რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და იუნისეფი ერთიანდებიან საქართველოში ბავშვის უფლებათა დაცვისთვის

პარტნიორობა მიზნად ისახავს ბავშვის უფლებათა პოპულარიზაციის და დაცვის ხელშეწყობას რელიგიური დენომინაციების ჩართულობით და მათთან თანამშრომლობის გზით

09 აგვისტო 2019
Memorandum of cooperation
State Agency of Religious Issues

თბილისი, საქართველო, 9 აგვისტო, 2019. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. პარტნიორობა მიზნად ისახავს ბავშვის უფლებათა პოპულარიზაციის და დაცვის ხელშეწყობას რელიგიური დენომინაციების ჩართულობით და მათთან თანამშრომლობის გზით, ასევე ამ მიმართულებით მხარეთა ურთიერთანამშრომლობის გაძლიერებას.  

ბავშვის უფლებათა პოპულარიზაციის და დაცვის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმის ფარგლებში იუნისეფი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ითნამშრომლებენ რელიგიურ ლიდერებთან, მოაწყობენ თემატურ შეხვედრებს, სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს რაც ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებათა შესახებ რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლებას და ბავშვის უფლებათა დაცვის საქმეში მათი როლის გაზრდას.
 

Memorandum of cooperation


„რელიგიურ ლიდერებს აქვთ გავლენა მრევლზე, შესაბამისად მათ შეუძლიათ  მიაღწიონ დადებით ცვლილებებს საზოგადოებაში და დიდი წვლილი შეიტანონ ბავშვის უფლებების პოპულარიზაციის  და ბავშვის კეთილდღეობისა და განვითარების მნიშვნელოვანად გაუმჯობესების საქმეში“, ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში დოქტორ ღასან ხალილი. „მოხარული ვართ, რომ ეს პარტნიორობა შედგა წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავს“, დასძინა მან.

 „მემორანდუმი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ითვალისწინებს გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობას ისეთ მგრძნობიარე საკითხზე, როგორიცაა ბავშვთა უფლებების დაცვა და ასევე, ამ სფეროში რელიგიურ ლიდერთა თანადგომას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და  ავტორიტეტის გამოყენებას“, განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი