გაეროს ბავშვთა ფონდმა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და პერსონალს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცა

15 ოქტომბერი 2020
PPE handover to MoH
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 15 ოქტომბერი, 2020. გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს დაუცველ ბავშვთა ჯგუფებისა და წინა ხაზზე მომუშავე პერსონალისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. ამ მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, რაც საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაში მთავრობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. საშუალებები შეძენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში COVID-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ ფარგლებში.  

აღნიშნული საშუალებები დაეხმარება საქართველოს მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს, მზრუნველებს, წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს, სერვისის მიმწოდებლებს, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვებსა და სხვა დაუცველ ჯგუფებს, თავი დაიცვან COVID-19-საგან.

პერსონალური დაცვის საშუალებები, რომლებიც მოიცავს სახის დამცავ ფარებს, ხალათებს, სადეზინფექციო ბარიერებს და სადეზინფექციო ხსნარებს უზრუნველყოფს, ბავშვებმა, ახალგაზრდებმა და პერსონალმა საქმიანობა უსაფრთხო სამუშაო გარემოში გააგრძელონ. გადაცემული ტვირთი ასევე მოიცავს ციფრულ თერმომეტრებს.

 

Handover of PPEs to MoH

 

სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობისა დეპარტამენტის დირექტორმა, ადამ შმიტმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

„პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურია დაცვის საშუალებების გამოყენებაა, იქიდან გამომდინარე რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ურთიერთობა აქვს ყველაზე მოწყვლად ბენეფიციარებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, რისკ-ჯგუფებში შემავალ გარკვეული სამედიცინო გართულებების მქონე ბენეფიციარებთან, ასევე ხანდაზმულებთან, აუცილებელია რომ გვქონდეს ულევი მარაგი დამცავი საშუალებების. ჩვენი პარტნიორები გვერდში გვიდგანან ამ პროცესში, როგორც ტექნიკურად დამცავი საშუალებების მხარდაჭერით, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან იმ სისტემების გაძლიერების მიმართულებით, რომელიც პანდემიის პრევენციაზე არის ორიენტირებული სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.

 

"გაეროს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს COVID-19-ის პანდემიისაგან თავდაცვის მიმართულებით წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის დახმარებას." - ღასან ხალილი.

 

„გაეროს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს COVID-19-ის პანდემიისაგან თავდაცვის მიმართულებით წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის დახმარებას“, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. „საშუალებები, რომლებსაც ჩვენ დღეს გადავცემთ,  დაეხმარება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების პერსონალს, ასევე, ბავშვებსა და ახალგაზრდებს, პანდემიის პირობებში საჭირო მომსახურებები მიიღონ. გაეროს ბავშვთა ფონდსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ სახელმწიფო ზრუნვის რეფორმის განხორციელების და დაუცველი ბავშვების და ახალგაზრდებისათვის ოჯახური ტიპის მომსახურებების შექმნასთან დაკავშირებით.  მოხარული ვართ, განვაგრძოთ პარტნიორობა ამ მომსახურებების უსაფრთხო გარემოში გაგრძელების მიზნით“, დაამატა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

 

"„დღეს ჩვენ მიერ გადაცემული საშუალებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს განაგრძონ ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერა." - ადამ შმიდტი

 

 „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა პანდემიაზე საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა ჩარევა და გავაძლიეროთ საქართველოს ინსტიტუციები, რათა მათ მართონ ვირუსის გავრცელება,“ განაცხადა ბატონმა შმიდტმა. „დღეს ჩვენ მიერ გადაცემული საშუალებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს განაგრძონ ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერა.“

აღნიშნული საშუალებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის ნაწილია, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ხორციელდება. პროექტი სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენისა და სამედიცინო საშუალებების მიწოდებას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების მხარდაჭერას, შემთხვევების მენეჯმენტსა და ინფექციის კონტროლსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომუნიკაციის გაძლიერებას მოიცავს.

 

Handover of PPEs to MoH

 

ამ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაეროს ბავშვთა ფონდმა დანაშაულის პრევენციისა  და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჰიგიენური და ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საშუალებები გადასცა, რითაც ისარგებლებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პრობაციის ოფიცრები და ბავშვები, რომლებიც განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში არიან ჩართულნი.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

About UNICEF

UNICEF promotes the rights and wellbeing of every child, in everything we do. Together with our partners, we work in 190 countries and territories to translate that commitment into practical action, focusing special effort on reaching the most vulnerable and excluded children, to the benefit of all children, everywhere.

For more information about UNICEF and its work for children, visit www.unicef.org/georgia/

Follow UNICEF on Twitter and Facebook