5 რჩევა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ონლაინ სივრცეში
ინტერნეტი უამრავ შესანიშნავ შესაძლებლობას გვთავაზობს - გვაკავშირებს ადამიანებთან, გვაძლევს წვდომას ახალ ცოდნაზე და პლატფორმებს ჩვენი მოსაზრებების გასაზიარებლად, თუმცა ონლაინ ყოფნას გამოწვევებიც ახლავს თან. თუ სოციალურმა მედიამ ან ინტერნეტში ყოფნამ მოგიმატათ სტრესი, გაგრძნობინათ შური ან მარტოობა, განგაცდევინათ დაბალი თვითშეფასება ან სოციალური…, 1. მოერიდეთ უმიზნო სქროლვას, დაუკვირდით როგორ მოქმედებს სოციალური მედია და ონლაინ კონტენტი თქვენს ემოციებზე, აზრებსა თუ ქმედებებზე. როგორ გაგრძნობინებთ ის თავს? ახალი ამბების წაკითხვის შემდეგ თავს ინფორმირებულად გრძნობთ თუ დათრგუნულად? თქვენი მეგობრების წვეულების ფოტოების თვალიერება გსიამოვნებთ თუ გასევდიანებთ? დილით ტელეფონს რომ იღებთ ხელში, სიახლეების გაგება გინდათ, თუ ეს…, 2. იყავით ყურადღებიანი, ონლაინ მოიპოვება უამრავი აპი და კონტენტი, რომელიც დაგეხმარებათ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. მედიტაციის აპლიკაციებით შეგიძლიათ დაისვენოთ და ფოკუსირდეთ. არის ვებგვერდები, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი პიროვნება, დაუკავშირდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს და თემის ნაწილად იგრძნოთ თავი. არსებობს ონლაინ…, 3. დაიცავით თავი და იზრუნეთ სხვებზეც, გადაამოწმეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები თქვენი სოციალური მედიის ყველა პროფილზე. დაფარეთ ვებკამერები, როდესაც არ იყენებთ მათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ აპებსა და მომსახურებებზე ონლაინ დარეგისტრირებისას – განსაკუთრებით მაშინ, როცა უთითებთ თქვენს სრულ სახელს, მისამართს ან ტვირთავთ ფოტოს. თუ შეგაწუხათ იმან, რაც ნახეთ ან განიცადეთ ინტერნეტში, უთხარით…, 4. აირჩიეთ სიკეთე, გამოიყენეთ სოციალური მედია სასიკეთოდ, გააზიარეთ პოზიტიური, სასარგებლო კონტენტი და მესიჯები მეგობრებთან, ოჯახთან და თანაკლასელებთან. მაგალითად, შეგიძლიათ მიწეროთ ახლობელს, რომ მათზე ფიქრობთ, დატოვოთ დადებითი კომენტარი ნაცნობის გაზიარებულ პოსტზე. თუ აღმოაჩენთ, რომ პასუხობთ შეტყობინებას ან პოსტს ნეგატიური მესიჯით, შეჩერდით და დაფიქრდით, იქნებ…, 5. იცხოვრეთ რეალური ცხოვრებით, საზღვარი ონლაინ და ოფლაინ სამყაროებს შორის სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, რაც ართულებს აწმყოში ცხოვრებას და ამცირებს ადამიანურ კონტაქტს. გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაცის კეთება მხოლოდ იმისთვის შეწყვიტეთ, რომ ამის შესახებ სოციალურ მედიაში დაგეპოსტათ? ან იმის ნაცვლად, რომ მეგობარს დაურეკოთ და შეხვდეთ, მის გამოქვეყნებულ სოც-მედია ისტორიებს ათვალიერებთ? …
წაიკითხეთ სრულად