. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაეხმარება მშობლებს გადალახონ ეს და მსგავსი სტრესული პერიოდები:, 1. დააპაუზეთ, ყველასთვის ნაცნობია სტრესი, რომელსაც მაშინ ვგრძნობთ, რომ ჩვენი შვილი ცუდად იქცევა. ასეთ მომენტებში ყველაზე მარტივი და სასარგებლო ტაქტიკა შეჩერება და ერთი ნაბიჯის უკან გადადგმაა.  დააჭირეთ "პაუზის ღილაკს", როგორც ამას პროფესორი კლავერი უწოდებს. „ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ხუთჯერ ღრმად, ნელა და გააზრებულად და შეამჩნევთ, რომ შეგიძლიათ უფრო მშვიდად და…, 2. შეისვენეთ, მშობლებს ხშირად ავიწყდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა, ამბობს პროფესორი კლავერი. „დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, მაგალითად, როცა ბავშვებს სძინავთ. დაკავდით იმით, რაც  გაგრძნობინებთ თავს ბედნიერად და მშვიდად. რთულია ყველაფრის სწორად გაკეთება, მითუმეტეს თუ საკუთარ თავს არასდროს ასვენებ“.  , 3. შეაქეთ თავი, ხშირად ვივიწყებთ ხოლმე იმ გასაოცარ ძალისხმევას, რასაც ბავშვების აღზრდაში ყოველდღიურად ვდებთ.  საკუთარ თავს ეს ძალისხმევა უნდა დავუფასოთ, გვირჩევს პროფესორი კლავერი. „ყოველ დღე, შესაძლოა, კბილების გახეხვისას, დაუთმეთ ერთი წუთი ამ კითხვაზე ფიქრს: „რა იყო ერთი რამ, რაც დღეს ნამდვილად კარგად გავაკეთე ჩემს შვილებთან?“ და გაიაზრეთ, რომ მართლაც…
11 მარტი 2022

როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ფსიქოლოგიური სტრესის ნიშნები

ბავშვები სხვადასხვანაირად რეაგირებენ მათ ირგვლივ არსებულ უარყოფით მოვლენებზე. ჩვენი კულტურა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გამოვხატავთ ემოციებს. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში მიუღებელია ძლიერი ემოციების გამოხატვა, როგორიცაა ხმამაღლა ტირილი, სხვა კულტურებში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სტრესის ზოგიერთი ნიშანი არც ისე აშკარაა. ქვემოთ ჩამოთვლილია…, ბავშვებში გავრცელებული რეაქციები სტრესზე, ბევრი ასეთი რეაქცია სულ ცოტახანს გრძელდება და სტრესულ მოვლენებზე რეაგირების ჩვეულებრივი ფორმაა, მაგრამ თუ ისინი დიდხანს გრძელდება, ბავშვს შეიძლება სპეციალისტის დახმარება დასჭირდეს.   ასაკი რეაგირება 0-3 წელი ჩვეულებრივზე მეტად ეხუტება თავის მომვლელს რეგრესირებს წინანდელ (ადრინდელი ასაკის) ქცევებამდე აღენიშნება ძილთან და კვებასთან დაკავშირებული…, ემოციური ჯანრთელობის შემოწმება, კოვიდ-19-ის პანდემია ყველასთვის ემოციურად რთული პერიოდი იყო, რომლის დროსაც მრავალი ბავშვი დაზარალდა. საჭიროა რეგულარულად ჰკითხოთ ბავშვს როგორ გრძნობს თავს. ემოციური მდგომარეობის შემოწმება ნიშნავს პირდაპირ თუ ირიბად ჰკითხოთ, როგორ არის. ასეთი შემოწმების ერთერთი ხერხია, ბავშვს სურათის დახატვა თხოვოთ. თხოვეთ, დეტალურად გიამბოთ სურათის შესახებ, რა…, სავარჯიშოები ბავშვის სტრესის შესამსუბუქებლად და მისი კეთილდღეობის მხარდასაჭერად, ქვემოთ მოცემული სავარჯიშოები შეგიძლიათ გააკეთოთ ბავშვთან ერთად, რათა დაეხმაროთ სტრესის შემსუბუქებაში და აღჭურვოთ სტრესთან გამკლავების პოზიტიური სტრატეგიებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მის კეთილდღეობას. ეს სავარჯიშოები თქვენთვისაც სასარგებლო იქნება და შეგიძლიათ ბავშვთან ერთად გააკეთოთ. მუცლით სუნთქვა ხშირად, როცა სტრესის ქვეშ ვართ, ჩვენი სუნთქვა…