გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქეთრინ რასელის მოწოდება, შეწყდეს საომარი ქმედებები, რათა უკრაინამ მიიღოს გადაუდებელი ჰუმანიტარული მხარდაჭერა
- English
- ქართული
ნიუ იორკი, 2022 წლის 28 თებერვალი. “უკრაინაში კონფლიქტის შუაგულში მოხვედრილი ბავშვების ვითარება ყოველწუთიერად უარესდება.
„მოგვდის ანგარიშები იმის შესახებ, რომ ცეცხლის ქვეშაა საავადმყოფოები, სკოლები, წყალმომარაგებისა და სანიტარული ნაგებობები და ბავშვთა სახლები. ფეთქებადი მოქმედების იარაღი დასახლებულ რაიონებში და ომის ფეთქებადსაშიში ნარჩენები რეალურია და უკრაინის ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„გვყავს მოკლული ბავშვები. გვყავს დაჭრილი ბავშვები. მათ ირგვლივ არსებული ძალადობის შემსწრე ბავშვები დიდ ტრავმას იღებენ.
„მოვუწოდებთ უკრაინაში მიმდინარე საომარი ქმედებების შეწყვეტისკენ. ამით შესაძლებელი გახდება ჰუმანიტარული დახმარება იმ ადამიანებამდე მივიდეს, როლებიც ხუთი დღეა ინტენსიური საჰაერო დარტყმებისა და მთელ ქვეყანაში მიმდინარე სახმელეთო ბრძოლების შედეგად იზოლირებული არიან. ეს ასევე მისცემს საშუალებას ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებ ოჯახებს, გამოვიდნენ თავშესაფრებიდან, რათა მიიღონ საკვები და წყალი, სამედიცინო დახმარება, ან დატოვონ საშიში ზონა და უსაფრთხო ადგილი მოძებნონ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და შეასრულონ ყველა იურიდიული და მორალური ვალდებულება, რათა ბავშვები ცეცხლის ხაზიდან გაიყვანონ.
„უნდა დავიცვათ ყველა ბავშვი უკრაინაში. ახლავე. მათ მშვიდობა სჭირდებათ.“
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.