შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალური ინკლუზია
ჩვენ ვთანამშრომლობთ მთავრობასა და სხვა პარტნიორებთან იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სამედიცინო მოდელის ნაცვლად დაინერგოს ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
გამოწვევა
საქართველომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება, თუმცა ადგილობრივი კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებში მყოფი ბავშვების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჯერ კიდევ იმყოფებიან ასეთ დაწესებულებებში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სერვისები არასაკმარისია. ბევრ რეგიონსა და მუნიციპალიტეტში ასეთი სერვისები საერთოდ არ არსებობს.
ბევრ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს არ მიუწვდება ხელი სოციალურ დახმარებასა და მომსახურებებზე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათ საჭიროებათა შესახებ არსებული სტატისტიკა არასანდოა, რაც უარყოფითად აისახება ეფექტიანი ეროვნული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებაზე. ამას ისიც ემატება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ნეგატიური დამოკიდებულენა საზოგადოებაში.

გამოსავალი
ჩვენ ვთანამშრომლობთ მთავრობასა და სხვა პარტნიორებთან იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისსამედიცინო მოდელის ნაცვლად დაინერგოს ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის შესაძლებლობებსა და იმ ბარიერებს, რომლებიც მათ აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თვალსაზრისით.ჩვენ ვეხმარებით მთავრობას, შეზღუდული შესაძლებლობები შეაფასოს ფუნქციონალობის, შეზღუდული შესაძლებლობისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით.
ვეხმარებით მთავრობას, გადახედოს არსებულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, გააუმჯობესოს მონაცემთა მართვის ეროვნული სისტემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით და შექმნას როგორც ოჯახის დახმარების სისტემა, ასევე ზრუნვის ალტერნატიული სერვისები
(მაგ. როგორიცაა სპეციალიზებული, ოჯახის ტიპის სახლები და მინდობით აღზრდის სერვისები, დღის ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის), რათა ხელი შეუწყოს ასეთი ბავშვების განვითარებასა და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. აქტიურად ვმუშაობთ აგრეთვე საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისა და სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად, მათი სოციალური ინკლუზიის მიზნით.
გაიცანით ბაბი
ბაბი 7 წლის გოგონაა. მას ძალიან უყვარს ძერწვა, მუსიკის მოსმენა, სეირნობა, სასრიალოზე სრიალი და მოთხრობების მოსმენა. ბაბი ვერ ხედავს, ის უსინათლოა.
მოუსმინეთ ბაბის ამბავს, თუ როგორ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და რას ნიშნავს, იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი.
გაიგეთ მეტი ბაბის შესახებ: http://babi.ge