ტყვიის წყაროების შესწავლის მიზნით დაავადებათა კონტროლის და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობა

20 ივლისი 2020
Atomic Absorption Spectrometer handed to NCDC Georgia
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 20 ივლისი, 2020. დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა ატომურ აბზორფციული სპექტრომეტრი - ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში, ა.შ.)  ტოქსიკური მეტალების (როგორიცაა ტყვია, კადმიუმი და არსენიკი) შემცველობის განსასაზღვრად.

ლაბორატორიული მოწყობილობა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა. მოწყობილობა გამოყენებული იქნება  ტყვიის წყაროების შესასწავლად საქართველოში, ასევე სხვა კვლევებისთვის.  

გასულ წელს გამოქვეყნებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში აღებული იყო 2-7 წლის ასაკის ბავშვების  1,570 ვენური სისხლის ნიმუში. საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის 5 μg/dL-ზე მაღალი დონე აღმოაჩნდა, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში დადგენილ შემცველობას.

 

"დაიწყო ჩვენი საქმიანობის მესამე ეტაპი - ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავება და განხორციელება." - ღასან ხალილი.

 

„ტყვია გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტვინს. ის განსაკუთრებით საშიშია ჩვილების და 5 წლამდე ასაკის ბავშვების ტვინისთვის, რადგან ის სრულყოფილად განვითარებამდე ზიანდება. ეს კი იწვევს ნევროლოგიურ, კოგნიტურ და ფიზიკურ შეზღუდვებს,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „გაეროს ბავშვთა ფონდი, ესტონეთის საელჩოსთან და აშშ განვითარების სააგენტოსთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ბავშვების სისხლში ტყვიის მომატებული დონის შესამცირებლად. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, ჩვენ ვეხმარებით მთავრობას ტყვიის წყაროების  დადგენაში, ვქმნით ლაბორატორიული ბაზას, სადაც შესაძლებელი იქნება ტოქსიკური მეტალების აღმოჩენა როგორც სისხლში, ისე სხვადასხვა მასალაში ადგილობრივად. დაიწყო ჩვენი საქმიანობის მესამე ეტაპი - ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავება და განხორციელება.“

რამდენიმე თვის წინ, აპრილში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ასევე გადაეცა სწრაფი დეტექციის ოთხი აპარატი, რომელიც შესაძლებელს ხდის ტყვიით დაბინძურების წყაროების შესწავლას. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხების გამო, ტყვიით დაბინძურებული წყაროების შესწავლის საველე სამუშაოები გადაიდო და განახლდება სიტუაციის გამოსწორებისთანავე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.