გაეროს ბავშვთა ფონდმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები გადასცა

21 ოქტომბერი 2020
PPE distribution
UNICEF/GEO-2020/Robakidze

თბილისი, საქართველო, 21 ოქტომბერი, 2020. გაეროს ბავშვთა ფონდმა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონის 336 საბავშვო ბაღს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა. შედეგად ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სწავლის უსაფრთხო გარემოში გაგრძელების შესაძლობა ექნებათ.  ჰიგიენისა და პერსონალური დაცვის საშუალებები შეძენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში COVID-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაში მთავრობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.  

აღნიშნული საშუალებები დაეხმარება ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მზრუნველებს,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გაგრძელდეს  და იყვნენ დაცნულნი ვირუსისაგან

 

Amy clance handing over the PPE supplies

 

პერსონალური დაცვის საშუალებები მოიცავს სადეზინფექციო ბარიერებს და ხელისა და ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარებს და ანტიბაქტერიულ საპნებს. გადაცემული ტვირთი ასევე მოიცავს ციფრულ თერმომეტრებს.

სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობისა დეპარტამენტის დირექტორმა, ადამ შმიტმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის მოადგილემ საქართველოში, ემი კლენსიმ.  

 

"გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მუშაობას,  ყველა ბავშვმა მიიღოს განათლება დაცულ და უსაფრთხო გარემოში". - ემი კლენსი

 

„გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მუშაობას,  ყველა ბავშვმა მიიღოს განათლება დაცულ და უსაფრთხო გარემოში“, განაცხადა ემი კლენსიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში. „საშუალებები, რომლებსაც ჩვენ დღეს აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით გადავცემთ,  დაეხმარება ბავშვებს, მასწავლებლებსა და მზრუნველებს, საბავშვო ბაღებში უსაფრთხოდ განაგრძონ სწავლა. გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს სკოლებისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების უსაფრთხო გახსნას, მაგრამ ამავე დროს, აუცილებელია ამ დაწესებულებებში უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო წყალი და დაცული იყოს ჰიგიენა და სანიტარული ნორმები, ჩატარდეს რეგულარული სადეზინფექციო სამუშაოები, დაცულ იყოს ფიზიკური დისტანცია გაკვეთილებისა და სოციალური აქტივობების დროს. მადლობას ვუხდით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მათი მუდმივი მხარდაჭერისათვის, რომ საქართველოში ბავშვებმა, პედაგოგებმა და სხვა დაუცველმა ჯგუფებმა მათთვის საჭირო მომსახურებები მიიღონ“, დაამატა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ.

 

"ჩვენს მიერ დღეს მოწოდებული საშუალებები დაეხმარებათ ბავშვებს, პედაგოგებსა და მზრუნველებს, რომ სწავლის პროცესი უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ". - ადამ შმიდტი

 

„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ პანდემიაზე სწრაფი  რეაგირება მოახდინა, რომლის ფარგლებში ვეხმარებით ჩვენს ქართველ პარტნიორებს ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაში. ჩვენს მიერ დღეს მოწოდებული საშუალებები დაეხმარებათ ბავშვებს, პედაგოგებსა და მზრუნველებს, რომ სწავლის პროცესი უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ“, განაცხადა ადამ შმიტმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობისა დეპარტამენტის დირექტორმა. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, ხელს ვუწყობთ საქართველოში ბავშვებისათვის ჯანმრთელი და მზრუნველი გარემოს შექმნას, როგორც COVID-19-ის პანდემიის, ასევე ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში“.  

 

Amy clance handing over the PPE supplies

 

გასულ კვირას გაეროს ბავშვთა ფონდმა დანაშაულის პრევენციისა  და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვის  სააგენტოს პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა, რითაც ამ დაწესებულებების სხვადასხვა პროგრამაში ჩართული დაუცველი ბავშვები და ახალგაზრდები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, მზრუნველები და წინა ხაზზე მომუშავე პროფესიონალები ისარგებლებენ.  

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.