მართლმსაჯულება ბავშვებისთვის

მუშაობთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარების მიზნით

Diverted Juvenile with Social Worker
UNICEF

გამოწვევა

ევროკავშირის მხარდაჭერით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში, რათა ეს სისტემა ბავშვების საჭიროებებზე იყოს მორგებული. საგრძნობლად შემცირდა საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი ბავშვების რიცხვი, რასაც ხელი შეუწყო განრიდებისა და მედიაციის წარმატებული პროგრამების განხორციელებამაც. ბოლო წლების მანძილზე ყურადღება გამახვილდა ინსტიტუციური და ადამიანური რესურსის განვითარებაზე. იგულისხმებიან ის ადამიანები, ვისაც უშუალო კავშირი აქვს ბავშვთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებთან. ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი ამ სფეროს მარეგულირებელი სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული კანონმდებლობის შეცვლის თვალსაზრისით. აუცილებელია ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა მართლმსაჯულების მთელ სისტემაში, რათა ბავშვებისთვის გარანტირებული იყოს დროული და ასაკის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. 

 

მნიშვნელოვანია დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერებაც. უწყებებს შორის კოორდინაცია დღემდე სუსტია

არ არსებობს დროული იდენტიფიკაციის ქმედითი სისტემა; მწირია ბავშვების მხარდამჭერი პროგრამები. აუცილებელია ამ პროგრამების შემუშავება და გაძლიერება. მნიშვნელოვანია სოციალური და ბავშვთა დაცვის უწყებები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დანაშაულის პრევენციის პროცესში.  

Diversion
UNICEF/Geo-2018/Blagonravova

გამოსავალი

სახელმწიფო რეფორმების ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით აქტიურად ვმუშაობთ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და ბავშვზე მორგებულიმართლმსაჯულების სისტემის განვითარების მიზნით საქართველოში. ვმუშაობთ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რათა საქართველოს კანონმდებლობა სრულად შეესაბამებოდეს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.ვეხმარებით მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსჯულების კოდექსის განხორციელებაში.  

ჩვენი აქტიური დახმარებით შემუშავდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამები, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ზომები. ამ პროგრამის წყალობით ბავშვს შეუძლია განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და მასთან დაკავშირებული სტიგმის გარეშე. განრიდებისა და მედიაციის პროგრამები საქართველოს ყველა კუთხეში მუშაობს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, არ გამოიყენოს არასრულწლოვანთა მიმართ  სისხლის სამართლებრივი დევნა და ამავდროულად, არც დანაშაულის ფაქტი  უგულებელყოს და არც მსხვერპლთა ინტერესები.  

ვეხმარებით მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსჯულების სისტემაში მომუშავე პროფესიონალების, მათ შორის პოლიციელების, პროკურორების, მოსამართლეების, ადვოკატების, სოციალური მუშაკების, მედიატორებისა და სხვათა სათანადოდ მომზადებაში ბავშვებთან სამუშაოდ.

ყველა სამთავრობო უწყებას უკვე აქვს გეგმა, შექმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ექსკლუზიურად ბავშვებთან იმუშავებენ და ასევე ჩამოაყალიბონ ხარისხის კონტროლის და მონიტორინგის შიდა მექანიზმები. გარდა ამისა, ვეხმარებით მთავრობას შეიქმნას ერთიანი მონაცემთა ბაზა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილბავშვებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაგროვებლად.  ეს შესაძლებელს გახდის შემუშავდეს ანალიზზე დაფუძნებული პოლიტიკა და პროგრამები.

აქტიურად ვმუშაობთ არასრულწლოვანთა მართლმსჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებული გარემოს შესაქმნელად. მართლმსჯულების დაწესებულებებშიბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნასაშუალებას აძლევს ბავშვებს, უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი მართლმსაჯულებისპროცედურების მიმდინარეობისას და არ მოხდეს ბავშვების რეტრავმირება. ვმუშაობთ აგრეთვე ბავშვებმა მიიღონ ინფორმაცია საკუთარიუფლებებისადაარსებულიმექანიზმებისშესახებმათთვის გასაგებ ენაზე.

რესურსები

Embedded video follows
Embedded video follows
Embedded video follows
Embedded video follows
Embedded video follows
Embedded video follows
Embedded video follows
Embedded video follows
Embedded video follows