საქართველოს და ესტონეთის მთავრობების და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის ფარგლებში განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების უნარებს გაიუმჯობესებენ

27 ოქტომბერი 2020
Bees project presentation
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

თბილისი, 27 ოქტომბერი, 2020. საქართველოს 100 სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებლები, სკოლების ადმინისტრაციისა და განათლების სისტემის თანამშრომლები გაივლიან გადამზადებას დისტანციური სწავლებისა და სწავლის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორული პროექტის ფარგლებში.

თანამშრომლობის მიზანია საქართველოში ბავშვების განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ასევე განათლების სისტემის თანამშრომლების გადამზადება, ტრენინგების და წვრთნების ორგანიზება ონლაინ სწავლა-სწავლების შესახებ.

პროგრამის პრეზენტაცია 186-ე სკოლის შენობაში გაიმართა, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რინა კალიურანდმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა გამართეს შეხვედრა და დისკუსია პროექტში ჩართული სკოლების ადმინისტრაციასა და პედაგოგებთან.

 

Bees project presentation

 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლების სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებას,  მათი უნარებისა და ცოდნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში, განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა,“ განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ. „მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ბავშვთა განათლების უფლების დაცვაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი წვდომა განათლების სფეროს სიახლეებზე და ხარისხიან, უწყვეტ განათლებაზე. სწორედ ამას ემსახურება ეს ერთობლივი პროექტიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მათი მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო და ხელი შევუწყოთ შეიძინონ ცოდნა და უნარები თვითრეალიზაციისთვის  ტექნოლოგიურად სწრაფადცვალებად განვითარებულ სამყაროში.“

 

"გვიხარია, რომ ჩვენი გამოცდილება რელევანტურია საქართველოსთვისაც და შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ქართველი ბავშვებისთვის განათლების ხარისხის ამაღლებაში." - რიინა კალიურანდი

 

"მოხარულები ვართ, რომ გრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის. ბოლო 15-20 წლის მანძილზე ესტონეთმა წარმატებით მოახდინა საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზება და გვიხარია, რომ ჩვენი გამოცდილება რელევანტურია საქართველოსთვისაც და შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ქართველი ბავშვებისთვის განათლების ხარისხის ამაღლებაში, რაც მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერით უნდა მოხდეს". - ამბობს ესტონეთის ელჩი საქართველოში, რიინა კალიურანდი.

 

"გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მასწავლებლების და მოსწავლეების მხარდაჭერას დისტანციური სწავლებისთვის საჭირო უნარების და რესურსების მიწოდებით, რადგანაც სწორედ დისტანციური განათლებაა დღეისათვის განათლების მიღების უპირატესი გზა." - ღასან ხალილი

 

„კორონავირუსის პანდემიის შედეგად სკოლების დაკეტვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ბავშვების განათლების პროცესი,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მასწავლებლების და მოსწავლეების მხარდაჭერას დისტანციური სწავლებისთვის საჭირო უნარების და რესურსების მიწოდებით, რადგანაც სწორედ დისტანციური განათლებაა დღეისათვის განათლების მიღების უპირატესი გზა. გაეროს ბავშვთა ფონდსა და ესტონეთის მთავრობას შორის თანამშრომლობას უკვე სერიოზული შედეგები აქვს და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ  უკეთეს აკადემიურ შედეგებს მივათწიოთ ბავშვებში“.

 

Bees project presentation

 

პროგრამა დაფარავს 100 საჯარო სკოლას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სკოლებს რთულად მისადგომ და მთიან რეგიონებში, და მიზნად ისახავს მასწავლებლებისთვის დისტანციური სწავლების ესტონური გამოცდილების გაზიარებას მათი პროფესიული განვითარებისთვის. დაწყებითი განათლების მასწავლებლები გაივლიან მომზადებას კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგიაში. სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურცენტრების წამომადგენლები გაივლიან ტრენინგს საგანმანათლებლო გარემოსა და სკოლის მენეჯმენტში. მონაწილე სკოლები შეიძენენ გამოცდილებას სხვადასხვა პლატფორმების შექმნასა და მართვაში ცოდნის, პრაქტიკისა და თანამშრომლობის იდეების გასაზიარებლად.

პროგრამა 2020 წელს დაიწყო და 2 წელი გაგრძელდება. პროექტს სრულად აფინანსებს ესტონეთის მთავრობა.

ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. პარტნიორობა ითვალისწინებდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვას და დახვეწას, ესტონური სწავლებისა და სწავლის მეთოდების დანერგვას სკოლებში საქართველოში და საუნივერსიტეტო კურსების შექმნას მასწავლებლების მოსამზადებლად.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

About UNICEF

UNICEF promotes the rights and wellbeing of every child, in everything we do. Together with our partners, we work in 190 countries and territories to translate that commitment into practical action, focusing special effort on reaching the most vulnerable and excluded children, to the benefit of all children, everywhere.

For more information about UNICEF and its work for children, visit www.unicef.org/georgia/

Follow UNICEF on Twitter and Facebook