წლის საუკეთესო მოხალისის დაჯილდოების ღონისძიება შეაჯამებს საქართველოს ახალგაზრდა მოხალისეების ძალისხმევას დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად

05 დეკემბერი 2022
Awarding the Volunteers of the Year
UNICEF/Geo-2022/Sukhitashvili

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 5 დეკემბერიასობით ახალგაზრდა მოხალისემ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,ჰელფინგ ჰენდის’’-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში COVID 19-ის გამოწვევების საპასუხოდ.

5 დეკემბერს, როცა მსოფლიოში მოხალისეობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა და დააჯილდოვა წლის საუკეთესო მოხალისეები. ღონისძიებას დაესწრნენ მოხალისეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები 63 მუნიციპალიტეტიდან, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისა და სკოლების წარმომადგენლები. კონკურსის გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების (13-18) და ახალგაზრდების (19-29) ჯგუფიდან გამოვლინდნენ სხვადასხვა თემატურ ნომინაციაში.

„ახალგაზრდების მონაწილეობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია მათი და მთლიანად საზოგადოების განვითარებისათვის,“ აღნიშნა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდისწამომადგენელმა საქართველოში. „ისეთი კრისიზის დროს, როგორიც COVID 19-ის პანდემიაა, საჭიროა მოზარდებისა და ახალგაზრდების პრიორიტეტებისა და საჭიროებების გათვალისწინება. აუცილებელია მათი კარგად ინფორმირება და შესაბამისი რესურსებითა და განათლებით აღჭურვა.“

მოხალისეები შეარჩიეს ,,ჰელფინგ ჰენდის’’-ის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შექმნილ მოხალისეთა ახალგაზრდულ პლატფორმის საშუალებით  https://youthvolunteering.ge, სადაც 3000-ზე მეტი ახალგაზრდა მოხალისეა დარეგისტრირებული. მთელი წლის განმავლობაში ახალგაზრდები აღნიშნული პლატფორმის გამოყენებით აზიარებდნენ ისტორიებს მათ მიერ შესრულებული მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ.  

ყოველწლიური დაჯილდოების ტრადიციის მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის  მხარდაჭერა დაწახალისება, ასევე, იმ მოხალისეების შრომის დაფასება, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან  სოციალურადდაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დახურვის ცერემონიაზე შეაჯამეს „მოხალისე წყლის ადვოკატების“ პროექტის შედეგებიც. ახალგაზრდებმა ერთმანეთს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და შთაბეჭდილებები. მთლიანობაში ახალგაზრდებმა განახორციელეს 500-მდე პროექტი და დაეხმარნენ 40,000-ზე მეტ ადამიანს საქართველოს მასშტაბით.

2022 წელს მოხალისეობის საერთაშორისო დღის მთავარი თემაა სოლიდარობა მოხალისეობის მეშვეობით. კამპანია ხაზს უსვამს კოლექტიური ჰუმანურობის ძალას, რომელიც მოხალისეობის მეშვეობით აღწევს პოზიტიურ ცვლილებებს. სოლიდარობით გაერთიანებული მოხალისეები ახორციელებენ კონკრეტულ პროექტებს არსებული გამოწვევების დასაძლევად და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.