გაერო მხარს უჭერს საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონის სრულად ამოქმედებას

გაერო საქართველოში მიესალმება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სრულად ამოქმედებას.

30 აპრილი 2018
No Smoking
UNICEF

30 აპრილი, 2017. თბილისი, საქართველო. გაერომხარს უჭერს საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონისსრულად ამოქმედებას

გაერო საქართველოში მიესალმება ქვეყანაში თამბაქოსკონტროლის კანონმდებლობის სრულად ამოქმედებას.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის შემდეგი რეგულაციები:

  • თამბაქოს კვამლისაგან გათავისუფლების პოლიტიკა, რომლითაც იკრძალება მოწევა დახურულ საზოგადოებრივ და სამუშაოადგილებში, აგრეთვე ზოგიერთი ღია ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
  • თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის აკრძალვა.

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ მიღებული ამ მნიშვნელოვანირეგულაციის დანერგვას. პროცესში ჩართული ყველა მხარე დაინტერესებულია მოხდეს კანონის დანერგვა, რათა ქვეყნისდღევანდელი და მომავალი თაობები დაცულ იყვნენ თამბაქოს მოხმარების კატასტროფული შედეგებისაგან.

სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ იმ ქვეყნების რიგს განეკუთვნება, სადაც თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ძალიანმაღალია. თამბაქოს მოხმარება იწვევს თამბაქოზე დამოკიდებულებას  და დიდ ზიანს აყენებს როგორც მწეველებს, ასევე მათიოჯახის წევრებსა და სრულიად საზოგადოებას.

საქართველოში მწეველი მამაკაცთა 57%, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს შორის მწეველების ოფიციალური მაჩვენებელი ჯერ კიდევ შედარებით დაბალია (დაახლოებით 10%), ბოლოწლების განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა საქართველოში. ყოველი მეოთხე სკოლისმოსწავლე მოიხმარს თამბაქოს რომელიმე პროდუქტს. მოსახლეობის 40%-ზე მეტი, მათ შორის ბავშვები და ორსულები, თამბაქოს კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

ბავშვებს აქვთ აბსოლუტური უფლება დაცული იყვნენ თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისაგან, მათ შორის ზრდასრულიადამიანების მწეველობის გავლენისაგან, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე დაბადებამდეცკი. ბავშვის უფლებათა კონვენცია ხაზს უსვამს ბავშვის უფლებას იცხოვროს „ჯანმრთელობის უმაღლესი მიღწევადისტანდარტით“ და მოიცავს მხარეების კონკრეტულ ვალდებულებებს, რომელთაგან ბევრი შეესაბამება თამბაქოს გავლენისაგანბავშვთა დაცვას.

საქართველოში ათასობით მწეველი და აგრეთვე  მწეველთა გარემოცვაში მყოფი ადამიანი, იტანჯება უამრავი დაავადებით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფილტვების დაავადებებით და კიბოთი. თამბაქოს ხანგრძლივი დროითმწეველთა ნახევარი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებით იღუპება. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით11.000 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო, და მათ შორის 2.000-ზე მეტი არამწეველია. ესსაგანგაშო მაჩვენებლები ნათლად მიუთითებს თამბაქოს კონტროლის სფეროში მძლავრი და გადაუდებელი ქმედებებისაუცილებლობაზე.

აღნიშნული კანონმდებლობის დანერგვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ათასობით საქართველოს მოქალაქისსიცოცხლის გადარჩენის და ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას დიდი მხარდაჭერააქვს საქართველოს მოსახლეობაში, კერძოდ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვას 79%-ზე მეტი, ხოლო რეკლამისაკრძალვას 90%-ზე მეტი უჭერს მხარს.

ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2017 წელსგამოთვლილ იქნა თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური ტვირთი და თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგებისაქართველოში. ქვეყანა ყოვეწლიურად მინიმუმ 824 მლნ ლარის ზარალს იღებს თამბაქოს მოხმარების გამო, რაც მშპ-ს2.43%-ია. ეს თანხები მოიცავს:

  • თამბაქოსთან დაკავშირებული პირდაპირი ჯანდაცვითი დანახარჯები - 327.3 მლნ ლარი
  • სიკვდილობით, უნარშეზუდულობით და პროდუქტიულობის შემცირებით გამოწვეული ხარჯები - 497,5% მლნ ლარი.

ამავე კვლევით, საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო 4 ძირითადი ღონისძების გატარება (მოწევის აკრძალვასაზოგადოებრივ ადგილებში, თამბაქოს რეკლამის აკრძალვა, თამბაქოს შეფუთვა ეფექტური გამაფრთხილებელი დიზაინით დაგადასახადების მატება ამ ნაწარმზე), უახლოეს 15 წელიწადში ქვეყანას 3.6 მლრდ ლარს დაუზოგავს და 53.000-ზე მეტიადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

თამბაქოს ინდუსტრია ყველა ეტაპზე ცდილობს ჩაერიოს თამბაქოს კონტროლის შესახებ ზომების შემოღებისა და დანერვისპროცესში. ეს ხდებოდა მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. ეს თავიდან უნდა იქნეს აცილებული ქვეყნის დასაერთაშორისო პარტნიორების გამჭვირვალე მუშაობით და მჭიდრო თანამშრომლობით.

გაეროს საქართველოში კვლავაც ადასტურებს, რომ მტკიცედ განაგრძობს  სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერასსაქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისათვის, რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის მოსახლეობას მისცესშესაძლებლობა მიაღწიოს ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლებელ სტანდარტს.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.