გვერდი
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში - საინფორმაციო ბიულეტენი 2020
იუნისეფმა არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა და შესაბამისი შედეგების მიღება შეძლო კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი გამოწვევებისა და მათზე საპასუხოდ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად
- English
- ქართული
შესავალი
ამ საინფორმაციო ბიულეტენში მიმოხილულია საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები. აღსანიშნავია, რომ იუნისეფმა არაერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა და შესაბამისი შედეგების მიღება შეძლო კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი გამოწვევებისა და მათზე საპასუხოდ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად. გაეროს ბავშვთა ფონდის გუნდმა მყისიერად დაიწყო პანდემიაზე რეაგირება სწრაფად შეძლო ადაპტაცია ბავშვებისათვის განკუთვნილი გრძელვადიანი პროგრამების გაგრძელების უზრუნველყოფით, არსებული მძლავრი პლატფორმების გაძლიერებითა და ადაპტირების გზით მათი უწყვეტობის შენარჩუნება. განსაკუთრებული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოქმნილ საჭიროებებზე რეაგირების გარდა, წლის განმავლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის შედეგებს შორის აღსანიშნავია საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის ძალაში შესვლა; ბავშვის უფლებების შესახებ ახალი ვებპორტალების შექმნამასზე მორგებული მონაცემების მოსამზადებლად; დაუცველი ბავშვებისა და ოჯახებისათვის მომსახურების გაწევა და ციფრული საშუალებების აქტიურად გამოყენება იმისთვის, რომ მოზარდების ხმა უფრო ძლიერად გვესმოდეს, ხოლო თემის ცხოვრებაში მათი მონაწილეობა გაიზარდოს.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის წერილი
2020 წელი არ ჰგავდა წინამორბედებს. ამ წელს ჩვენი სამსახურებრივი თუ პირადი ცხოვრება მოიცვა გლობალურმა კრიზისმა - კორონავირუსის პანდემიამ. რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ელემენტარული სოციალური ურთიერთობებისა და კავშირების გაგრძელებაც კი გართულდა.
სხვა ორგანიზაციების მსგავსად, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდსაც მოუწია „ახლად წარმოქმნილ ჩვეულ ვითარებასთან“ ადაპტაცია, რაც გულისხმობდა სახლიდან ონლაინრეჟიმში მუშაობას, ამის პარალელურად, რეაგირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ყველაზე უპრეცედენტო ვითარებაზე, რაც კი გვახსოვს. ამავდროულად, ჩვენ ვზრუნავდით ათწლეულების განმავლობაში დიდი შრომისა და ძალისხმევის ფასად მიღწეული პროგრესის შენარჩუნებაზე და ვცდილობდით, გამოგვენახა გზები ყველაზე მეტად მოწყვლადი ბავშვებისა და ოჯახებისათვის გაეროს ბავშვთა ფონდის გრძელვადიანი მხარდაჭერის გასაგრძელებლად. 2020 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში საქართველოში კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებლების მიუხედავად, პანდემიამ ქვეყანას დიდი დარტყმა მიაყენა. პანდემიის შედეგად გამოწვეულმა კომპლექსურმა სოციოეკონომიკურმა შედეგებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა სოციალურ კეთილდღეობასა და მის დაცვაზე, მრავალი შინამეურნეობა აღმოჩნდა სიღარიბეში ან კიდევ უფრო მეტად გაღარიბდა.
პანდემიის უარყოფითი შედეგები თითოეულ ჩვენგანს შეეხო, თუმცა, ყველაზე მძიმედ დაზარალდნენ სწორედ სოციალურად დაუცველი ბავშვები და ოჯახები. მათ წინაშე მანამდე არსებულ გამოწვევებს დაემატა შეზღუდვები, რამაც განაპირობა მათი იზოლირება უმნიშვნელოვანესი სერვისებისა და მხარდაჭერისაგან. ამავდროულად, დაავადების გავრცელების რისკი მაღალი იყო მრავალწევრიან, ყველაზე მეტად მარგინალიზებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებში.
ამ საინფორმაციო ბიულეტენში აღწერილია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი რისკის წინაშე მყოფი პირებისა და ჯგუფების გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირების სახით გატარებული ღონისძიებები, ასევე, პარალელურად მხარდაჭერილი მიმდინარე ინიციატივები, რაც დაეხმარება საქართველოს კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ „ვითარება აღადგინოს პანდემიამდე არსებულთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში“. პანდემიის შედეგად წარმოქმნილი მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და მომსახურების გაწევაში შექმნილი სერიოზული დაბრკოლებების მიუხედავად, გაჩნდა არსებულ პრობლემებზე რეაგირების შესაძლებლობები, მათ შორისაა, წყალმომარაგებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სერვისების ნაკლებობის მოგვარება, ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების ღონისძიებების დაჩქარება იმ პირობებში, როდესაც ტრადიციული სტრუქტურები ხელმიუწვდომელი გახდა; მომსახურების გაწევის მოდერნიზაცია, მაგ., ბავშვთა ცხელი ხაზის შექმნა და ონლაინსერვისებისა და რესურსების განვითარება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვისარგებლეთ პანდემიის პერიოდში წარმოქმნილი შესაძლებლობით და გავზარდეთ მაღალმთიან/ძნელად მისადგომ ადგილებში მცხოვრებ ბავშვებთან წვდომა; გავაძლიერეთ მუშაობა ახალქალაქსა და პანკისის ხეობაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან.
ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ მხოლოდ სოლიდარობის, თანაგრძნობის და ადაპტაციის შესაძლებლობის გაძლიერებით შევძლებდით ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისათვის დახმარების გაგრძელებას. მე გულითად მადლობას ვუხდი გაეროს ბავშვთა ფონდის ყველა კოლეგას თავდაუზოგავი შრომისა და თავდადებისათვის, ვინაიდან ერთმანეთის მხარდაჭერითა და ერთმანეთზე ზრუნვის გზით მოვახერხეთ ჩვენი ძირითადი ფასეულობების დაცვა. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს საქართველოში უპრეცედენტო გამოწვევებზე გაბედულად და შემართებით რეაგირებისათვის. სოლიდარობა და თანაგრძნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ვინაიდან ცვლილება, რომლის მიღწევაც ჩვენ გვსურს საზოგადოებაში, უნდა ეფუძნებოდეს ფასეულობებს. ამ ფასეულობების დაცვა კი ქმნის უკეთესი შედეგების,პოზიტიური და მდგრადი ცვლილებების მიღწევის საწინდარს.

ღასან ხალილი
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
01რეაგირება კორონავირუსის პანდემიაზე
02ბავშვის უფლებების დაცვის ხელშეწყობა
03პარტნიორობა გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩთან საქართველოში
04სოციალური პოლიტიკა
05სოციალური ინკლუზია
06ბავშვთა დაცვა
07მართლმსაჯულება ბავშვებისათვის
08ხარისხიანი განათლება ყველასათვის
09დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობა
10ტყვიის ზემოქმედების შემცირების მხარდაჭერა
11მოზარდები და ახალგაზრდები
12ბავშვთა მსოფლიო დღე
რეაგირება კორონავირუსის პანდემიაზე
ჰუმანიტარული მხარდაჭერა დაუცველი ოჯახებისათვის
გაეროს ბავშვთა ფონდმა კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე, რეაგირების მყისიერი ღონისძიებები გაატარა მთელი საქართველოს მასშტაბით დაუცველი ოჯახების უმნიშვნელოვანესი და გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და სურსათითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარა 14000-ზე მეტ პირს. პრიორიტეტი მიენიჭა ყველაზე დაუცველ ოჯახებს, მათ შორის, შინამეურნეობებს, სადაც ოჯახს ქალი უძღვება, მრავალშვილიან ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვიან ოჯახებს, აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. ამას გარდა, აჭარაში თვითიზოლაციაში მყოფ 450 ორსულ ქალს და ბავშვს საკვები დანამატები გადაეცა.
დახმარების მიმღებ პირთა შორისაა მარიამ იოსელიანი, ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც სმენა დაკარგა. იგი გორის რაიონის სოფელ ნიქოზში დედასთან, ქეთევანთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. იოსელიანების ოჯახისათვის დახმარების გადაცემისას გახარებულმა ქეთევანმა თქვა, რომ „ყუთში იყო ყველაფერი, რაც მათ [მის შვილებს]
გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებები ჩაატარა პრემიერ-მინისტრის აპარატთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით.

