გაეროს ბავშვთა ფონდმა თბილისის და ბათუმის კლინიკებს აუცილებელი პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა

04 მაისი 2020
UNICEF Donated Essential Personal Protective Equipment
UNICEF/GEO-2020/Tsetskhladze

ბათუმი, საქართველო, 4 მაისი, 2020. გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს დახმარებას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების საპასუხოდ. აუცილებელი პერსონალური დაცვის საშუალებები - ხელთათმანები, სახის ფარები, ქუდები და სადეზინფექციო ხსნარი გადაეცა თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასა და ოთხ კლინიკას ბათუმში, აჭარაში. დაცვის საშუალებები გაეროს ბავშვთა ფონდმა შეისყიდა.

5 სამედიცინო კლინიკას შორის გადანაწილდა 1000 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება, 50,000 ხელთათმანი, 12,000 ქირურგიული ნიღაბი და 3800 სახის ფარი, რომელიც აუცილებელია COVID-19– ის გავრცელების შეჩერების ღონისძიებებისთვის.

 

UNICEF Donated Essential Personal Protective Equipment

 

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც იმყოფებიან პანდემიის წინა ხაზზე." - ღასან ხალილი

 

”ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ჯანდაცვის მუშაკებს, რომლებიც იმყოფებიან პანდემიის წინა ხაზზე და აღმოვუჩინოთ მათ საჭირო დახმარება. გაეროს ბავშვთა ფონდი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას აუცილებელი მარაგის მიწოდებაში. ”- თქვა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავაც გააგრძელებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰიგიენის და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებას ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.

 

UNICEF Donated Essential Personal Protective Equipment

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი