ბავშვები და მოზარდები საქართველოში 2000

სტატისტიკური პუბლიკაცია

Youth and children
UNICEF/GEO-2020/Jibuti

შესახებ

"ბავშვები და მოზარდები საქართველოში 2020" წარმოადგენს სტატისტიკურ პუბლიკაციას, რომელიც მომზადდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი)  მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით და ძირითადად მოიცავს 2015-2019 წლების მონაცემებს 25 წლამდე ასაკის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, ცხოვრების დონის, დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის, სამართალდარღვევების, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლების შესახებ. მასში ასევე წარმოდგენილია 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და მრავალინდიკატორული  ლასტერული კვლევა (MICS) მიქსი საქართველო 2018-ის შედეგები, რომელიც საქსტატმა განახორციელა 2018-2019 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდთან (იუნისეფი) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.


პუბლიკაციაში წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება საქსტატის მიერ წარმოებული გამოკვლევების შედეგებს და ადმინისტრაციულ წყაროებს.  წინამდებარე გამოცემა განკუთვნილია მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფისთვის და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდობის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებულობას და მათ დახმარებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


საქმიანი შენიშვნები და წინადადებები პუბლიკაციის ფორმატისა და შინაარსის შესახებ, მადლიერებით იქნება აღქმული ავტორთა ჯგუფის მიერ.