დახმარება სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სერვისების უწყვეტობისათვის
გაეროს ბავშვთა ფონდმა პირადი დამცავი საშუალებები გადასცა ჯანდაცვის სფეროს 550-ზე მეტ მუშაკს; ორგანიზაციის მხარდაჭერით შეისყიდეს კორონავირუსის 2500 სადიაგნოსტიკო ტესტი და გადასცეს სამშობიაროებს, ნეონატალურ და პედიატრიულ დაწესებულებებს. გაეროს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ხელი შეუწყო ხელისუფლებას ყველა სამშობიარო სახლში (84) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროცესების შეფასებაში. შეფასების შედეგად მომზადებული მიგნებების საფუძველზე, თითოეულ სამშობიაროს გადაეცა რეკომენდაციები, მოგვიანებით კი განხორციელდა დასაქმების ადგილზე ტრენინგები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესებისათვის, რომელთა ფარგლებში მოიცვეს ჯანდაცვის სფეროს დაახლოებით 580 მუშაკი.
გაწეული მხარდაჭერა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროსათვის საჭირო პროდუქციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ „საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პრევენციისა და პანდემიაზე რეაგირების პროექტიდან“ უზრუნველყოფილი ფულადი სახსრების გამოყენებით შესაძლებელი გახდა ხელისუფლების მიერ ინფექციების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ბაგა-ბაღების, პრობაციის სერვისებისა და სოციალური აგენტებისათვის ინვენტარის შესყიდვა და განაწილება.
გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰიგიენური და პირადი დამცავი საშუალებები გადასცა საქართველოს 336 ბაგა-ბაღს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში, მათ შორის, სადეზინფექციო სითხე, ხელის სადეზინფექციო საშუალება, ანტიბაქტერიული საპონი და ციფრული თერმომეტრები. ამ ინვენტარის მიღების შედეგად ბაგა-ბაღებმა შეძლეს სკოლამდელი აღზრდის მომსახურების უსაფრთხო პირობებში გაგრძელება.
ჰიგიენური და ინფექციის პრევენციისა და კონტროლისათვის აუცილებელი ინვენტარი გადაეცა ასევე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების და პრობაციის ოფიცრებისათვის დასარიგებლად მთელ ქვეყანაში პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ტერიტორიული ბიუროების მეშვეობით. აღნიშნულის შედეგად, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში ჩართულ ბავშვებს მიეცათ საჭირო მომსახურების მისაღებად პრობაციის სამსახურში უსაფრთხო პირობებში ვიზიტის შესაძლებლობა.
ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდმა რეკრეაციული და სარეაბილიტაციო ინვენტარი გადასცა პენიტენციურ სამსახურს წინასწარ პატიმრობაში მყოფი და თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებული ბავშვებისათვის, აგრეთვე ჰიგიენური საშუალებები შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბავშვებისა და ამ დაწესებულებების თანამშრომლებისათვის.
გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰიგიენური და პირადი დამცავი საშუალებები გადასცა ზრუნვის სახელმწიფო სააგენტოს საქართველოს მასშტაბით სოციალური მუშაკების, აღმზრდელების, წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლების, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების კორონავირუსისაგან დასაცავად. გადაცემული პროდუქცია მოიცავდა სახის ფარს, ხალათს, სადეზინფექციო ბარიერებს, ციფრულ თერმომეტრებსა და სადეზინფექციო ხსნარებს ბავშვების, ახალგაზრდებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისათვის. რეგიონებში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებს გადაეცა ელექტრონული პლანშეტები, დისტანციურ მომსახურებასა და განათლებაზე ბავშვების წვდომის უზრუნველყოფის მიზნით.
სოციალური ზრუნვის სააგენტოს სოციალურ აგენტებს დაურიგდათ პირადი დამცავი საშუალებები, შესაბამისად, მათ მიეცათ დაუცველი ოჯახების (ამ ოჯახების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიის პერიოდში) შეფასებების განახლების შესაძლებლობა. პირადი დამცავი საშუალებები გადაეცა ყველა სოციალურ აგენტს სოციალური ზრუნვის სააგენტოს ყველა რეგიონულ სამსახურში (1 000-ზე მეტი სოციალური აგენტი).

ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა ბავშვებისათვის უმნიშვნელოვანესი მომსახურების შესანარჩუნებლად
ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლამ საკვანძო როლი ითამაშა კორონავირუსის პანდემიაზე მყისიერი რეაგირების პროცესში ბავშვებისათვის ჯანდაცვის, განათლებისა და უმნიშვნელოვანესი სოციალური სერვისების უზრუნველსაყოფად. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მთავრობამ შეიმუშავა ონლაინ სასწავლო მასალა დაახლოებით 414000 ბავშვისათვის, დაიწყო სოციალური სერვისების დისტანციური და ჰიბრიდული ფორმით განხორციელება, აგრეთვე შეიქმნა სპეციალური სატელევიზიო პროგრამა და ფეისბუქის გვერდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მხარდასაჭერად. დაახლოებით 5 370 ონლაინკონსულტაცია ან/და ტრენინგის სესია ჩატარდა მოზარდებთან, მათ შორის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ მოზარდებთან, მათი ფსიქოსოციალური საჭიროებების შესაბამისად. ფსიქოსოციალური მხარდაჭერა გაეწია აგრეთვე მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღმზრდელებსა და მინდობით აღზრდაში ჩართულ მიმღებ ოჯახებს.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ანტენატალური ზრუნვის დისტანციურმა პროგრამამ მოიცვა დაახლოებით 26000 ორსული ქალი; ამჟამად განვითარების პროცესშია ბავშვების პროფილაქტიკური გამოკვლევის ონლაინპრაქტიკა. შეიქმნა საკომუნიკაციო პლატფორმა სოფლად პირველადი ჯანდაცვის 1000 ამბულატორიაში კორონავირუსის პანდემიაზე ეფექტურად რეაგირების მხარდასაჭერად, დედებისა და ბავშვებისათვის ჯანდაცვის უწყვეტი მომსახურების უზრუნველსაყოფად.

კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შესახებ კომუნიკაცია
კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შესახებ კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგია
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შესახებ კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგია. გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა აღნიშნული სტრატეგიის განხორციელებას კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებით (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებისათვის) რეგიონული სატელევიზიო პროგრამების, ვებინარების და სოციალურ მედიაში განხილვების, რელიგიური თემებისა და ახალგაზრდა ელჩების მეშვეობით, აგრეთვე, სხვა მედიასაშუალებებითა და საზოგადოებრივი არხებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩაატარა ორი სემინარი. სემინარები მიზნად ისახავდა ეროვნული და რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისათვის უახლესი ინფორმაციის მიწოდებას კორონავირუსის პანდემიის შესახებ.
სტრატეგია დაეფუძნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებულ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევებისა და ნდობის კვლევას. უახლესი, 2020 წლის დეკემბრის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებულმა რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების შესახებ ცოდნის გაზრდას (81-85 %) და საქართველოში უსაფრთხოების მოთხოვნების (90 %) შესრულებას.

მშობლების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში
გაეროს ბავშვთა ფონდმა წამოიწყო „ფეისბუქის“ კამპანია #ვსწავლობთსახლში, რომელიც მიზნად ისახავდა სახლში სწავლის ხელშეწყობას და მშობლების მხარდაჭერას პირველი „ კარანტინის პერიოდში. მრავალმა მშობელმა სოციალური მედიის საშუალებით გაუზიარა ერთმანეთს აქტივობები. ამას გარდა, 200 000-ზე მეტი მშობელი მოიცვა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილმა კამპანიამ _ „მშობლობა იზოლაციის შემდგომ“, რომელიც ითვალისწინებდა მშობლებისათვის ვებინარებს, ტესტებს, ვიდეობლოგებს, საკითხავ მასალას და სოციალური მედიის ბარათებს საკუთარი შვილების მხარდაჭერის ხელშესაწყობად. მშობლებმა ასევე მიიღეს რჩევები იზოლაციის პერიოდში ბავშვებთან ურთიერთობისა და მათი დახმარების შესახებ შინ სწავლის პერიოდში.
კამპანიაში ჩართულმა მშობელმა, მზია შარაშიძემ თქვა: „პანდემიის დროს ძალიან რთულ პირობებში აღმოვჩნდით მშობლები, როცა დაირღვა ჩვენი დღის განრიგი, როცა სახლი გახდა სამსახური, ხოლო სამსახური გახდა სკოლა და სახლი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტში ჩართვა. ძალიან დამეხმარა ის რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც ამ პროექტის განმავლობაში მივიღეთ და მეც შევძლებ, რომ კიდევ უფრო კარგი დედობა გავუწიო ჩემს შვილს.“

სატელევიზიო პროგრამები კორონავირუსის პრევენციის შესახებ ინფორმირებულობის გაუმჯობესებისათვის
ინიციატივის - „გაიგე მეტი COVID-19-ის შესახებ“ - ფარგლებში დახმარება გაეწია ცხრა რეგიონულ სატელევიზიო არხს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის, უსაფრთხოებისა და დამცავი ზომების, ახალი რეგულაციებისა და უახლესი სამედიცინო სიახლეების შესახებ 100-ზე მეტი პროგრამის მომზადებასა და ეთერში გაშვებაში. აქედან, 40 პროგრამა მომზადდა ეროვნული უმცირესობების ენებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფარვის უზრუნველსაყოფად. პროგრამები მხარდაჭერილი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.
ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა, რომელმაც ამ ინიციატივის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდთან ითანამშრომლა, აღნიშნა: „მაყურებელს ჰქონდა საშუალება, განახლებული ინფორმაცია მოესმინა და ეყურებინა და საკუთარი თავიც დაენახა ამ პრობლემების ჭრილში. ჩვენ ვხედავდით, რომ როგორც სოციალურ მედიაში, ისე ეთერში, მაყურებელი იზრდებოდა, შემოდიოდა დიალოგში ტელევიზიებთან და, მართლაც, აუდიტორიის მხრიდან შესანიშნავი გამოხმაურება იყო.“
2021 წლის თებერვალში, ამ ინიციატივის დასრულებისთვის ყოველ კვირას მოცული მაყურებლების რაოდენობა დაახლოებით 1,3 მილიონს შეადგენდა. ამ წარმატებით წახალისებული პროგრამაში მონაწილე რამდენიმე მაუწყებელი გააგრძელებს თავის ეთერში კორონავირუსის შესახებ პროგრამების გაშვებას.

ბავშვის უფლებების დაცვის ხელშეწყობა
ძალაში შევიდა ბავშვის უფლებათა კოდექსი
2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა ბავშვის უფლებათა კოდექსი. ეს ისტორიული მიღწევა გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობაში ბავშვების მიმართ მიდგომის ცვლილებას, მათი კეთილდღეობისა და დაცვის გაძლიერებას. გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს მთავრობას კოდექსის მოთხოვნებისა და ეროვნული კანონების დებულებების შედარებით შეფასებაში სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების საჭიროების დადგენის მიზნით. გაეროს ბავშვთა ფონდი აგრეთვე მხარს უჭერს პარლამენტსა და სამთავრობო უწყებებს ბავშვთა დაცვის სისტემისა და მართლმსაჯულების სისტემის გარდაქმნასა და კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმის (საგზაო რუკის) შემუშავებაში.
„პირველი სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ბავშვებისათვის საქართველოში,” განაცხადა დოქტორმა ღასან ხალილმა; გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში აღნიშნა: „ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედება ბევრ დადებით და ხელშესახებ ცვლილებას მოიტანს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის.”
გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარება მოიცავდა ასევე კოდექსის განხორციელებისათვის აუცილებელი ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 200-ზე მეტი წარმომადგენლის, ბავშვთა დაცვის მუნიციპალური სამსახურების 190 თანამშრომლისა და საოჯახო სამართლის საქმეებში ჩართული 40 მოსამართლის მომზადებას. ამას გარდა, 2020 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდს ჰქონდა ტექნიკური კონსულტაციები მოსამართლეებისა და ადვოკატებისათვის სტანდარტების შესაქმნელად, კერძოდ, ოჯახიდან ბავშვების განცალკევების საქმეებისათვის.

პარტნიორობა რელიგიურ ლიდერებთან
2020 წელს გაფართოვდა და გაღრმავდა პარტნიორობა სხვადასხვა კონფესიების რელიგიურ ლიდერებთან, ადგილობრივ დონეზე ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობადობის გაზრდისა და მათი უფლებების დაცვის ხელშესაწყობად, ბავშვთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად რელიგიური თემების მობილიზაციისა და კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით.
გაიმართა სამი სამუშაო შეხვედრა 100 მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლის,მუსლიმთა მუფთებისა და იმამების მონაწილეობით; ასევე, გაიმართა სესია ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლებისათვის ბავშვის უფლებების თემაზე. 2020 წლის თებერვალში, საქართველოში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თითოეული კონფესიის ხელმძღვანელმა სასულიერო პირმა; მათ იმსჯელეს ბავშვის უფლებების დაცვის ხელშეწყობაში რელიგიური კონფესიების როლის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმაც. განხილული საკითხები მოიცავდა თანამშრომლობას რელიგიურ ორგანიზაციებთან, ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების 30 წლისთავს, საქართველოში მიღწევებსა და გამოწვევებს, ბავშვის უფლებათა კოდექსს და სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებაში ბავშვის უფლებებს. კონფერენცია ორგანიზებული იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ბავშვის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა კონფესიების ჩართულობით.

პარტნიორობა სრულიად მუსლიმთა საქართველოს სამმართველოსთან კორონავირუსთან დაკავშირებით
გაეროს ბავშვთა ფონდმა, ქვემო ქართლის რეგიონში, კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების შესახებ სამი ვებინარი გამართა 50-ზე მეტი მუსლიმი რელიგიური ლიდერისათვის. ვებინარები განხორციელდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან და სრულიად საქართველოს მუსლიმთა ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. ვებინარების შემდეგ, ციფრული და სოციალური მედიაპლატფორმების გამოყენებით (მათ შორის, WhatsApp და Facebook) გავრცელდა გავლენიანი მუსლიმი რელიგიური ლიდერების მონაწილეობით ჩაწერილი ვიდეოები კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულენოვანი ანიმაციები და განცხადებები, რომელთა მეშვეობით შესაძლო გახდა ეთნიკურ უმცირესობათა თემის თითქმის 30000 წარმომადგენლის ინფორმირება.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების გაზრდისა და ბავშვის უფლებების დაცვის ხელშეწყობა
უხუცესთა და ქალთა საბჭოებთან, ადგილობრივ ახალგაზრდებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა გამართა სემინარები პანკისის ხეობაში ბავშვებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბავშვის უფლებების, მათ შორის, საგანგებო ვითარების დროს უფლებების შესახებ. ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდმა სურსათი და ჰიგიენური საშუალებები დაურიგა პანკისის ხეობაში მცხოვრებ დაუცველ ოჯახებს, ყველა სკოლას გადასცა ლეპტოპები და კომპიუტერული აღჭურვილობა, ადგილობრივ ახალგაზრდულ ცენტრებსა და ბაგა-ბაღებს კი - საგანმანათლებლო რესურსები, სათამაშოები და წიგნები. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდმა დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისში, გახსნა ბავშვზე მორგებული ახალი სივრცე და ბავშვებისათვის გამართა სემინარი ბავშვის უფლებების შესახებ.
გაეროს ბავშვთა ფონდმა წამოიწყო პროექტები სამხრეთ საქართველოს ქალაქ ახალქალაქში, თანაფასილიტაცია გაუწია ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრას, რომელშიც სათემო ორგანიზაციების 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო სამუშაო ადგილზე უსაფრთხოება, ბავშვთა შრომა და ბავშვის უფლებები, მათ შორის, კორონავირუსის კონტექსტში. ახალქალაქში რელიგიურ ლიდერებთან გამართული სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემა იყო ბავშვთა მიმართ ძალადობა და ბავშვის უფლებების დაცვის ხელშეწყობა, მათ შორის, საგანგებო ვითარების პირობებში.
„დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა,“ აღნიშნა სკოლის მოსწავლემ, ასთხიკ კაროიანმა, „და სურვილი მაქვს, ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს. ჩვენ აუცილებლად მოვალთ და მივიღებთ მონაწილეობას.“
ამას გარდა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა ახალქალაქში დაუცველ ოჯახებს და მხარი დაუჭირა ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის ექვსთვიან პროექტს, რომლის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები პანდემიის პერიოდში კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირისპირ მეცადინეობები, ასევე დისტანციური გაკვეთილები, სახალისო აქტივობები. ბავშვებმა შექმნეს თოჯინები და გამართეს წარმოდგენა.
„იუნისეფთან მუშაობისა და პარტნიორობის დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა“, აღნიშნა ტერეზა ჩივჩანმა, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა. „კოვიდის პირობებში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ძალიან გვესაჭიროებოდა იუნისეფის მხარდაჭერა. კოვიდის პერიოდში იუნისეფისგან მივიღეთ ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული მრავალი საჩუქარი და არაერთგზის მხარდაჭერა.“

ბავშვის უფლებათა ინტეგრირება უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამებში
2020 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში უმაღლესი განათლების პროგრამებში ბავშვის უფლებების ინტეგრაციის მხრივ. ბავშვის უფლებების საუნივერსიტეტო პროგრამებში ასახვა ხელს შეუწყობს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ბავშვის უფლებების შესახებ, აუმაღლებს მოტივაციას და შთააგონებს ბავშვებისათვის და ბავშვებთან მუშაობის სურვილის მქონე პირებს, რაც, თავის მხრივ, შექმნის საფუძველს სხვადასხვა სპეციალისტების + სოციალური მუშაკების, იურისტების, მოსამართლეებისა და მასწავლებლების ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნით აღჭურვისათვის.
2020 წლის ოქტომბერში, გაეროს ბავშვთა ფონდმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქუთაისში უმასპინძლეს პირველ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებში ბავშვის უფლებების ინტეგრაციის თემას. ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორებმა და სტუდენტებმა, მთავრობის ოფიციალურმა პირებმა, ბავშვის უფლებათა დარგის საერთაშორისო ექსპერტებმა და დიპლომატებმა, ასევე საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ბავშვის უფლებების თეორიის, კვლევის, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესახებ. საქართველოს უნივერსიტეტებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საკუთარი ინიციატივები ბავშვის უფლებების უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ პროგრამებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შედეგად, განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა ძირითადი სპეციალობების კურსდამთავრებულები შეძლებენ მომავალში ბავშვის უფლებების ეფექტურად დაცვას.
კონფერენციის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ბავშვთა უფლებების ცენტრი. ცენტრში სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, მშობლები, ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ ბავშვის უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

პარტნიორობა გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩთან საქართველოში
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის მოწოდება კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გეგმებში ბავშვებისათვის პრიორიტეტის მინიჭების შესახებ
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩმა, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში განაგრძო ბავშვის უფლებების ადვოკატირება. მან სოციალური მედიის პლატფორმებზე, როგორიცაა ფეისბუქი, ტვიტერი და ინსტაგრამი, განათავსა ვიდეორგოლები. ნიკოლოზ რაჭველმა ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად შეექმნათ ბავშვებსა და მშობლებს, მათ შორის, იზოლაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, განათლებასა და სხვა მომსახურებებზე არათანაბარი წვდომის შესახებ. მან ასევე მოუწოდა მთავრობას და სხვა მხარეებს, პრიორიტეტად აქციონ ბავშვების საკითხი კორონავირუსის დასრულების შემდგომ პერიოდში.
„ვისურვებდი, რომ ამ ახალ სამყაროში ყველა ბავშვის უფლება თანაბრად იყოს დაცული, ყველა მათგანს თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან განათლებაზე, ცხოვრების სათანადო პირობებზე და ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები,“ აღნიშნა მან. „ამისათვის აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და მეტი ინვესტიცია ბავშვების მომავალში. ასევე საჭიროა მოვუსმინოთ ბავშვებს, გავითვალისწინოთ, რა სურთ მათ, რაზე ფიქრობენ, რაზე ოცნებობენ, როგორი უნდათ იყოს მათი ცხოვრება. დაიწყეთ თქვენი შვილებიდან,თქვენ გვერდით მყოფი ბავშვებიდან და ჰკითხეთ მათ, თუ რა აინტერესებთ, რაზე ოცნებობენ. დღეს მათი დღეა!“

