დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შესახებ

30 აპრილი 2020
Ghassan Khalil and Amiran Gamkrelidze
UNICEF/GEO-2020/Khetaguri

თბილისი, საქართველო, 30 აპრილი, 2020. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონ ამირან გამყრელიძისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ბატონი ღასან ხალილის მიერ ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იუნისეფი გააგრძელებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დახმარებას კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

 

Group Photo NCDC and UNICEF

 

პარტნიორობა წარმოადგენს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და იუნისეფს შორის  ხანგრძლივი მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას  და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • აუცილებელი სამედიცინო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, სამედიცინო ტექნიკის შესყიდვას;
  • COVID-19-თან დაკავშირებული რისკის კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიის შემუშავებას და განხორციელებას;
  • ფეხმძიმე ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისათვის ძირითად სამედიცინო სერვისებზე დაუბრკოლებელი წვდომის მხარდაჭერას;
  • ციფრული ტექნოლოგიების და ჯანმრთელობის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების ეფექტიანად გამოყენების მხარდაჭერას.

 

იუნისეფი ასევე გადასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრს სატრანსპორტო საშუალებას Covid-19-თან დაკავშირებული რეაგირების ფარგლებში გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

Car donated to NCDC

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

მულტიმედიური კონტენტი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი