გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში სოციალური მუშაკების კომპეტენციების გაძლიერების ტრენინგს იწყებს

15 ივლისი 2020
Little girl holding hand
UNICEF/GEO-2018/Khetaguri

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 13 ივლისი. 20-ზე მეტმა სოციალურმა მუშაკმა მიიღო მონაწილეობა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ ინსტრუქტორთა ტრენინგის კურსში, რომლის მიზანია საქართველოში სოცმუშაკების მიერ სოციალური ნორმების გაგების/გააზრების, მათი ინტერპერსონალური კომუნიკაციის და საზოგადოებასთან მუშაობის უნარ-ჩვევების გაძლიერება.

ტრენინგი გაიმართა ინსტრუქტორთა ტრენინგის კურსის ფარგლებში, რომლის მიზანია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების კომპეტენციების გაძლიერება. პრაქტიკაზე ორიენტირებული კურსი ითვალისწინებს მონაწილეთა ინტერპერსონალური კომუნიკაციის და საზოგადოებასთან მუშაობის უნარ-ჩვევების გაძლიერებას ბავშვებთან, ოჯახებთან, ჯგუფებთან და თემებთან სოციალური მუშაობის მთელ პროცესში. კურსი ძირითადად განკუთვნილია სოციალური მუშაობისა და დაკავშირებული სფეროების სტუდენტებისათვის, და ხელს შეუწყობს მათ ზემოაღნიშნული საკითხების საფუძვლების დაუფლებაში.

 

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრენინგი ხელს შეუწყობს სოცმუშაკებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების კიდევ უფრო გაძლიერებას." - ღასან ხალილი 

 

„სოცმუშაკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვთა დაცვაში, მოწყვლადი ბავშვების, ოჯახებისა და თემებისათვის ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფაში“, განაცხადა დოქ. ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრენინგი ხელს შეუწყობს სოცმუშაკებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების კიდევ უფრო გაძლიერებას და მათ მიერ მოწყვლადი ოჯახებისათვის გაწეული მხარდაჭერის გაუმჯობესებას“, დასძინა ხალილმა.

სოცმუშაკების მიერ სოციალური ნორმების უკეთ გააზრების, ინტერპერსონალური კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან მუშაობის უნარ-ჩვევების გაძლიერების შედეგად გაუმჯობესდება მათი მუშაობის ხარისხი, სოციალური ინკლუზია, მოხდება მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერება და ზიანის მომტანი დამოკიდებულებების, ქცევებისა და სოციალური ნორმების ცვლილების ხელშეწყობა.

ტრენინგის კურსი შემუშავებულია კოლუმბიის უნივერსისტეტის სოციალური მუშაობის სკოლის სოციალურ სამუშაოთა გუნდის და ცენტრალური აზიის ჯანმრთელობის კვლევის გლობალური ცენტრის მიერ და ხორციელდება საქართველოში, ყაზახეთში და ალბანეთში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.