ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოს უნივერსიტეტების საშუალებით
პირველი საერთაშორისო კონფერენცია: „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“
- English
- ქართული
1-2 ოქტომბერს ქუთაისში საერთაშორისო კონფერენცია: „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ გაიმართა. კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით იმართება და ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამაში.
ორდღიანმა კონფერენციამ თავს მოუყარა პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და სპეციალისტებს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებიდან.
ფორუმი წარმოადგენდა სივრცეს დისკუსიებისთვის და ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, მასწავლებლებისა და სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იყო უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალურ ნორმებზე ზეგავლენაზე.
კონფერენციაზე უნივერსიტეტებმა წარმოადგინეს საკუთარ ინიციატივები, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
მონაწილეები კონფერენციის შესახებ
ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში
საბინე მახლი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში
დიეგო კოლასი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში
რენატე ვინტერი, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი
სოფო კილაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის ელჩი საქართველოში
როლანდ კოპალიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
მამული ბუჭუხიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი
ნანა შონია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ნათია ჯოხაძეს, ელფოსტა: [email protected] და
ნანი ზეინკლიშვილს, ელფოსტა: [email protected]