იუნისეფი მიესალმება თანამშრომლობას, რომლის მიზანია ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანა და ოჯახურ გარემოში განთავსება

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადება

09 ივნისი 2021
UNICEF Logo
UNICEF

თბილისი, საქართველო. 2021 წლის 9 ივნისი. გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს საპატრიარქოსა და ვორლდ ვიჟენთან ერთად  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში იმყოფებოდა, სადაც განიხილეს როგორც ნინოწმინდის, ასევე სხვა დანარჩენი ინსტიტუციებიდან ბავშვთა ოჯახურ გარემოში გადაყვანის საკითხები.

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში მიესალმება სამინისტროს, საპატრიარქოსა და ვორლდ ვიჟენ საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და დიალოგს, რომლის მიზანია ბავშვთა საჭიროებების შეფასება, ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი მომსახურებების და ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განსაზღვრა და ამ პროცესში პრიორიტეტი ოჯახში დაბრუნებას ენიჭება. აღნიშნული თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანია ბავშვების მოსაზრებების გათვალისწინება.

იუნისეფის აზრით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - ალტერნატიული ოჯახური ფორმის ზრუნვას.

იუნისეფს სურს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება ნინოწმინდის თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუციაში ძალადობასთან, ცუდ მოპყრობასა თუ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

ბავშვების, მათი ოჯახებისა და მათთან მომუშავე პროფესიონალების მზარდასაჭერად საჭიროა გაძლიერდეს ზრუნვის ალტერნატიული ფორმები და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები.

ყველა მონაწილეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაიცვან ყველა ბავშვისა და მათი ოჯახების პირადი სივრცის უფლება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. 

იუნისეფი გააგრძელებს ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის მიზეზების კვლევას, დაეხმარება დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას და ხელს შეუწყობს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებას.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.