COVID-19: ავადმყოფობის გავრცელების შეჩერების მცდელობის პერიოდში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის, მათი უგულებელყოფის, ექსპლუატაციისა და მათ მიმართ ძალადობის რისკები – გაეროს ბავშვთა ფონდი

ახლად შემუშავებული ტექნიკური სახელმძღვანელოს მიზანია მთავრობების დახმარება, გააძლიერონ პანდემიის დროს ბავშვთა დაცვის ზომები

23 მარტი 2020
boy crying
UNICEF/GEO-2015/Khetaguri/

ნიუ ორკი, 20 მარტი, 2020 – COVID-19 პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ გატარებული ზომების გამო მსოფლიოში ასობით მილიონი ბავშვი სავარაუდოდ დადგება მათი პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელყოფის გაზრდილი საფრთხის წინაშე, და ამ საფრთხეებს შორისაა ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობა, გენდერული ძალადობა, ექსპლუატაცია, სოციალური გარიყვა და მომვლელებისგან დაცალკევება. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს, დაიცვან და უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა დაავადებით გამოწვეული სულ უფრო მზარდი სოციო-ეკონომიკური პრობლემების ფონზე. გაეროს ბავშვთა სააგენტომ, „ჰუმანიტარულ საქმიანობაში ბავშვთა დაცვის ალიანსიდან“ მის პარტნიორებთან ერთად, გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ნუსხა  ქმედებებში ჩართული ორგანიზაციებისა და ქვეყნების მთავრობების დასახმარებლად.

COVID-19-მა სულ რამდენიმე თვეში შეცვალა ბავშვებისა და ოჯახების ცხოვრება მთელ დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოღება აუცილებელი იყო, საკარანტინე ზომებმა, როგორიცაა სკოლების დახურვა და გადაადგილების შეზღუდვა, დაარღვია ბავშვების ჩვეული რუტინა და მათი მხარდაჭერის სისტემები. ეს ასევე, დამატებით სტრესს უქმნის ბავშვის პატრონებს, რომელთაც შეიძლება უწევთ სამსახურების გაცდენა.  

COVID-19-თან დაკავშირებულმა სტიგმამ ზოგი ბავშვი უფრო დაუცველი გახადა ძალადობის და ფსიქოლოგიური სტრესისაგან. ამავე დროს, ღონისძიებებმა, რომლებიც არ ითვალისწინებს ქალებისა და გოგონების გენდერულ საჭიროებებსა და უსაფრთხოების საკითხებს, შეიძლება ასევე გაზარდოს მათი სექსუალური ექსპლუატაციის, ჩაგვრისა და ბავშვთა ქორწინების რისკები. მაგალითად, ჩინეთიდან ბოლოდროინდელი ფაქტები ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.

 

„ხშირ შემთხვევაში ეს დაავადება უკვე აღწევს იმ ბავშვებსა და ოჯახებამდე, რომლებიც საკმაოდ მოშორებულები არიან პირდაპირ ინფიცირებულ პირებს“ - ამბობს კორნელიუს უილიამსი, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი. „იკეტება სკოლები. მშობლებს უჭირთ ბავშვების მოვლა და ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა. იზრდება რისკები ბავშვთა დაცვის კუთხით. ამ ინსტრუქციებში მოცემულია იმ პრაქტიკული ზომების ჩამონათვალი მთავრობებისა და ბავშვთა დაცვის შესაბამისი სამსახურებისთვის, რომლებიც შეიძლება გატარდეს ბავშვების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის  ამ გაურკვევლობის დროს.“.



საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ადრე დამდგარი კრიზისული მდგომარეობების დროს ხშირად ხდებოდა ბავშვების ჩაგვრა და ექსპლუატაცია. მაგალითად, 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის გავრცელების გამო სკოლების დაკეტვის დროს მკვეთრად მოიმატა ბავშვთა შრომის, მათი უგულებელყოფის, სექსუალური შევიწროებისა და არასრულწლოვანთა ორსულობის შემთხვევებმა. სიერა ლიონეში არასრულწლოვანთა ორსულობის სიხშირე თითქმის გაორმაგდა ეპიდემიის წინა პერიოდთან შედარებით და 14 000-ს მიაღწია.

 

რეკომენდაციებში „ალიანსი“ აღნიშნავს, რომ მთავრობებმა და ბავშვთა დაცვის შესაბამისმა უწყებებმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები გათვალისწინებული იყოს COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის ყველა ღონისძიებაში, მათ შორის უნდა მოხდეს:
 

  • ჯანდაცვის, განათლებისა და ბავშვთა მომსახურების მუშაკების მომზადება ბავშვთა დაცვის საკითხებში COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შესახებ, სექსუალური ექსპლუატაციისა და შეურაცხყოფის პრევენციის ჩათვლით და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხო შეტყობინებები;
  • გენდერული ძალადობის მსხვერპლთან პირველად შეხებაში მყოფ პირთა მომზადება, როგორ მართონ გენდერული ძალადობის გამოვლენილი შემთხვევები და ითანამშრომლონ ჯანდაცვის მუშაკებთან  გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად;
  • მეტი ინფორმაციის გაცვლა ბავშვების რეფერალურ და სხვა მხარდამჭერ სერვისებზე;  
  • ბავშვების, განსაკუთრებით მოზარდების, შეფასება, თუ რა განსხვავებულ გავლენას ახდენს მათზე COVID-19, რათა მოხდეს შესაბამისი პროგრამებისა და ადვოკატირების კამპანიების წარმართვა;
  • დროებითი ცენტრების და ოჯახების, მათ შორის, სადაც ოჯახის უფროსი  ბავშვია, და მიმღები ოჯახების, დახმარება ბავშვების ემოციური მხარდაჭერისა  და  მათი ასაკისთვის შესაფერის თავის მოვლის   საქმიანობაში ჩასართავად;
  • ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავლის მიღების შესაძლებლობა შეიზღუდა;
  • კონკტერული ღონისძიებების გატარება ბავშვისა და ოჯახის ერთმანეთისგან დაშორების აღსაკვეთად და იმ ბავშვებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომლებიც მარტო დარჩნენ მშობლის ან სხვა მომვლელის ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების გამო; და
  • გარანტირება, რომ დაავადების კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებების დროს ბავშვთა დაცვას მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.