ესტონეთის, საქართველოს მთავრობის და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის შედეგად რვა სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამედროვე სამაგისტრო პროგრამა აქვს მომავალი მასწავლებლებისთვის და თხუთმეტი საპილოტე სკოლის მოსწავლეები უფრო ხარისხიან განათლებას იღებენ

27 ნოემბერი 2019
Pupils in class
UNICEF/GEO-2019/Turabelidze

თბილისი, 27 ნოემბერი, 2019. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურის და სპორტის სამინისტროს და ესტონეთის მთავრობის სამწლიანი თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავდა მაღალკვალიფიციური მასწავლებლების მომზადებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, წარმატებით დასრულდა.

პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, 15 ქართულენოვანი  და 5 არაქართულენოვანი პარტნიორი სკოლების დირექტორებმა და მასწავლებლებმა, 9 სახელმწიფო პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა, ასევე ესტონური ფონდის „ინოვე“ და სამინისტროს ექსპერტებმა სამწლიანი პროგრამის ფარგლებში  საპილოტე სკოლებში და პარტნიორ უნივერსიტეტბში მიღწეული შედეგები და დადებითი ცვლილებები წარმოადგინეს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინა აბულაძემ, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა  და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას ღონისძიების გახსნით ნაწილში.

სამწლიანი პარტნიორობისა და ესტონელი და ქართველი სპეციალისტების ჩართულობისა და ტექნიკური მხარდაჭრის შედეგად:

  • რვა სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიმუშავა და 2018 წლიდან დანერგა 300 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა ზოგადი განათლების მომავალი მასწავლებლებისთვის. ამჟამად დაახლოებით 320 სტუდენტი სწავლობს ამ პროგრამაზე;
  • სახელმწიფო უნივერსიტეტებმა შეიმუშავეს საბაკალავრო პროგრამა სკოლამდელი დაწესებულებების მომავალი მასწავლებლებისთვის რომელიც მზადდება აკრედიტაციისთვის;
  • ცხრა პარტნიორ უნივერსიტეტს გაეწია დახმარება პროფესორების და ლექტორების შესაძლებლობების განვითარების კუთხით ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და სემინარების გზით;
  • შემუშავდა და სისტემაში დაინერგა სასწავლო გეგმის განხორციელების კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის;
  • შემუშავდა და გამოიყენება მასწავლებლის ტრენინგ მოდულები და ქიუჩინგ პროგრამა;
  • შემუშავდა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ახალი სკოლის მოდელის რეფორმაში დაინერგა ციფრული განათლების რესურსი „სწავლა თამაშით“;
  • 200-ზე მეტმა დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა გაიარა ტრენინგი და დაახლოებით 30-მა მიიღო ინდივიდუალური კონსულტაციები (ქოუჩინგი);
  • 15 ქართულენოვან პარტნიორ სკოლაში დაინერგა თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდოლოგია დაწყებით კლასებში;
  • პარტნიორი სკოლების ხელმძღვანელებმა გაიარეს ტრენინგი განათლებაში ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის თემაზე;
  • შემუშავდა შეფასების კონცეფცია და მექანიზმები და განხორციელდა წინასწარი და შემდგომი შეფასება ინტერვენციის შედეგის დასადგენად;
  • ეთნიკური უმცირესობის 5 პარტნიორმა სკოლამ მონაწილეობა მიიღეს ღია დისკუსიებში, სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში და შეხვედრებში, სადაც გაზიარებული იყო ორენოვანი განათლების სფეროში ესტონეთის გამოცდილება;
  • ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა ორივე პარტიორი მხარის სასწავლო ტურები მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექტორებისთვის, სამინისტროს და მისი სააგენტოების სპეციალისტებისთვის;
  • ესტონეთის პრეზიდენტმა პარტნიორ სკოლებს საჩუქრად გადასცა კომპიუტერული ტექნიკა სწავლა-სწავლების პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად ჩართვის მიზნით;
  • დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამეს პროგრამის მიღწევები და დასახეს საუკეთესო პრაქტიკის შენარჩუნების და გავრცობის გზები.

ხელმძღვანელობდნენ რა მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნით, რომელიც ხარისხიან განათლებას ეხება, ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა დაიწყეს სამწლიანი სამმხრივი პარტნიორობის პროგრამის განცორციელება. პარტნიორობას საფუძველი ჩაეყარა 2017 წლის 1 იანვარს და ის მიზნად ისახავს  ტექნიკური დახმარების გაწევას  საქართველოში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. პარტნიორობა ეფუძნება გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთის მთავრობის და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ 2014 წელს  დაწყებულ და წარმატებით განხორციელებულ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავდა განათლების თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობას. კომპეტენციები და ინკლუზიურობა მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებია, რომლებსაც დაეფუძნა ეს პარტნიორობა. პარტნიორობის მიზანი იყო მოსწავლეების და მასწავლებლების პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა, რათა მათ შეძლონ 21-ე საუკუნის უნარებისა და კომპეტენციების შეძენა ენაში, წიგნიერებაში,  მათემატიკაში, და ციფრულ წიგნიერებაში, რაც სწავლის საფუძველს წარმოადგნეს. სამმხრივი პარტნიორობის შთაგონების წყაროდ იქცა ესტონეთის სამაგალითო მიდგომა სწავლა-სწავლების პროცესისადმი, რის შედეგადაც ესტონელმა მოსწავლეებმა უმაღლესი შედეგები აჩვენეს 2015 წლის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში. პარტნიორობის ფარგლებში გამოიკვეთა ის სფეროები, რომლებშიც შესაძლებელია ესტონური განათლების მოდელის გადმოტანა საქართველოში. 15 ქართულენოვანი პარტნიორი სკოლა თბილისსა და რეგიონებში, 5 არაქართულენოვანი პარტნიორი სკოლა რეგიონებში და 9 სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს პროგრამაში, რათა აითვისონ და წარმატებით დანერგონ  საგანმანათლებლო ინოვაციები იმისთვის, რომ  მომავალში ეს მოდელი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს.

 

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა
კომუნიკაციის პროგრამის კონსულტანტი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: schaava@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.