ვიდეო ბლოგი ბავშვთა უფლებებზე
ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
- English
- ქართული
"ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას"
ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი მე-3
"მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად. მონაწილე სახელმწიფოები ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა რეალიზაციისათვის ასეთ ზომებს ღებულობენ მათ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, აუცილებლობის შემთხვევაში კი - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში."
ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი მე-4
"მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად.
ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით."
ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი მე-12
"მონაწილე სახელმწიფოები ეთანახმებიან იმას, რომ ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს:
ა) ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების სრული განვითარებისაკენ..."
ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 29-ე
"მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით."
ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი მე-5
"მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით".
ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი მე-19
„გააძლიერეთ გლობალური პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, ასევე მრავალმხრივი პარტნიორობა, რომელიც თავს მოუყრის და გააზიარებს ცოდნას, გამოცდილებას, ტექნოლოგიებსა და ფინანსურ რესურსებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მხარდასაჭერად ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
წაახალისეთ საჯარო, საჯარო-კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება პარტნიორობის გამოცდილებასა და სტრატეგიებზე“.
მდგრადი განვითარების მიზანი 17