ოფიციალური შეხვედრის მონაწილეები ადასტურებენ, რომ ბავშვთა ოჯახურ გარემოში გადაყვანა საუკეთესო გადაწყვეტილებაა

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება

14 ივნისი 2021
UNICEF Logo
UNICEF

თბილისი, საქართველო. 2021 წლის 14 ივნისი. გაეროს ბავშვთა ფონდმა ევროკავშირთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს საპატრიარქოსთან და ვორლდ ვიჟენთან ერთად მონაწილეობა მიიღო საპატრიარქოში კვირას გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში, რომელიც საქართველოში ბავშვთა ინსტიტუციური ზრუნვის დასრულებას მიეძღვნა.  

გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება შეხვედრის მონაწილეების განცხადებას, რომ მომხრე არიან ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისა.

იუნისეფი საჭიროდ მიიჩნევს ინსტიტუციებიდან ბავშვების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოყვანას და ცალკეულ შემთხვევათა სათანადო განხილვას, რაც მოიცავს ბავშვების საჭიროებებისა და იმ გარემოს შესწავლას, რომელშიც მათი განთავსება მოხდება. იუნისეფი ასევე ყურადღებას ამახვილებს ბავშვების უფლებაზე, მათი აზრი  გათვალისწინებული იქნას აღნიშნულ პროცესში, რათა ისინი სათანადოდ მომზადებული დახვდნენ ოჯახური და სათემო ტიპის ზრუნვაში გადასვლას.

იუნისეფი მოუწოდებს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებისკენ, ინსტიტუციების დატოვების შემდეგ ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისკენ, რათა მოხდეს ოჯახებისგან მათი განცალკევების პრევენცია.

ამასთან, სანამ ბავშვები რჩებიან ინსტიტუციებში, მონიტორინგზე პასუხისმგებელმა ყველა შესაბამისმა უწყებამ, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატმა უნდა უზრუნველყოს ბავშვების უფლებების მონიტორინგი.

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს  შესაბამის პარტნიორებთან თანამშრომლობას, საქართველოში დასრულდეს ყველა ბავშვისათვის ინსტიტუციური ზრუნვა.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.