ოჯახები შეძლებენ უკეთესი სოციალური მომსახურების მიღებას ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერის შედეგად

05 ივნისი 2023
Social Workers
UNICEF/Geo-2023/Sukhitashvili

თბილისი, საქართველო, 30 მაისი, 2023 წელი. შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოს, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის წარმომადგენლები, განიხილეს ერთობლივი ინიციატივის შედეგები, რომელიც სოციალური სამუშაოს გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

 

აღნიშნული ინიციატივა ნაწილი იყო ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტისა და  განხორციელდა 18  თვის განმავლობაში.  პროექტი მიზნად ისახავდა სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოს დახმარებას სოციალური მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაში.

 

აღნიშნული ინიციატივის შედეგად:

  • გაუმჯობესდა სოციალური მუშაობის შემთხვევების მართვის სისტემა და მასში ჩართული პროფესიონალების სპეციალიზაცია. ეს გულისხმობს ბავშვების და ოჯახების რისკების გათვალისწინებას და უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებთა მრავალმხრივ საჭიროებებზე ეფექტიან ინდივიდუალურ რეაგირებას.   
  • შეიქმნა და განვითარდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზედამხედველობის სისტემა.  
  • დაინერგა სპეციალიზაციის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს თემატური მიმართულებებით სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და მენეჯმენტს.
  • შეიქმნა და დაინერგა სუიციდისა და სექსუალური ძალადობის რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების სისტემა. სოციალური სამუშაოს 437-მა სპეციალისტმა (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, პროფესიული ზედამხედველი, იურისტი) გაიარა მომზადება სუიციდის, ასევე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის შესახებ.  
  • შეიქმნა და დაინერგა დამწყებ სოციალურ მუშაკთა მომზადებისა და უწყვეტი განათლების სისტემა, ასევე, სოციალურ მუშაკთა შეფასების მექანიზმი.
  • შემუშავდა კონცეფცია ბავშვების და ოჯახების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის მიზნით სოციალური მუშაკის ჩარევების სპეციფიკის შესახებ.

„პროფესიული და ხელმისაწვდომი სოციალური სამუშაო სასიცოცხლოა პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის“, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში გუნდის ხელმძღვანელმა აგატა ნიებოიმ.

“პროექტის და ევროკავშირის დახმარების წყალობით, სოციალური მუშაკები გააუმჯობესებენ თავიანთ მომსახურებას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ხელი შევუწყეთ დაუცველი ჯგუფების და ოჯახების გაძლიერებაში საქართველოში“, აგატა ნიებოი, ევროკავშირის წარმომადგენლობის გუნდის ხელმძღვანელი ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში

„კარგად დაგეგმილი, განვითარებული და მხარდაჭერილი სოციალური სამუშაო უმნიშვნელოვანესია ბავშვების, ოჯახებისა და თემებისათვის სიღარიბესთან, ძალადობასთან ბრძოლის და სოციალური ინკლუზიის მიმართულებით“, აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ემი ქლენსიმ. “მადლობას ვუხდით ევროკავშირს მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სააგენტოსთან სოციალურ მუშაკთა გასაძლიერებლად, რათა მათ შეძლონ საზოგადოების მხარდაჭერა“, დასძინა ქლენსიმ.

„კარგად დაგეგმილი, განვითარებული და მხარდაჭერილი სოციალური სამუშაო უმნიშვნელოვანესია ბავშვების, ოჯახებისა და თემებისათვის სიღარიბესთან, ძალადობასთან ბრძოლის და სოციალური ინკლუზიის მიმართულებით“, - ემი ქლენსი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადენლის მოადგილე

სოციალური მუშაობის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს ბავშვებისა და ოჯახების უფლებების დაცვას, რადგან ეს უფლებები გადამწყვეტ როლს ასრულებს თემებისა და ადამიანების, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ადამიანების საბაზისო და კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ეს მოიცავს მოსახლეობასთან მუშაობას, პრობლემების იდენტიფიცირებას და საჭიროებისამებრ შესაბამისი მიმართულების მიცემას, ასევე იმ ოჯახებისა და ჯგუფების ინფორმირებას და კონსულტირებას, რომლებიც არსებულ მომსახურებასა და დახმარების პაკეტებს საჭიროებენ.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; სოციალური მუშაობის გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.