COVID-19-ის პერიოდში ახალგაზრდების მხარდასაჭერად ახალ პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი
- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, 2020 წლის 15 მაისი. კანტის აკადემიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის ფარგლებში ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ დამატებით აქტივობებსა და პროგრამებში, რომელთა მიზანია ახალგაზრდების განვითარება და მათი ჩართულობის გაზრდა.
დღეს გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კანტის აკადემიასთან, რომელიც მოზარდთა არაფორმალური განათლების წამყვანი პლატფორმაა საქართველოში. თანამშრომლობის მიზანია მოზარდების უნარების განვითარება გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი COVID-19 პანდემიის პირობებში გაჩენილ ახალ საჭიროებებს. პარტნიორობის ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იქნება მოზარდებში ე.წ. სასიცოცხლო უნარების განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე.
"ჩვენ მიზნად ვისახავთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რომ მათ განაგრძონ აქტიური ცხოვრება და შეიძინონ ახალი უნარები." - ღასან ხალილი.
“COVID-19 პანდემიამ შეცვალა ახალგაზრდების ყოველდღიურობა, წაართვა მათ სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რამაც მათში გაურკვევლობა გამოიწვია. ამ მემორანდუმის ხელმოწერით, ჩვენს პარტნიორთან ერთად, ჩვენ მიზნად ვისახავთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რომ მათ განაგრძონ აქტიური ცხოვრება და შეიძინონ ახალი უნარები; იპოვონ ახალი პლატფორმები განვითარებისთვის, რაც აამაღლებს მათ ცნობიერებას და დაეხმარება COVID-19 კრიზისის თანმდევი გამოწვევების გადალახვის გზების პოვნაში“ - ამბობს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი.
პარტნიორობის ფარგლებში, COVID-19 პანდემიით გამოწვეული საჭიროებების უკეთ გასაგებად, გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან. ამ საჭიროებების საფუძველზე, შემუშავდება ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული განვითარების მოდულები. გარდა ამისა, ჩატარდება 40 ონლაინ ღონისძიება რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდთა ონლაინ-ქსელების შექმნას, რათა მათ შეძლონ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. პარტნიორობის ფარგლებში ასევე მოეწყობა ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდებისთვის და თანატოლთა განმანათლებლების ხელშეწყობისთვის.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.