სოციალური პოლიტიკა
ზეგავლენის შეფასება კონკრეტული შედეგების მისაღწევად
ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდმა უზრუნველყო მიკროსიმულაციის მოდელის შექმნა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ბავშვთა სიღარიბეზე ზეგავლენის შეფასების მიზნით. მოდელის ფარგლებში განხორციელდა შემოსავალზე პანდემიის შოკის ზეგავლენის მოდელირება, სიმულაციები ფულადი დახმარების პროგრამების პოტენციური ზეგავლენის დასადგენად. მოდელის ფარგლებში გაკეთებული მიგნებების გათვალისწინებით, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შემსუბუქებისათვის, დაინერგა საყოველთაო, ერთჯერადი, დაახლოებით 65 აშშ დოლარის ოდენობის დახმარება 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისათვის. 2020 წელს ფულადი დახმარებით 915 000-ზე მეტმა ბავშვმა ისარგებლა, 2021 წელს კი, გეგმის მიხედვით, აღნიშნულ დახმარებას დამატებით 15 000 ბავშვი მიიღებს.
საქართველოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ზეგავლენის შეფასება
საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების ზეგავლენის შეფასების შედეგად მომზადდა სტრატეგიული ინფორმაცია სოციალური დაცვის სისტემაში ჩართული დაინტერესებული მხარეებისათვის. შეფასების შედეგად განისაზღვრა ბავშვთა სიღარიბეზე, ჯანმრთელობაზე, ქცევასა და სხვა ასპექტებზე მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გავლენა; შეფასდა, თუ რამდენად იყო გათვალისწინებული სამართლიანობა და ბავშვთა უფლებები. შეფასების ფარგლებში დამუშავდა 7 000-ზე მეტი ოჯახის პირველადი მონაცემი და ადმინისტრაციული წყაროებიდან მოპოვებული მეორადი მონაცემი. 2021 წელს, პარტნიორებთან შეხვედრაზე, შედეგებს განიხილავენ და გააზიარებენ.
ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის რეალურ დროში კვლევა
გაეროს ბავშვთა ფონდმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყეს შინამეურნეობების სატელეფონო გამოკვლევა, რომლის მეშვეობით რეგულარულად მიიღება სხვადასხვა სახის ინფორმაცია საქართველოში ოჯახებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, ოჯახის შემოსავალზე, ბავშვების განათლებაზე, ბავშვების დასჯის მეთოდებზე, კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესახებ და ა.შ. კვლევის პირველი ტალღა ჩატარდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში.
სამი ქალაქი იღებს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივასთან შეერთების ვალდებულებას
საქართველოს სამმა უმსხვილესმა ქალაქმა, თბილისმა, ბათუმმა და ქუთაისმა განაცხადა საკუთარი განზრახვის შესახებ, შეუერთდნენ 40-ზე მეტი ქვეყნის 3 000 სხვა ქალაქსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში. გაეროს ბავშვთა ფონდმა და აღნიშნული ქალაქების მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული ქალაქების ბავშვზე მორგებულ ქალაქებად ჩამოყალიბებას. სამივე მუნიციპალიტეტმა დაიწყო ბავშვის უფლებების მდგომარეობის შეფასება, შეფასების შედეგად მომზადებული მიგნებების საფუძველზე გაიმართება ბავშვზე მორგებული პოლიტიკის დიალოგი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბავშვებთან, აღნიშნული ქალაქების ბავშვებზე მორგებულ ქალაქებად გარდასაქმნელად.
შეკითხვაზე, რა უნდა გაუმჯობესდეს ქუთაისში იმისათვის, რომ ქალაქი უფრო მეტად ბავშვზე მორგებული გახდეს, ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვაგვარი მოსაზრებები. მაგალითად, მაკომ აღნიშნა, რომ ისურვებდა არაფორმალური განათლებისათვის უფრო მეტ სივრცეს: „ვფიქრობ, რომ ამ ქალაქში ძალიან ბევრი შენობა თუ სივრცე არის აუთვისებელი ... თუნდაც რომელიმე მიტოვებულ შენობას შეიძლება მიეცეს ფუნქცია და გაკეთდეს ახალგაზრდული ცენტრი. ჩვენი თაობა ძირითადად ურთიერთობს ონლაინსამყაროში, და ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი სივრცე ძალიან საჭიროა იმისთვის, რომ გვქონდეს გარემო, სადაც სხვადასხვა ინტერესისა თუ აზრის მქონე ადამიანები ერთად დასხდებიან და ცოცხლად კომუნიკაციას შეძლებენ.“ მაკო ოპტიმისტურად არის განწყობილი: „იმ პრობლემების მოგვარება, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობდით, არ არის არარეალისტური, რადგან მიგვიმართავს ქუთაისის მერიისთვის და პრაქტიკაში გვქონია ასეთი გამოცდილება და მათგანაც დადებითი პასუხი მიგვიღია.“

ახალი ვებპორტალები ბავშვზე მორგებული მონაცემებისათვის
2020 წელს ამოქმედდა ორი ახალი ვებპორტალი - KIDSTAT და TEENSTAT; ეს პორტალები მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ბავშვზე მორგებულ ფორმატში სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. პორტალებმა, რომლებიც შეიქმნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, შესაძლებლობა მისცა ბავშვებსა და ახალგაზრდებს, შეეგროვებინათ სტატისტიკური მონაცემები მათთვის საინტერესო თემებზე, გაეანალიზებინათ ეს მონაცემები და შეეტყოთ მეტი თავიანთი უფლებების შესახებ.
პორტალები მოიცავს ინფორმაციას მოსახლეობის, განათლებისა და კულტურის, ჯანდაცვის და გარემოს, ბიზნესისა და ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის, შრომის ბაზრის, ხელფასებისა და ბავშვთა უფლებების შესახებ და განთავსებულია საქსტატის ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე: http://juniors.geostat.ge/

სოციალური ინკლუზია
შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების ახალი სოციალური მოდელის მხარდაჭერა
გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხნის განმავლობაში უწევდა ადვოკატირებას ბავშვის შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასებისას სამედიცინო მოდელის ნაცვლად სოციალური მოდელის გამოყენებას. სოციალურ მოდელში აქცენტი კეთდება არა შეზღუდვებზე, არამედ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ბავშვს სათანადო მხარდაჭერის არსებობის პირობებში. 2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა განაგრძო მთავრობის მხარდაჭერა შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასებისა და სტატუსის დადგენის სისტემის გარდაქმნის პროცესში და ამ სისტემის სოციალურ მოდელთან შესაბამისობაში მოსაყვანად. დასრულდა ბავშვის ფუნქციონალური შეფასების ინსტრუმენტის სტანდარტიზაცია; აჭარაში განხორციელებული საპილოტე პროექტის შეფასების გათვალისწინებით შეიქმნა ახალი სისტემის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელების გეგმის პროექტი. 2021 წლისათვის, ამ შეფასების ფორმატის საფუძველზე, დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სოციალური დაცვის ღონისძიებების ოპტიმიზაციის მხარდაჭერა.
სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველა ფერი“
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ მიმართული და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებული საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში გაგრძელდა ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. რეგიონული ღონისძიებები გაიმართა მესტიაში, ოზურგეთში, ამბროლაურში, დუშეთში და ყაზბეგში. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით განხორციელდა. კამპანია მიზნად ისახავდა საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას ცნობიერების ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთგაგების მიღწევის გზით.
კამპანიის კეთილი ნების ელჩებმა, ბავშვებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს ინოვაციურ ინტერაქტიულ თამაშებში, ვიქტორინებში, კონკურსებში და მხიარულ მარშში. ქალაქების მთავარ კედლებზე ცნობილმა მხატვრებმა მოხატეს კამპანიის სიმბოლოდ ქცეული ფერადი სტენსილები, რითაც წვლილი შეიტანეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებისთვის წარიმართა კონკურსები საუკეთესო იდეებზე.
სამი წლის განმავლობაში წარმოებულმა კამპანიამ მილიონზე მეტი ადამიანი მოიცვა და ხელი შეუწყო საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტიგმის შემცირებას.

