საქართველოს, ესტონეთსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის პარტნიორობის ფარგლებში 100 სკოლის მასწავლებლებმა გაიუმჯობესეს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარები

05 ივლისი 2022
Children in schools
UNICEF/GEO-2020/Jibuti

ბათუმი. 5 ივლისი. 2022წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოებული სამმხრივი პარტნიორობის შედეგად საქართველოს 100 სკოლის მასწავლებლები და დირექტორები ახლა უკეთ არიან აღჭურვილი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებით.

პროგრამის მიზანი იყო საქართველოში ბავშვების განათლების ხარისხის გაუმჯობესება სწავლისა და სწავლების ხარისხსთან დაკავშირებული დისტანციური, პირისპირი, თანაბარგანმანათლებლების ტრენინგისა და ქოუჩინგის მეშვეობით. პროგრამამ მოიცვა თბილისის, გურიის, აფხაზეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის სკოლები, მათ შორის შორეული და მაღალმთიანი რაიონების სკოლები. პროგრამაში მონაწილე მასწავლებლებს პროფესილ განვითარების ხელშესაწყობად ყურადღება გამახვილდა სწავლებაში ესტონური გამოცდილების გაზიარებაზე.

სამმხრივი პროექტის დასკვნითი კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა ქ-ნმა მაია ხაჯიშვილმა, ესტონეთის ელჩმა, მისმა აღმატებულობამ ქ-ნმა რიინა კალიურანდმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლებისა და სასწავლო გეგმების შემუშავების განყოფილების ხელმძღვანელმა ქ-ნ,ა მარიამ ჩიქობავამ და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ბ-ნმა ღასან ხალილმა. კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებმა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააზიარეს პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და მოამზადეს პრეზენტაციები უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების პედაგოგებმა გაიარეს კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგიების სასწავლო კურსი. აღნიშნული სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგი სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოსა და სკოლის ადმინისტრირების შესახებ. ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემატიკას:  მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, საკლასო მენეჯმენტი, განმავითარებელი შეფასება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და სასწავლო რესურსები. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ღია სემინარები ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებასა და  ესტონეთში მასწავლებელთა პოლიტიკაზე. ასევე მოეწყო სასწავლო ვიზიტი ქ. ტალინში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები და დაწყებითი კლასის მასწავლებლები. ესტონელმა ექსპერტებმა, მასწავლებლებმა და დირექტორებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.