კვლევა აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის ცოდნის მაღალ დონეს COVID-19 შესახებ და დადებით დამოკიდებულებას პანდემიასთან საბრძოლველად გატარებული ზომების მიმართ

16 ივლისი 2020
Girl washing hands
UNICEF/GEO-2019/Robakidze

15 ივლისი, თბილისი.  -   COVID 19 - ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ მხარეებს ონლაინ ფორმატში წარედგინათ საქართველოში, კორონავირუსის ფონზე მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და ნდობის მონიტორინგის შედეგები. კვლევა ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და  საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის სამი ტალღა, რომელიც 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, თითო კვირიანი ინტერვალებით ტარდებოდა, საქართველოს ყველა რეგიონს (გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა) მოიცავდა. შედეგად გამოვლინდა: 

  • გამოკითხულთა უმრავლესობა (76-84%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ COVID-19 გავრცელების პრევენციისათვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და დროულად იმოქმედა. ამ პროცესში ჩართული სამთვრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობაც მაღალია.
  • მოსახლეობის 90%-ზე მეტმა კარგად იცის COVID-19 სიმპტომებისა და მისი გადაცემის გზების შესახებ, ხოლო დამცავ ზომებს 90%-ზე მეტი მიმართავს.
  • ნაკლებად გავრცელებული სიმპტომების შესახებ ცოდნა უფრო დაბალია და შესაბამისად, გამოკითხულ მოსახლეობას მეტი ინფორმაციის მიღება სურს.
  • კვლევამ ზომიერად ოპტიმისტური დამოკიდებულება გამოავლინა, იმაზე, თუ როგორ უმკლავდება მოსახლეობა კორონავირუსს - დაახლოებით 55% თვლის, რომ ინფიცირების შანსი დაბალია.

„ევროკავშირი საქართველოს COVID-19 კრიზისთან დასაძლევად სხვადასხვა გზით ეხმარება. ეს კვლევა 1,5 მილიარდი ლარის ოდენობით მხარდაჭერის მხოლოდ მცირე ნაწილია. შემდეგ კვირაში საქართველო დიდი ოდენობით სამედიცინო პირად დამცავ საშუალებას მიიღებს. კვლევა მნიშვნელოვანია მოსახლეობის არამხოლოდ კრიზისის მიმართ დამოკიდებულების გასარკვევად, არამედ სამომავლო ინტერვენციების დასაგეგმად. რეალობის ამ ფორმით შესწავლა გვეხმარება, მოსახლეობის მოლოდინსა და დამოკიდებულებას ზუსტად მოვარგოთ სამომავლო ინტერვენციები. შესაბამისად, პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროკავშირი კვლავ საქართველოს გვერდით იქნება.“ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი.

საზოგადოების დამოკიდებულების კვლევას უკვე გაეცნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და დონორები და შედეგები გამოიყენება COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო ინტერვენციების დასაგეგმად და რისკების კომუნიკაციისა და თემის ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად.

 

"კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია ამ პროცესებისთვის და შემდგომი დახმარებისა და ინტერვენციის დასახვეწად გამოიყენება." - ღასან ხალილი
 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოსთან მრავალწლიანი მუშობა ამ პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. აღნიშნული კვლევა ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის სამომავლოდ, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად. შედეგები უკვე ასახულია რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ამზადებს, რათა ქვეყნამ უკეთ შეძლოს მოსახლეობის საჭიროებებსა და მოლოდინზე პასუხის გაცემა.“  - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე.

„პანდემიის დაწყებიდანვე გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია, რათა ქვეყანას შეძლებოდა, უკეთ დაეკმაყოფილებინა გადაუდებელი საჭიროებები და უფრო  მედეგი გამხდარიყო საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ჩვენს დონორებთან ერთად გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადებაში, რომელსაც სამინისტრო მალე დაამტკიცებს. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია ამ პროცესებისთვის და შემდგომი დახმარებისა და ინტერვენციის დასახვეწად გამოიყენება.“ -  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.

 

კვლევის შედეგების სრულად წასაკითხათ ეწვიეთ ბმულს

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.