გაეროს ბავშვთა ფონდი ხელს უწყობს ონლაინ მედიაციის გაძლიერებას კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის, კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებზე საპასუხოდ

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო. 2020 წლის 16 ნოემბერი. გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა მართლმსაჯულების სისტემას კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვებისათვის სერვისების მიწოდების გაგრძელებაში. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებამ გამოიწვია განრიდებისა და მედიაციის პროცესის -- კანონთან შეხებაში/კონფლიქტში მყოფი ბავშვების საჭიროებებზე რეაგირების ერთ-ერთი მთავარი პროგრამის -- შეფერხება. საქართველოს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათან -- „ინიციატივა სოციალური ცვლილებისათვის“ -- პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა უზრუნველყო ონლაინ მედიაციის ხარისხიანი სერვისების გაწევა.
"მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, არასრულწლოვნებს აქვთ წვდომა თავიანთ უფლებებზე, რომლებსაც განრიდება-მედიაციის პროგრამა ითვალისწინებს." - თათია ხოჭოლავა
„კორონავირუსის პანდემიამ უამრავი გამოწვევა შეგვიქმნა. თუმცა, ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის სერვისების მიწოდების გაგრძელების აუცილებლობის გათვალისწინებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გადავწყვიტეთ გადასვლა ონლაინ მედიაციის სერვისებზე. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, არასრულწლოვნებს აქვთ წვდომა თავიანთ უფლებებზე, რომლებსაც განრიდება-მედიაციის პროგრამა ითვალისწინებს.“, აღნიშნა თათია ხოჭოლავამ, საქართველოს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა.
ონლაინ მედიაცია იმართება ვიდეო კონფერენციის მეშვეობით, რომელშიც ყველა მხარე მონაწილეობს ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. ვიდეო კონფერენცია შესაძლოა ჩატარდეს შერეული ფორმატითაც -- როდესაც ზოგი პროფესიონალი ონლაინ ერთვება, სხვები კი პირისპირ იღებენ მონაწილეობას. პანდემიის დასაწყისში მედიატორებს სირთულეები წარმოექმნათ დისტანციური სერვისების მიწოდებაში, მათ შორის, ბენეფიციარებთან ტელეფონითა და ონლაინ პლატფორმებით კომუნიკაციის და მათთან სათანადო ურთიერთობის ჩამოყალიბების მხრივ.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერა მოიცავდა სამ მიმართულებას:
- სახელმძღვანელო მითითებების/ინსტრუქციის შემუშავება დისტანციურ ან/და ნახევრად დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით;
- მედიატორების მომზადება და ზედამხედველობა, საგანგებო ვითარების და შემდგომ პერიოდში მათი საქმიანობის/რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით;
- ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფა ონლაინ მედიაციის მექანიზმების შესაქმნელად.
"„ჩვენ ვაგრძელებთ ამ პარტნიორობას კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით და იმისათვის, რომ ბავშვებმა და ახალგარდებმა შეძლონ მედიაციისა და პრობაციის სერვისებით სარგებლობის გაგრძელება." - ღასან ხალილი
„დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის დადებითი შედეგები უკვე დაახლოებით 4000 ბავშვსა და ახალგაზრდაზე აისახა“, აღნიშნა ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. „ჩვენ ვაგრძელებთ ამ პარტნიორობას კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით და იმისათვის, რომ ბავშვებმა და ახალგარდებმა შეძლონ მედიაციისა და პრობაციის სერვისებით სარგებლობის გაგრძელება“, დასძინა ხალილმა.
ონლაინ მედიაცია გამოყენებული იქნება ასევე კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში, შორი მანძილის, ტრანსსასაზღვრო დავების, ან სხვა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მხარეებს არ აქვთ მედიაციის ოთახში ერთად ყოფნის სურვილი.
განრიდებისა და მედიაციის გზით პროკურორს ან მოსამართლეს ეძლევა შესაძლებლობა, განარიდოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ან ზრდასრული ახალგაზრდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას. ამ მექანიზმის დანერგვის შედეგები ადასტურებს მის ეფექტიანობას ბავშვების მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციის კუთხით.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია თავად მედიაციის პროცესი, რომელიც ეხმარება კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს/ახალგაზრდას, აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილ ქმედებაზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგებზე და მოახერხოს დაზარალებულთან შერიგება. მედიაციის კონფერენცია იმართება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პროფესიონალი მედიატორების ხელშეწყობით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროგრამის ზოგად კოორდინაციასა და განხორციელებაზე.
ვრცლად კორონავირუსის პანდემიისა და ბავშვებისა და ოჯახების დაცვასთან დაკავშირებული რჩევების შესახებ იხ.: https://www.unicef.org/georgia/covid19
მედია კონტაქტები
About UNICEF
UNICEF promotes the rights and wellbeing of every child, in everything we do. Together with our partners, we work in 190 countries and territories to translate that commitment into practical action, focusing special effort on reaching the most vulnerable and excluded children, to the benefit of all children, everywhere.
For more information about UNICEF and its work for children, visit www.unicef.org/georgia/