დაიწყო ახალი პარტნიორობა სკოლებში წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად

04 დეკემბერი 2020
water, sanitation and hygiene
UNICEF/GEO-2020/Jibuti

თბილისი, საქართველო. 2020 წლის 4 დეკემბერი. ბავშვები ისარგებლებენ სკოლებში გაუმჯობესებული წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობებით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის შედეგად. პროექტს განახორციელებენ გაეროს ბავშვთა ფონდი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი.

ორმა სააგენტომ დღეს მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიზანია სკოლებში ბავშვების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება წყლის, სანიტარული და ჰიგიენური საშუალებებებზე, სკოლების უსაფრთხო გახსნისა და ბავშვებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისთვის.

 

"აუცილებელია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შესაბამისი ჰიგიენის პირობები სკოლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, COVID-19 პანდემიის ფონზე." - ღასან ხალილი

 

”აუცილებელია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შესაბამისი ჰიგიენის პირობები სკოლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, COVID-19 პანდემიის ფონზე ”, - განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. ”ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სკოლების მხარდაჭერას საჭირო პირობების გაუმჯობესებისთვის, ყველა ბავშვისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით. მადლობას ვუხდით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ამ საერთო მიზნის მიღწევაში მხარდაჭერისთვის.”

 

"შვეცარია ტექნიკურ ექსპერტიზას და ფინანსურ მხარდაჭერას გასწევს ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმისთვის." - დანიელ მეული

 

„შვეიცარია მოხარულია, რომ თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გავლით, შვეცარია ტექნიკურ ექსპერტიზას და ფინანსურ მხარდაჭერას გასწევს ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმისთვის,“ თქვა დანიელ მეულიმ, შვეიცარიის თანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონალურმა დირექტორმა.

პროექტი მიზნად ისახავს სანიტარული პირობების გაუმჯობესებას ტუალეტის ბლოკების მშენებლობისა და სკოლებში წყლის მიწოდების აღდგენის გზით. მას შემდეგ, რაც წყლის მიწოდება აღდგება, პროექტი ასევე მიზნად ისახავს სკოლებში ჰიგიენის პრაქტიკების პოპულარიზაციას.

ამჟამად სკოლები დაკეტილია, რადგან COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში კვლავ მაღალია. სკოლებში სათანადო წყლის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების განვითარება, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების სათანადო ინფორმირების პარალელურად, უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს იმ დროისთვის, როცა სკოლები ხელახლა გაიხსნება.

პროექტი გაგრძელდება ერთი წლის განმავლობაში და დასრულდება 2021 წლის დეკემბერში

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.