საოჯახო ტიპის მომსახურება ქუთაისში
გარდამავალი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 18 წლამდე ბავშვებისთვის მძიმე და ღრმა დარღვევებით, რომელთაც ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვთ.

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებისათვის ქუთაისში 2016 წელს დაარსდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. დიდი ზომის ინსტიტუციებიდან გადმოყვანილი ბავშვები აქ 24-საათიან საექთნო მომსახურებას, რეაბილიტაციისა და ინდივიდუალური განვითარების სერვისებს იღებენ.
სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არის გარდამავალი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 18 წლამდე ბავშვებისთვის მძიმე და ღრმა დარღვევებით, რომელთაც ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვთ. მომსახურების მიზანია, უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა, ფსიქოსოციალური დახმარება და შესაბამისი პირობების შექმნა ბავშვების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის. მსგავსი მომსახურებების შექმნა საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას, გააფართოვოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და თანდათანობით ჩაანაცვლოს ინსტიტუციონალური ზრუნვის მოდელი.