ბავშვთა დაცვა
ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის მომსახურებების გაგრძელება
2020 წლის მარტში, კორონავირუსის დაწყებისთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდმა დაჩქარებულად შეაფასა საჭიროებები საქართველოში ბავშვების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გამოსავლენად და ამ ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევების დასადგენად. შეფასების შედეგად გამოვლინდა ბავშვების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში ჩართული ბავშვები და მართლმსაჯულების სისტემაში მყოფი ბავშვები. შეფასების შედეგად აგრეთვე გამოვლინდა პანდემიის პერიოდში ბავშვების მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკი და სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების კრიტიკული როლი საგანგებო ვითარების განმავლობაში.
2020 წლის მარტიდან მაისამდე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სოციალური სერვისები ან დაიხურა, ან დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა. ამ ბავშვების მშობლებს უწევდათ გამკლავება თავიანთი შვილების დაინფიცირების გაზრდილ რისკთან, აგრეთვე ოჯახის შემოსავლის დაკარგვასა და პირველადი მოთხოვნილების საგნებზე შემცირებულ წვდომასთან. მათ, აგრეთვე, ხშირად უწევდათ ზრუნვა თავიანთი შვილების კომპლექსური ფიზიკური, აკადემიური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის.
პანდემიის შედეგად ასევე გაიზარდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდასა და სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების მიმართ ძალადობის, მღელვარების, დეპრესიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკები. კარანტინის შემოღების გამო მათ შეეზღუდათ ოჯახებთან, მეგობრებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობები.
სოციალურ მუშაკებს უწევდათ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, სოციალური სერვისების უმეტესობა იყო დაკეტილი. სოციალური მუშაკები პირისპირ მუშაობას დაუბრუნდნენ, თუმცა, პანდემიის პირობებში გამოიკვეთა სახელმძღვანელოების შექმნისა და გაუმჯობესების და საგანგებო ვითარებაში მუშაობისათვის სოციალური მუშაკების კვალიფიკაციების გაძლიერების საჭიროება.
გაეროს ბავშვთა ფონდმა დანერგა ღონისძიებათა ორმხრივი პროცესი ყველაზე მოწყვლადი ბავშვების დასაცავად: ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერება დისტანციური ან/და ჰიბრიდული მომსახურების დანერგვით, ხოლო პირისპირ მუშაობა ყველაზე მოწყვლად ბავშვებთან და მათ ოჯახებთან. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდმა ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის მომსახურების დისტანციურ რეჟიმში განხორციელებასა და სერვისების გარდაქმნაში. შემუშავდა ყოვლისმომცველი სახელმძღვანელო, რომელშიც გაერთიანდა მომსახურების გაწევის დისტანციური და კომბინირებული მოდელები, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სერვისების მონიტორინგის საერთაშორისო მოწინავე გამოცდილება, ადგილობრივი ცოდნა და გამოცდილება. გაეროს ბავშვთა ფონდმა ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მოამზადა ამ მოდელების ღირებულების განსაზღვრის კვლევა. გარდა ამისა, გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორმა, მაკლეინის ასოციაციამ (McLain Association for Georgia), პირდაპირი ტექნიკური დახმარება გაუწია მომსახურების მიმწოდებლებს საქართველოსთვის დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლაში დასახმარებლად.
გაეროს ბავშვთა ფონდმა დაიწყო სპეციალური სატელევიზიო პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისათვის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და მაკლეინის ასოციაციასთან პარტნიორობით, რომელიც კვირაში ორჯერ გადაიცემოდა 2020 წლის აპრილსა და მაისში. პროგრამა, რომელიც ჟესტების ენასა და უმცირესობათა ენებზე ითარგმნა, გადიოდა საგანმანათლებლო არხზე და წარმოადგენდა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის პრობლემატიკის ტელევიზიაში „მეინსტრიმინგის“ პირველ მცდელობას. ფეისბუქის გვერდი ‘მშობლის სკივრი’ დახმარებას უწევდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციისა და მოვლის შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამისი კვალიფიციური რჩევების მიწოდებისა და კონსულტაციების გაწევის გზით.
ზრუნვის ალტერნატიული ფორმებით მოსარგებლე ბავშვებს და მათ აღმზრდელებს გაეწიათ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და მათი ყოველდღიური რუტინის დარღვევის შედეგად გამოწვეული სტრესის შესარბილებლად, ფსიქოლოგების გუნდი ატარებდა კონსულტაციებს და თერაპიულ სეანსებს. ეს იყო ზრუნვის ალტერნატიული ფორმებით მოსარგებლე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების მიერ მსგავსი მხარდაჭერის მიღების პირველი შემთხვევა. აღნიშნული ინიციატივა გრძელდება, ხოლო სახელმწიფო უწყებებში მომუშავე ფსიქოლოგებს უტარდებათ დამატებითი ტრენინგი მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა კორონავირუსთან დაკავშირებული სახელმძღვანელოები და დანერგა ბავშვთა დაცვის სისტემის სოციალური მუშაკების ზედამხედველობის სისტემა. მაღალკვალიფიციური სოციალური მუშაკები მხარს უჭერდნენ შედარებით ნაკლები გამოცდილების მქონე კოლეგებს რთულ შემთხვევებზე მუშაობაში, ახორციელებდნენ თემატურ ზედამხედველობასა და მხარდაჭერას. ზრუნვის სახელმწიფო სააგენტოს, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტოსა და პენიტენციური დეპარტამენტისათვის შემუშავდა სახელმძღვანელოები საგანგებო ვითარებაში დისტანციური სოციალური მუშაობის შესახებ, გაიმართა ონლაინზედამხედველობის შეხვედრები ბავშვთა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემის 210 სოციალურ მუშაკთან.
მთლიანობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისათვის განკუთვნილმა სატელევიზიო პროგრამებმა მოიცვა 400 000-ზე მეტი მაყურებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაეწია მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში და სახელმწიფო დაწესებულებებში მყოფ 247 ბავშვს და 170 აღმზრდელს. ბავშვთა დაცვის წინა ხაზზე მომუშავე 400 თანამშრომელს გაეწია მხარდაჭერა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის პროცესში.

მართლმსაჯულება ბავშვებისათვის
ონლაინმედიაციის უზრუნველყოფა
გაეროს ბავშვთა ფონდმა განაგრძო მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვებისათვის საჭირო მომსახურებების გასაწევად. საქართველოს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ინიციატივა სოციალური ცვლილებისათვის“ პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა მედიაციის მაღალი ხარისხის ონლაინსერვისების გაწევას პირველად მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ხელი შეუშალა ბავშვებისათვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. მედიატორებს გამოწვევები შეექმნათ დისტანციური სერვისების განხორციელებისას, კომუნიკაციის სათანადოდ წარმართვისა და ბენეფიციარებთან ნდობით გამსჭვალული გარემოს ჩამოყალიბების მხრივ.
გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარება სამ სფეროს მოიცავდა: სახელმძღვანელოების შემუშავება; მედიატორების მომზადება და ზედამხედველობა; და ონლაინმედიაციისათვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობების გადაცემა. ონლაინმედიაცია ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმდინარეობს, სადაც ყველა მხარე ციფრული პლატფორმის გამოყენებით მონაწილეობს. შესაძლებელია ასევე შერეული ფორმატის გამოყენება, რომელიც გულისხმობს ზოგიერთი სპეციალისტის დისტანციურად ჩართვას, სხვა სპეციალისტების პირისპირ მონაწილეობას.
„გამოცდილებამ დღეის მდგომარეობით უკვე დაგვანახა ის, რომ დისტანციური მედიაცია საკმაოდ წარმატებულია,“ აღნიშნა მედიატორმა თინათინ ზედგინიძემ. „თავიდან ავირიდეთ პროგრამის გაჩერება და კვლავინდებურად ვიღებთ იმავე შედეგებს, რასაც ვიღებდით წლების განმავლობაში განრიდებითა და მედიაციით.“
დისტანციური მედიაციის გამოყენება, რომელიც ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში, გაგრძელდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მხარეები ერთმანეთისაგან შორს იმყოფებიან ან როდესაც არ სურთ ერთ ოთახში ყოფნა, აგრეთვე საერთაშორისო დავების შემთხვევაში. ეს საქმიანობა ეფუძნება არსებულ წარმატებულ პარტნიორობას, რომლის ფარგლებში დაახლოებით 4000-მა ბავშვმა და ახალგაზრდამ უკვე ისარგებლა დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობით შექმნილი პროგრამით.

ხარისხიანი განათლება ყველასათვის
მხარდაჭერა ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებასა და პოზიტიური მშობლობის პროცესში
გაეროს ბავშვთა ფონდმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და კოალიციამ „განათლება ყველასათვის“ საქართველოში, სახლის პირობებში, შექმნა ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებისა და სკოლისათვის მზაობის ხელშეწყობის რესურსი კორონავირუსის პანდემიაზე საპასუხოდ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაკეტვის შემდეგ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან პარტნიორობით, ექვსი კვირის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას, ეთერში გადიოდა 12 სატელევიზიო პროგრამა „რეკომენდაციები მშობლებისათვის“. ასევე, სამინისტროს ვებგვერდისათვის შეიქმნა წიგნების კითხვის ვიდეოები მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებისათვის და რჩევები ბავშვების ყოვლისმომცველი განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ხოლო ნაბეჭდი ბროშურები მარტივი რჩევებითა და თამაშებით ადრეულ ასაკში განვითარების ხელშეწყობის შესახებ, მათ შორის, უმცირესობათა ენებზე, გადაეცა 300 სოციალურად დაუცველ ოჯახს. მთლიანობაში, ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა მოიცვა 37,000 მშობელი თუ აღმზრდელი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის და სტანდარტების განხორციელების მხარდაჭერა
2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის, ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების განხორციელებას; ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, სკოლამდელი აღზრდის რვა დაწესებულებაში დაიწყო საპილოტე პროექტი. პროექტმა ხელი შეუწყო სკოლამდელი განათლებისა და პროფესიული სტანდარტების განხორციელებას, მოიცვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 100-ზე მეტი აღმზრდელი, თანაშემწე, სპეციალური მასწავლებელი და დირექტორი.
პრაქტიკული კუთხით, სკოლამდელი აღზრდის საპილოტე დაწესებულებებში შეიცვალა ფიზიკური გარემო სწავლისა და განვითარების ხელშესაწყობად, შემოიტანეს ნეიტრალური ფერები და თბილი, მყუდრო განათება, შეიქმნა ოჯახური ატმოსფერო, მოეწყო მყუდრო სივრცეები კითხვისთვის, მეცნიერების სივრცე და სენსორული სივრცე, ასევე სივრცეები, სადაც ბავშვები მცენარეებს ზრდიან. მირანდა სურმანიძის, ბათუმის ბაგა-ბაღის მასწავლებლის, თქმით: „ჩვენ ძალიან მოგვეწონა ეს შეცვლილი გარემო და ახლა ველოდებით, როგორ მიიღებენ ამ სიახლეს ბავშვები.“
ტექნიკური დახმარება გაეწია აგრეთვე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლამდელი განათლების სფეროში უმაღლესი განათლების პროგრამების აკრედიტაციისათვის სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებლებისა და პროგრამული სტანდარტების შემუშავებაში. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ცხრა უნივერსიტეტმა ცვლილებები შეიტანა სკოლამდელი აღზრდის არსებულ საბაკალავრო პროგრამებში მიღებული პროგრამული სტანდარტების შესაბამისად და მომზადდა 35 პროფესორი კონკრეტული კურსის მოდულების შექმნასა და სწავლებაში.

