ეროვნული კვლევა საქართველოს სკოლებში ძალადობის შესახებ.

კვლევა სკოლებში ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და იუნისეფის მხარდაჭერით ჩატარდა

ძირითადი

გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშმა მსოფლიოში ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევის შესახებ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და მის ცენტრში ბავშვების მიმართ განხორციელებული ყველა სახის ძალადობის მაღალი მაჩვენებელი დააყენა. ეს ანგარიში მოუწოდებდა თითოეულ ქვეყანას შემდგომი კვლევა განეხორციელებინათ და ბავშვების მიმართ ძალადობის მასშტაბი გაეანალიზებინათ. კვლევა სკოლებში ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაიმართა გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მხარდაჭერით, აღნიშნული რეკომენდაციების შედეგს წარმოადგენს. ამავდროულად ის ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ შესრულებული ეროვნული კვლევის ერთგვარი დამატებაცაა. ორივე კვლევა ადგილობრივ მმართველობასთან, არასამთავრობო სექტორსა და ბავშვთა შეურაცხყოფისა და უგულებელყოფის პრევენციის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISPCAN) თანამშრომლობით განხორციელდა.

ავტორი

UNICEF

პუბლიკაციის თარიღი

ენები

ქართული,
ინგლისური

გადმოწერეთ ანგარიში

(PDF, 471,21 KB) (PDF, 348,33 KB)

აღმოაჩინე მეტი