საკომუნიკაციო კამპანია სოციალური ცვლილებებისათვის - #დაინახეყველაფერი - მესტიაში რეგიონულ ღონისძიებას მართავს

საკომუნიკაციო კამპანიის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმისა და უარყოფითი დამოკიდებულების ცვლილება

16 ივლისი 2020
See Every Colour
UNICEF/GEO-2020/Darchia

მესტია, საქართველო. 2020 წლის 15 ივლისი. ეროვნული საკომუნიკაციო კამპანია სოციალური ცვლილებისათვის, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ცვლილება, აგრძელებს გასვლებს საქართველოს რეგიონებში; ამჯერად, კამპანიის ფარგლებში გაიმართა რეგიონული ღონისძიება მესტიაში, სვანეთის რეგიონში. კამპანიას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური ჩართულობით. კამპანიის მიზანია საზოგადოებაში არსებული განწყობებისა და ნორმების ცვლილება ცნობიერების ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთგაგების გაღრმავების გზით.

ცნობიერების გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებები მესტიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. მონაწილეები ჩაერთნენ სახალისო თამაშებში და ქვიზებში, გაეცნენ მითებსა და რეალობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმ) შესახებ. კამპანიის კეთილი ნების ელჩებმა, ბავშვებმა, მშობლებმა და შშმ პირებმა მონაწილეობა მიიღეს ინოვაციურ ინტერაქციულ თამაშებში, ქვიზებში, შეჯიბრებებსა და სახალისო მარშში. ამას გარდა, დამზადდა და მესტიის შესასვლელში კედელზე განთავსდა დიდი და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი ტრაფარეტი, რომელიც დარჩება, როგორც კამპანიის სიმბოლო და საკითხის გარშემო ინფორმირებულობის გაზრდის ინსტრუმენტი.

 

See Every Colour

 

კამპანიის ფარგლებში ქუთაისში და ზუგდიდში ყოველდღიური რეისების შემსრულებელი მიკროავტობუსები გაფორმდა კამპანიის ფერებში; მათ ასევე გადაეცათ სხვადასხვა საინფორმაციო მასალა, შშმ პირების შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით. მესტიის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ბენეფიციარებმა გამართეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და შეასრულეს ხალხური ნაწარმოებები.

 

See Every Colour

 

ეროვნული საკომუნიკაციო კამპანია სოციალური ცვლილებისათვის #დაინახეყველაფერი მომზადდა 2017-2018 წლებში, საქართველოში შშმ პირებთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელებული არასწორი შეხედულებებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა. კამპანიამ მოიცვა ერთ მილიონზე მეტი ადამიანი და წვლილი შეიტანა შშმ პირთა მიმართ სტიგმის შემცირებაში. კამპანია განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

 

See Every Colour

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.