კორონავირუსის ვაქცინების რბოლაში, ან ყველანი ერთად მოვიგებთ, ან ყველა ერთად დავმარცხდებით

გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჰენრიეტა ფორეს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დოქტორ ტედროს ადანომ გებრეუსის ერთობლივი განცხადება

12 თებერვალი 2021
Nurse with vaccine
UNICEF/GEO-2020/Jibuti

ნიუ იორკი/ჟენევა, 10 თებერვალი 2021 – ამ დროისთვის ადმინისტრირებული 128 მილიონი დოზა ვაქცინების სამ მეოთხედზე მეტი გადანაწილდა 10 ქვეყანაზე, რომლებიც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60% -ს შეადგენენ.

დღეის მდგომარეობით, თითქმის 130 ქვეყანაში, 2,5 მილიარდი მოსახლეობით, ჯერ კიდევ არ არის მიღებული ვაქცინის ერთი დოზაც კი.

ეს თვითდამარცხებისთვის განწირული სტრატეგია შეიწირავს ადამიანების სიცოცხლეს და სიცოცხლისუნარიანობას, ვირუსს მისცემს  მუტაციისა და ვაქცინებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას და საფრთხეს შეუქმნის გლობალური ეკონომიკის აღდგენას.

დღეს, გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - რომელთა პარტნიორობა 70 წელზე მეტს ითვლის - მოუწოდებენ ლიდერებს, გაიხედონ თავიანთი საზღვრების მიღმა და შეიმუშაონ ვაქცინაციის ისეთი სტრატეგია, რომელიც რეალურად შეაჩერებს პანდემიას და შეზღუდავს ვირუსის ახალი ფორმების გავრცელებას.

ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც, დაბალი და საშუალო შემოსავლის პირობებში, პანდემიის წინა ხაზზე იმყოფებიან, პირველ რიგში უნდა იყვნენ დაცულები, რათა მათ შეძლონ ჩვენი დაცვა.

COVAX-ის მონაწილე ქვეყნები ემზადებიან ვაქცინების მისაღებად და ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად. გადამზადდნენ ჯანდაცვის მუშაკები, აეწყო ცივი ჯაჭვის სისტემები. ერთადერთი, რაც მათ არ აქვთ, ესაა სამართლიანად განაწილებული ვაქცინები.

იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვაქცინაცია დაიწყოს ყველა ქვეყანაში 2021 წლის პირველი 100 დღის განმავლობაში, აუცილებელია:

  • მთავრობებმა, რომლებმაც უკვე აცრეს ჯანდაცვის მუშაკები და მძიმე დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა, COVAX–ის საშუალებით გაუზიარონ დარჩენილი ვაქცინები სხვა ქვეყნებს, რომ მათაც მოახერხონ იგივეს გაკეთება.
  • კორონავირუსის ინსტრუმენტებზე წვდომის აქსელერატორი - ACT Accelerator - და მისი ვაქცინების მიმართულება - COVAX სრულად დაფინანსდეს, იმისათვის, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს მივაწოდოთ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა ვაქცინების მიღებისა და ვაქცინაციის პროცესში. სრულად დაფინანსების შემთხვევაში, ACT Accelerator-ს შეუძლია დააბრუნოს 166 აშშ დოლარი თითოეული ჩადებული ყველა დოლარისთვის.
  • ვაქცინების მწარმოებლებმა გამოყონ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა სამართლიანი გადანაწილებისთვის და პრიორიტეტულად გაუზიარონ უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და წარმოების მონაცემები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მარეგულირებელი და საკანონმდებლო გადახედვისთვის; გააძლიერონ და მაქსიმალურად გაზარდონ ვაქცინების წარმოება; და გადასცენ ტექნოლოგია სხვა მწარმოებლებს, რომელთაც შეუძლიათ გლობალური მიწოდების მნიშვნელოვნად გაზრდა.

აუცილებელია, რომ მსოფლიო ლიდერებმა გაზარდონ ვაქცინების წარმოების მასშტაბი და მივაღწიოთ ვაქცინების სამართლიან გადანაწილებას.

COVID-19-მა აჩვენა, რომ ყველას ბედი განუყოფლად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. გავიმარჯვებთ თუ წავაგებთ, ამას ერთად გავაკეთებთ

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.