მასწავლებლები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან აიცრნენ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო სესიების შემდეგ

პრეს რელიზი

17 აგვისტო 2021
teachers vaccination in Samegrelo-Zemo Svaneti
UNICEF/GEO-2021/Chaava

ზუგდიდი, საქართველო, 2021 წლის 17 აგვისტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასწავლებლები აიცრნენ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც დაესწრნენ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით  გამართულ საინფორმაციო სესიებს, რომლებსაც ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები გაუძღვნენ. სესიების მიზანი იყო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება და მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც მათ ვაქცინაციის შესახებ ჰქონდათ.

ზუგდიდსა და მესტიაში გამართულ შეხვედრებს ფასილიტაცია გაუწიეს სამედიცინო სფეროს ცნობილმა ექსპერტებმა: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტმა ზვიად ყიფიანმა; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

 

"გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მასწავლებლების ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში და სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნაში." - ღასან ხალილი

 

„გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მასწავლებელთა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ადვოკატირებას, რათა მათ შეძლონ იმ სამაგალითო სამუშაოს გაგრძელება, რომელსაც საკლასო ოთახებში ეწევიან“, აღნიშნა საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა. „გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მასწავლებლების ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში და სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნაში. ჩვენ გვწამს, რომ ვაქცინაციის პროგრამაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მათ, ვინც ბავშვებს უპირველესი აუცილებლობის სერვისებს სთავაზობს, მათ შორის მასწავლებლებს. სკოლა უნდა იყოს ბოლო, რაც დაიხურება და პირველი, რაც გაიხსნება,“ დაამატა ბ-ნმა ხალილმა.

2021 წლის მაისიდან მოყოლებული, გაეროს ბავშვთა ფონდმა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა 14 შეხვედრა თემის ლიდერებთან, მათ შორის მასწავლებლებთან, ექიმებთან, რელიგიურ ლიდერებთან და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, მათი ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში ჩართვის მიზნით. საინფორმაციო შეხვედრების შედეგად, შეხვედრის დღესვე 800-ზე მეტი ადამიანი აიცრა, ხოლო თავიანთ თემებში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შეხვედრები ჩატარდა, ვაქცინაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აღინიშნებოდა.

კოვიდ-19-ის მიზეზით მასწავლებელთა სამსახურში არგასვლა ხელს უწყობს სკოლების დახურვას და ცალკეული კლასების დათხოვნას. ეს ასევე იწვევს სხვა მასწავლებელთა გადაღლას, რომლებსაც მოსწავლეები ემატებათ და მათ მხარდასაჭერად თავდაუზოგავად უწევთ მუშაობა.

უკანასკნელი მონაცემებით დგინდება, რომ პირისპირ სწავლება არ წარმოადგენს დაინფიცირების შემთხვევების უეცარი მატების ძირითად ხელშეწყობ ფაქტორს, ხოლო მთლიანი მოსახლეობის ფონზე სკოლის პერსონალი არ არის უფრო მაღალი რისკის მატარებელი ჯგუფი. სკოლები უმნიშვნელოვანესია ბავშვების განვითარებისთვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. მათ დახურვას გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება, რომლებიც ყველაზე მძიმედ მარგინალიზებულ ბავშვებზე აისახება. მწირი განათლების მქონე ბავშვები დგანან უფრო მაღალი რისკის წინაშე, ცხოვრება სიღარიბეში გაატარონ, მათი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობაც უფრო მოკლეა, ხოლო ჯანმრთელობაზე ასახული შედეგები - უფრო სავალალო.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.