დისტანციური სწავლების მხარდაჭერა
გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა დისტანციურ სწავლებას, როდესაც მთელ ქვეყანაში სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დაიკეტა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული აკრძალვების გამო. გაეროს ბავშვთა ფონდმა, კოალიციასთან „განათლება ყველასათვის“ პარტნიორობით მხარი დაუჭირა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ონლაინ სასწავლო რესურსის შექმნაში დაახლოებით 414000 მოსწავლისათვის, აგრეთვე მასწავლებლებისა და სკოლებისათვის სახელმძღვანელოების შექმნასა და დისტანციური სწავლების ხერხებში 100 სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებლების მომზადებაში.
იმ ბავშვებისათვის, ვისაც არ ჰქონდა ციფრული მოწყობილობები ან ინტერნეტი, გაეროს ბავშვთა ფონდმა და კოალიციამ „განათლება ყველასათვის“ მხარი დაუჭირა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფართო დაფარვის მქონე სატელევიზიო სკოლის დაწყებაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარებით. სატელევიზიო სკოლა მოიცავდა ეროვნული საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ყველა დონეს, გაკვეთილები მიმდინარეობდა ჟესტების ენაზე თარგმანის თანხლებით და ხელმისაწვდომი იყო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.

განახლებული პარტნიორობა ხარისხიანი განათლებისათვის
გაეროს ბავშვთა ფონდი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ესტონეთის მთავრობასთან ერთად, აგრძელებს პარტნიორობას, რომლის მიზანია საშუალო სკოლის ზედა საფეხურის ეროვნული სასწავლო პროგრამის საერთაშორისო მოწინავე გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭო აღნიშნულ პროცესს მხარს დაუჭერს 1,5 წლის განმავლობაში.
პარტნიორობის ფარგლებში განისაზღვრება პოლიტიკა და მიზნები საქართველოს საშუალო სკოლის ზედა საფეხურის განათლებისათვის, რათა სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფდეს მოზარდების წარმატებულ საქმიანობას მზარდი კონკურენციის პირობებში, ეროვნულ და საერთაშორისო გარემოში. ახალი პარტნიორობა წარმოადგენს 2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ლოგიკურ გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები შევიდა საქართველოს საბაზისო საფეხურის (1-9 კლასები) ეროვნულ სასწავლო პროგრამაში საერთაშორისო მოწინავე გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებთან დაკავშირებული საქმიანობა
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით შემუშავდა ადაპტირებული კურიკულუმი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო პროგრამის შესაბამისად. ამას გარდა, შემუშავდა სახელმძღვანელოები მასწავლებლებისათვის ინკლუზიური სწავლებისა და ჩამორჩენის აღმოფხვრის შესახებ, დამატებითი სწავლებისა და სასწავლო რესურსი, ტრენინგის მოდული მასწავლებლებისათვის და შეიქმნა პოზიტიური მშობლობის შესახებ ბროშურა მასწავლებლებისა და განმანათლებლების კვალიფიკაციების გაზრდის მიზნით, მასწავლებლების მიერ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისა და სკოლის მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვების განსაკუთრებულ საგანმანათლებლო საჭიროებებზე რეაგირების შესაძლებლობის გაძლიერებისათვის. რესურსები შემუშავდა და მათი პილოტირება განხორციელდა 15 საჯარო სკოლაში და 6 ტრანზიტულ ცენტრში, იგეგმება ამ მიდგომის დამატებით სხვა სკოლებში დანერგვა.
ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალური მასწავლებელი, მარიამ ედილაშვილი, მიესალმება ამ ინიციატივას: „ადაპტირებული კურიკულუმი უფრო მეტად მოქნილი, საინტერესო და სახალისოა. აქ უფრო მეტად პრაქტიკული სავარჯიშოებია, რომლებიც შემოქმედებით უნარებს ავითარებს და, რაც მთავარია, ახალი ცოდნა წარსულ გამოცდილებას და წინარე ცოდნას ეფუძნება.“
კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ საგანმანათლებლო გამოწვევებზე საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შეიძინა და გადასცა კომპიუტერული ტექნიკა, მათ შორის, ლეპტოპები და პროექტორები, 15 პარტნიორ სკოლას და ექვს დღის ცენტრს. აღნიშნული დახმარების შედეგად, სკოლის მიღმა დარჩენილ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს მიეცათ წვდომა ონლაინ და ციფრულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე, გაუმჯობესდა სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობა.

სკოლების გახსნასთან დაკავშირებული ადვოკატირების კამპანია
ადვოკატირება სკოლების უსაფრთხოდ გახსნისათვის და დისტანციური სწავლის ტექნიკური მხარდაჭერა
გაეროს ბავშვთა ფონდმა წამოიწყო მასშტაბური გლობალური კამპანია სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების უსაფრთხოდ გახსნისათვის. კამპანიამ საქართველოში 2 მილიონი ადამიანი მოიცვა და მასში დაახლოებით 50000 ადამიანი იყო ჩართული. კამპანიამ ბიძგი მისცა საჯარო დებატების გამართვას, მოიზიდა მხარდაჭერა და წვლილი შეიტანა 2020 წლის ოქტომბერში სკოლებში სწავლა-განათლების განახლებაში. ნოემბრის ბოლოს სკოლები კვლავ დაიკეტა, თუმცა, გაეროს ბავშვთა ფონდმა განაგრძო ადვოკატირება სკოლების უსაფრთხოდ გახსნისათვის.
გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე ადვოკატირებას უწევს თითოეული ბავშვის ინტერნეტზე წვდომას, ციფრული უთანასწორობის გამოსწორებისათვის, დაუცველი ოჯახების კიდევ უფრო მეტად გარიყვის თავიდან აცილებისათვის, როგორც ნაირა ღუზარაულის, სოფელ ომალოში მცხოვრები შვიდშვილიანი დედის შემთხვევაში ვიხილეთ. კარანტინის პერიოდში ამ ოჯახში ბავშვებს მხოლოდ ერთი მობილური ტელეფონითა და ერთი ლეპტოპით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდათ; ინტერნეტის დაბალი ხარისხის გამო მათ ვერ შეძლეს ონლაინგაკვეთილების უმრავლესობისათვის აუცილებელი პროგრამის - „ზუმის“ ჩამოტვირთვა.
„შეუძლებელია განათლების ადეკვატურად მიღება იმ პირობებში, როდესაც შვიდ ბავშვს მხოლოდ ერთი გაჯეტი აქვს“, აღნიშნა დოქ. ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ამიტომ, ონლაინსწავლება, როდესაც ამის აუცილებლობა დგება, უნდა იყოს მხარდაჭერილი უწყვეტი ინტერნეტკავშირით ყველა ოჯახისათვის, რომ ბავშვებმა განაგრძონ ხარისხიანი განათლების მიღება.“

დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობა
ტელემედიცინის გაფართოება
2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა განაგრძო ტელემედიცინის პოპულარიზაცია პირველადი ჯანდაცვის სერვისების ეფექტიანად გაგრძელების ხელშესაწყობად. მაგალითად, გაფართოვდა დაბადების რეგისტრის ფუნქციები და სისტემიდან შესაძლებელი გახდა ანგარიშების ავტომატურად გენერირება, შეიქმნა ადგილზე პერინატალური საქმიანობის რეალურ დროში ანალიზის შესაძლებლობა.
გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით დაინერგა დისტანციური მომსახურების მოდელი ექიმთან ერთობლივი ვიზიტებისათვის 20-25 ორსული ქალისაგან შემდგარი ჯგუფებისათვის, კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში ანტენატალური მომსახურების უწყვეტად შენარჩუნებისათვის. დაახლოებით 26000-მა ორსულმა ქალმა შეძლო თავის ექიმთან გასაუბრება, ასევე სხვა ორსულებთან ურთიერთობა, რასაც, მათი თქმით, სოციალური იზოლაციის პერიოდში დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა.
გაეროს ბავშვთა ფონდმა ასევე მხარი დაუჭირა მთავრობას ცენტრალიზებული საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნაში მთელ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის ყველა ექიმთან წვდომისათვის. პლატფორმის მეშვეობით ოჯახის ექიმებს მიეცათ ინფორმაციის, მათ შორის განახლებული პროტოკოლების მარტივად მოძიების შესაძლებლობა. 2020 წლის ბოლოსთვის, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, 500-ზე მეტ ამბულატორიაში გაიყვანეს ინტერნეტის ქსელი. 2021 წელს დაგეგმილია 1000-ვე ამბულატორიის ინტერნეტით დაფარვა. პლატფორმა ამ ეტაპზე ახორციელებს ტრენინგს გაეროს ბავშვთა ფონდის ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასთან“ თანამშრომლობით და ხელს უწყობს სოფლებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და სპეციალისტების დისტანციურ კონსულტაციებს.
ლაშა თევზაძე, სოფელ გალავნის ოჯახის ექიმი, მიესალმება ახალ ონლაინპლატფორმას. „ჩვენ სოფელში ვართ და ქალაქის ექიმს უპირატესობა აქვს, ვინაიდან მეტ ინფორმაციაზე აქვს წვდომა, ეს პლატფორმა კი გვათანაბრებს. ქალაქის ექიმებსაც იგივე ონლაინინფორმაცია აქვთ, რაც მე და ახლა უკვე მეტ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი.“
ონლაინპლატფორმა უზრუნველყოფს ღრუბლოვან რესურსზე დაფუძნებულ ვიდეოკონფერენციების ინსტრუმენტებს, რაც ექიმებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ჯგუფურ დისკუსიებსა და თემატურ საუბრებში („ჩეთში“) და გაიღრმაონ ცოდნა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის სტანდარტების შესახებ. ექიმები ასევე იღებენ შესაბამის ინფორმაციასა და ინსტრუქციებს ონლაინ პირდაპირი ტრანსლაციისა და ჩაწერილი ვიდეოტრენინგების მეშვეობით. პლატფორმის გამოყენებას ექიმები შეძლებენ შეტყობინების ცენტრის სახით და იგი ასევე შეასრულებს ამოცანების განაწილებისა და მონიტორინგის ინსტრუმენტის ფუნქციას.

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს მთავრობას სკოლის კვების რეფორმების განხორციელებაში
2020 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდმა გააანალიზა საქართველოში კვების პოლიტიკის ხარვეზები დედების, მცირეწლოვანი ბავშვებისა და ზრდასრულთა კვების სფეროში მარეგულირებელი გარემოს შესაფასებლად. ანალიზის შედეგად განისაზღვრა რვა სტრატეგიული საქმიანობა, რომლის საფუძველზე შესაძლოა შემუშავდეს კვებასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი დღის წესრიგი.
ხელისუფლებამ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, წამოიწყო სასკოლო კვების პროგრამის რეფორმა. რეფორმის ფარგლებში შემუშავდა მისადაგებული ღონისძიებები, 2 085 სკოლა დაჯგუფდა (დაიყო კლასტერებად) ადგილობრივი კონტექსტის მიხედვით, განიხილეს სასკოლო კვების პროგრამების საერთაშორისო გამოცდილება და დაიანგარიშეს ხარჯები.

ტყვიის ზემოქმედების შემცირების მხარდაჭერა
საქართველოში ბავშვებზე ტყვიის ზემოქმედება
საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობის გამოვლენისთანავე, გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელისუფლებას შესთავაზა მხარდაჭერა ამ პრობლემაზე რეაგირებისათვის.
საქართველო შეუერთდა „თითოეული ბავშვის პოტენციალის დაცვის“ გლობალურ პარტნიორობას, რომელიც ხორციელდება Pure Earth-ის, ფონდ Clarios -ისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელობით ბავშვებზე ტყვიის ზეგავლენის პრევენციისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში შექმნა კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას. პირველი მიმართულების მიზანია პრობლემის დიაგნოსტირება ბავშვების წარმომადგენლობითი შერჩევის ტყვიის შემცველობის გაზომვით და მოიცავს ტყვიის ზემოქმედების რისკფაქტორების ყოვლისმომცველ ანალიზს, როგორიცაა ბავშვის სოციოეკონომიკური მდგომარეობა ან საცხოვრებელი ადგილი. მეორე მიმართულება მოიაზრებს ტყვიით დაბინძურების წყაროების და გზების გამოკვლევას, მესამე მიმართულება კი ითვალისწინებს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ეროვნული რეაგირების გეგმის შექმნაში ტყვიის ზემოქმედების შემცირების/აღმოფხვრისათვის. აღნიშნული დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიის პოტენციალის გაძლიერებას სხვადასხვა ნიმუშებში ტოქსიკური ნივთიერებების ანალიზის კუთხით, ამასთანავე, გარემოსა და ჯანმრთელობის ზედამხედველობის სისტემის შექმნას, რათა მომზადდეს რეგულარული მონაცემები გადაწყვეტილების მიმღები მხარეებისათვის დაბინძურების, ადამიანებზე დამბინძურებლების ზემოქმედებისა და ამით განპირობებული დაავადების ტვირთის შესახებ.
გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის პირველი ანალიტიკური ლაბორატორიის შექმნაში, სადაც შესაძლებელია ადამიანების ორგანიზმსა და გარემოში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობის შემოწმება. ლაბორატორიისათვის შეძენილ იქნა თანამედროვე ლაბორატორიული ტექნოლოგიები, მათ შორის, მრავალი სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა: ატომურ- აბზორფციული სპექტრომეტრი - ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში, ა.შ.) ტოქსიკური მეტალების (როგორიცაა ტყვია, კადმიუმი და არსენიკი) შემცველობის განსასაზღვრად, შესყიდულ იქნა ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით; ოთხი სწრაფი დეტექციის აპარატი _ სხვადასხვა სახის ნიმუშში ტოქსიკური მეტალების შემცველობის განმსაზღვრელი პორტატიული მოწყობილობა _ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით; ხოლო the Clarios ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა სამკვადრუპოლიანი ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მასური სპექტრომეტრის შესყიდვა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ქიმიურ ელემენტებზე მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ანალიზების განხორციელება. 2021 წლისთვის იგეგმება ამ აღჭურვილობის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის თემაზე თანამშრომლების მომზადება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ზემოაღნიშნული ლაბორატორია ჩაერთვება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის პროგრამაში და უსასყიდლოდ მიიღებს ლაბორატორიის საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

მოზარდები და ახალგაზრდები
მოზარდებისა და ახალგაზრდების მონაწილეობა მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებაში
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ახალგაზრდების განვითარების ეროვნული თემატური ჯგუფების ფარგლებში, 14-დან 29 წლამდე ასაკის 1700-ზე მეტმა მოზარდმა და ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა ახალგაზრდობის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავებაში, რომელიც მიზნად ისახავს მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებისა და ჩართულობისათვის. კონცეფცია პარლამენტმა 2020 წლის ივლისში დაამტკიცა და მასზე დაყრდნობით შემუშავდა ახალგაზრდობის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ფსიქიკური ჯანმრთელობა
მოზარდების ფსიქიკური და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა
2020 წელს 8000-ზე მეტ მოზარდს ჰქონდა მხარდაჭერა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობის კუთხით. საქართველოში ბავშვებში შფოთვისა და დეპრესიის მაღალ მაჩვენებლებზე საპასუხოდ, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა კორონავირუსის პანდემიის გამო, გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა ონლაინკონსულტაციებს მოზარდებისა და მშობლებისათვის. ამას გარდა, მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს ფსიქოსოციალური და ემოციური მდგრადობის, სტრესთან და ქცევით აშლილობებთან გამკლავების შესახებ ონლაინვებინარებში. გაიმართა ასევე ონლაინტრენინგის სესიები აჭარის, თბილისის და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, ფსიქოსოციალურ საკითხებზე.
„ძირითადად ეს დახმარება და ტრენინგები პრევენციისკენაა მიმართული“, ამბობს სალომე მელაძე, ბათუმში განმახორციელებელი პარტნიორის, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის, კლუბ „სინერგიის“ ფსიქოლოგი. აღნიშნული ტრენინგები სხვადასხვა საკითხს ეხება, როგორიცაა ბრაზის მართვა, ემოციების გაცნობიერება, სტრესის გამკლავება, პრობლემის გადაჭრა, აზარტულ თამაშებზე, კომპიუტერულ თამაშებზე და სხვა სახის დამოკიდებულება. „ძალიან კარგი დასწრება იყო, ძალიან დიდი აქტიურობა დავინახეთ როგორც ბათუმის, ისე აჭარის მაღალმთიანი რაიონების სკოლებიდან. ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, ვებინარებზე 150-200 ადამიანი გვესწრებოდა, ასევე დიდი მოტივაციის მომცემი იყო მიღებული უკუკავშირი.“
გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელმაც 2020 წელს კონფიდენციალური ფსიქოსოციალური მხარდაჭერა გაუწია ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების (ადიქციის) პრობლემების მქონე 120 მოზარდს. ბავშვთა ფონდის მიერ, საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, მოზარდებში აზარტული თამაშების პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, განისაზღვრა ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომი საქმიანობის მიმართულებები.

მოზარდებმა და ახალგაზრდებმა მოხალისეობრივ საქმიანობას 10 000 საათი მოახმარეს
მოზარდებისა და ახალგაზრდების თავიანთ თემებში უფრო აქტიური მონაწილეობისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა ახალგაზრდების მოხალისეობის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, 200 მოზარდსა და ახალგაზრდას ჩაუტარდა ტრენინგები უნარ-ჩვევების გაძლიერებისათვის მოხალისეობრივი საქმიანობის, თემებთან მუშაობის, ეფექტიანი კომუნიკაციის და ლიდერობის საკითხებში. მთლიანობაში, მათ 10 000-ზე მეტი საათი მოახმარეს 150 ინიციატივას, ჩართეს 3500-ზე მეტი მოზარდი და ახალგაზრდა და მოიცვეს დაახლოებით 1230 ადამიანი.
მოზარდებისა და ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავდა თანატოლთა განათლების, დისტანციური სწავლების მხარდაჭერას, მიუსაფარი და ხანდაზმული ადამიანების, ასევე დაუცველი ოჯახების დახმარებას და სხვა ღონისძიებებს. მოზარდებმა და ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საინფორმაციო კამპანიებში, მრავალმა მათგანმა დაამზადა და დაარიგა მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები, მათ შორის, დებმა თამარმა და ანა კოპაძეებმა, რომლებმაც დაამზადეს და გორში ხანდაზმულ ადამიანებს გადასცეს პირბადეები; ახლა კი გეგმავენ ქალაქის გაწმენდას გადაყრილი ერთჯერადი პირბადეებისგან.

ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა

2020 წლის განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდმა განახორციელა კომუნიკაციის ინიციატივები ახალგაზრდებისათვის კორონავირუსის პრევენციის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ძალადობის შესახებ ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ძალადობასთან დაკავშირებული მხარდაჭერის გაწევის მიზნით. აქტივობები მოიცავდა სხვადასხვა საინტერესო და ორიგინალური მასალის შექმნას სოციალურ მედიაში განსათავსებლად, მათ შორის, ტესტებს, ანიმაციებს, GIF-ებს, მიმებს და სტატიებს, რომლებიც მომზადდა ახალგაზრდებთან თანამშრომლობით და გაზიარებული იყო იმ არხებით, რომლებითაც ბავშვები სარგებლობენ - ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ სოციალური მედიის გვერდებსა და ჯგუფებში.
მაგალითად, ცამეტი წლის გიო შენგელიამ შექმნა ანიმაცია, რომელიც ადარებდა ცხოვრებას კარანტინამდე და კარანტინის პერიოდში დღიურების „დარჩი სახლში“ ფარგლებში. „მე გავაკეთე ანიმაცია გაეროს ბავშვთა ფონდისათვის“, ამბობს გიო, „სადაც ნაჩვენებია, ვითარება კარანტინამდე და კარანტინის შემდეგ“. მის მიერ შექმნილმა მარტივმა და საინტერესო ანიმაციამ წაახალისა სხვა ბავშვები და მოზარდები, დაებანათ ხელები, ეტარებინათ პირბადე და დაეცვათ ფიზიკური დისტანცია.
ჩეთბოტის იდეის ავტორები არიან გვანცა პერტია, 19 წლის და ნუცა წამალაშვილი, 22 წლის, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში „დაჰაკე ჩარჩოებს მიღმა“. ჰაკათონმა გოგონებს შესაძლებლობა მისცა, თავიანთი იდეა რეალობად ექციათ. მათი თქმით, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისათვის ზოგიერთ თემაზე შეკითხვის დასმა უხერხულობასთან არის დაკავშირებული. გვანცას თქმით: „ყოველთვის გვაქვს კითხვები, ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება ვერ მივიღოთ ჩვენი მეგობრისგან ან მშობლისაგან, იმიტომ, რომ გვერიდება. მეორე მხრივ, ძალიან მარტივია ტელეფონში ან კომპიუტერში უცნობს ესაუბრო.“
ნუცამ დასძინა: „გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა იუნისეფთან ერთად ჩეთბოტი, რომელიც შეძლებდა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ ბოლო დროს ასეთი კითხვები მომრავლდა.“
ჩეთბოტში გამოყენებულია ბავშვებისათვის გასაგები ენა; დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გადამისამართება შესაბამის მომსახურებაზე და დახმარების ხაზებთან დაკავშირება.. გვანცა ფიქრობს პანდემიის შემდგომ პერიოდზე და დასძენს: „ახალგაზრდებს უკვე ეცოდინებათ, რომ იუნისეფი სანდო ორგანიზაციაა, ხოლო მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნამდვილად სანდოა.“
მაგალითად, ცამეტი წლის გიო შენგელიამ შექმნა ანიმაცია, რომელიც ადარებდა ცხოვრებას კარანტინამდე და კარანტინის პერიოდში დღიურების „დარჩი სახლში“ ფარგლებში. „მე გავაკეთე ანიმაცია გაეროს ბავშვთა ფონდისათვის“, ამბობს გიო, „სადაც ნაჩვენებია, ვითარება კარანტინამდე და კარანტინის შემდეგ“. მის მიერ შექმნილმა მარტივმა და საინტერესო ანიმაციამ წაახალისა სხვა ბავშვები და მოზარდები, დაებანათ ხელები, ეტარებინათ პირბადე და დაეცვათ ფიზიკური დისტანცია.
ახალგაზრდების ხმები
გაეროს ბავშვთა ფონდის ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდები გამოყენებული იყო ახალგაზრდების ხმების გასაძლიერებლად. მათ მიერ შექმნილი ვიდეოებისა და ფოტოესეების მეშვეობით, ახალგაზრდებმა გააზიარეს თავიანთი გამოცდილება კარანტინის პერიოდთან დაკავშირებით, დისტანციური სწავლის შესახებ, თუ როგორ აკლდებოდნენ ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს, ასევე აღწერეს, როგორ უმკლავდებოდნენ ამ ყოველივეს.ახალი ჩეთბოტი
ბავშვთა მსოფლიო დღეს 2020 წლის ნოემბერში გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვთა მსოფლიო დღეს ბავშვებისათვის განკუთვნილი ფეისბუქის ახალი ჩეთბოთტი წარადგინა. ჩეთბოტი მიზნად ისახავდა ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარებას კორონავირუსის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ბავშვთა მიმართ და ბავშვებს შორის ძალადობის შესახებ სანდო ინფორმაციის მიღებაში.ჩეთბოტის იდეის ავტორები არიან გვანცა პერტია, 19 წლის და ნუცა წამალაშვილი, 22 წლის, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში „დაჰაკე ჩარჩოებს მიღმა“. ჰაკათონმა გოგონებს შესაძლებლობა მისცა, თავიანთი იდეა რეალობად ექციათ. მათი თქმით, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისათვის ზოგიერთ თემაზე შეკითხვის დასმა უხერხულობასთან არის დაკავშირებული. გვანცას თქმით: „ყოველთვის გვაქვს კითხვები, ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება ვერ მივიღოთ ჩვენი მეგობრისგან ან მშობლისაგან, იმიტომ, რომ გვერიდება. მეორე მხრივ, ძალიან მარტივია ტელეფონში ან კომპიუტერში უცნობს ესაუბრო.“
ნუცამ დასძინა: „გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა იუნისეფთან ერთად ჩეთბოტი, რომელიც შეძლებდა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ ბოლო დროს ასეთი კითხვები მომრავლდა.“
ჩეთბოტში გამოყენებულია ბავშვებისათვის გასაგები ენა; დამატებითი მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გადამისამართება შესაბამის მომსახურებაზე და დახმარების ხაზებთან დაკავშირება.. გვანცა ფიქრობს პანდემიის შემდგომ პერიოდზე და დასძენს: „ახალგაზრდებს უკვე ეცოდინებათ, რომ იუნისეფი სანდო ორგანიზაციაა, ხოლო მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ნამდვილად სანდოა.“
ონლაინდებატები
გაეროს ბავშვთა ფონდმა კარანტინის პერიოდში მხარი დაუჭირა ახალგაზრდების ონლაინდებატების ტურნირებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მოდერირებული იყო თავად ახალგაზრდების მიერ და ეხებოდა კორონავირუსის თემას.ჯანმრთელობის ახალგაზრდა ელჩები
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეირჩა 60 ახალგაზრდა, რომლებიც გახდნენ ჯანმრთელობის ახალგაზრდა ელჩები. ისინი ამზადებენ და სოციალური მედიით თანატოლებს უზიარებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გზავნილებს. 60-ივე ახალგაზრდამ გაიარა ინტენსიური ტრენინგი, მიიღო უახლესი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, გაეცნო, როგორ უნდა გამოავლინოს ყალბი ახალი ამბები და გაიღრმავა კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. აღნიშნული ღონისძიების შედეგად, კორონავირუსის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, დისტანციური განათლებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ინფორმაცია მიიღო 710 000-მა ახალგაზრდამ.ბავშვთა მსოფლიო დღე
ბავშვთა მსოფლიო დღის აღნიშვნა
საქართველომ 2020 წელს ბავშვთა მსოფლიო დღე აღნიშნა ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. გაეროს ბავშვთა ფონდის გუნდმა შეხვედრა გამართა რეგიონის ახალგაზრდებთან ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც განიხილეს მათი პრობლემები და გადაჭრის შესაძლო გზები. დისკუსია წარიმართა პარკში გამოფენილი ბავშვების ნახატებისა და ფოტოების ფონზე, რომლებიც ეძღვნებოდა თემას: „როგორ წარმომიდგენია ჩემი მომავალი _ უკეთესო სამყარო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“.
გაეროს ბავშვთა ფონდი შეუერთდა გლობალურ კამპანიებს „ბავშვები მართავენ“ და „ლურჯად გაანათე მსოფლიო“,. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ინსტაგრამის და ფეისბუქის გვერდების მართვის ფუნქცია ერთი დღით გადაეცათ საქართველოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათავსეს საკუთარი ფოტოები და ვიდეოები, გააზიარეს საკუთარი ისტორიები და პრობლემები, როგორიცაა არათანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში/რეგიონში ახალგაზრდული ცენტრების ნაკლებობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოწვევები და ინოვაციური სწავლების ნაკლებობა.
გაეროს ბავშვთა ფონდმა თხოვნით მიმართა მხარდამჭერებს, სოლიდარობა გამოეხატათ ყველაზე უფრო დაუცველი ბავშვების მიმართ და „მსოფლიოს ლურჯად განათებაში“ დახმარებოდნენ. საქართველოში სამი ქალაქი შემოუერთდა ამ ინიციატივას და შედეგად, თბილისის სიმბოლო - სატელევიზიო ანძა, ბათუმის ახალი სტადიონი და ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრი 20 ნოემბერს ლურჯად განათდა.