ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი აერთიანებენ ძალისხმევას საქართველოში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის გასაძლიერებლად

არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმის მიზანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების მხარდაჭერა

14 მარტი 2022
Diverted juvenile speaks with a social worker
UNICEF/Geo-2018/Blagonravova
თბილისის მედიაციის სახლში ირაკლი თავის სოციალურ მუშაკს - ნათია ალიაშვილს ესაუბრება.

თბილისი, საქართველო, 14 მარტი, 2022 წელი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი ინიციატივის შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი  და „რთული ქცევის“ მქონე ბავშვებიისარგებლებენ არასრულწლოვანთა რეფერირების გაძლიერებული ცენტრით, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი ადგილობრივ ორგანიზაციასთან - „პრევენცია პროგრესისთვის“ - პარტნიორობით ახორციელებს.  ინიციატივა ხელს შეუწყობს ცენტრის გაძლიერებას ადამიანური პოტენციალის, სამუშაო ინსტრუმენტების, კოორდინაციის მექანიზმისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის კუთხით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სისტემის ყოვლისმომცველი ანალიზი და გამოვლინდება პრაქტიკულიხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც უნდა მოხდეს რეფერირების მექანიზმის გაძლიერებისა და  არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციართა მომსახურების მასშტაბისა და ხარისხის გაფართოების მიზნით. გარდა ამისა, შემუშავდება სამუშაო მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, ჩატარდება შესაბამისი პროფესიონალების ტრენინგები, გაძლიერდება თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორისდა შეიქმნება რეფერირების შემთხვევების მართვის სისტემა და პროცედურები.

ცენტრი პასუხისმგებელია ბავშვებისთვის არსებული სერვისების კოორდინაციაზე და თანამშრომლობსსხვადასხვა უწყებებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გადაამისამართონ შემთხვევები ცენტრში. ესენია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, სპეციალური პენიტენციური სამსახური,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამჟამად,  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი ბავშვებისთვის სპეციალური სერვისები შეზღუდულია. ცენტრმაასევე უნდა შექმნას არსებული სერვისების მონაცემთა ბაზა, შეიმუშავოს კონცეფცია რეფერირებისსისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო მომსახურებების შესახებ და ხელი შეუწყოს ახალი სერვისებისშექმნას.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი 2020 წლის დასაწყისში შეიქმნა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში. ცენტრიუფლებამოსილია განიხილოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი  ბავშვების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა  და „რთული ქცევის“ გამოვლენის შემთხვევები, შეაფასოსმათი საჭიროებები და მიმართოს რეაბილიტაციის სამსახურებს.

ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ არასრულწლოვანთამართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული პროგრესისმიუხედავად, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია კვლავ პრობლემატურ საკითხად რჩება. შინაგანსაქმეთა სამინისტროს სტატისტიკა მიუთითებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ ბავშვებში დანაშაულის მაჩვენებლის ზრდაზე, რაც  დანაშაულის პრევენციის მექანიზმებთან დაშესაძლებლობებთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს .

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.