გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მასშტაბით არსებულ დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულ ოფისებს პერსონალური დაცვის საშუალებებს გადასცემს

13 ოქტომბერი 2020
PPE handover to probation agency
UNICEF/GEO-2020/Jibuti

თბილისი, საქართველო, 13 ოქტომბერი, 2020. გაეროს ბავშვთა ფონდმა ჰიგიენური და ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საშუალებები გადასცა დანაშაულის პრევენციისა  და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, რაც საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაში მთავრობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. საშუალებები შეძენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში COVID-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ ფარგლებში.  

პერსონალური დაცვის საშუალებები განკუთვნილია პრობაციის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ბიუროებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისათვის. ამ საშუალებებით ისარგებლებენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პრობაციის ოფიცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მათ დაეხმარებათ დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ადგილობრივ ოფისებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში. ბავშვები, რომლებიც ჩართულნი არიან განრიდებისა და მედაციის პროგრამებში, ასევე ისარგებლებენ აღნიშნული საშუალებებით, როდესაც დანაშაულის პრევენციისა და  პრობაციის ოფისებს სხვადასხვა მომსახურების მისაღებად ეწვევიან. 

სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი პატარიძემ, დანაშაულის პრევენციისა  და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, თათია ხოჭოლავამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა  და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

 

"ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის, რაც გაგრძელებაა ჩვენი მჭიდრო და პროდუქტიული პარტნიორობისა საქართველოში". - ღასან ხალილი

 

„ჩვენ მადლობას ვუხდით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის, რაც გაგრძელებაა ჩვენი მჭიდრო და პროდუქტიული პარტნიორობისა საქართველოში“, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. „COVID-19-მა უამრავი პრობლემა შეუქმნა ყველას, მათ შორის, წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს, რომლებმაც საკუთარი თავიც უნდა დაიცვან  და ასევე დაეხმარონ მათ, ვისაც მომსახურების მიღება სჭირდება. დღეს გადაცემული საშუალებები იმის გარანტია იქნება, რომ არასრულწლოვანი პრობაციონერები და  განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში ჩართული ბავშვები შეძლებენ უსაფრთხო გარემოში მათთვის საჭირო მომსახურების მიღებას“, დაამატა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. 

 

Ghassan Khalil handing over the PPE supplies

 

ინფექციისაგან დაცვისა და კონტროლის საშუალებები მოიცავს სახის დამცავ ფარებს,  ციფრულ თერმომეტრებს, ხელის სადეზინფექციო ხსნარებს,  დეზო-ბარიერებსა და ზედაპირის საწმენდ სადეზინფექციო სითხეებს.

 

"პერსონალური დაცვის საშუალებები ეროვნული პრობაციის სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, დაეხმარონ ახალგაზრდებს, განსაკუთებით კი, დაუცველ ახალგაზრდებს." - პიტერ ვიბლერი.

 

„პერსონალური დაცვის საშუალებები ეროვნული პრობაციის სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დაეხმარონ ახალგაზრდებს, განსაკუთებით კი, დაუცველ ახალგაზრდებს,“ განაცხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა. „ეს მხარდაჭერა კიდევ ერთი კარგი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს USAID საქართველოსთან პანდემიის პერიოდში. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა ჩარევა და გავაძლიეროთ ის ეფექტიანი ზომები, რასაც საქართველო უკვე მიმართავს. მოხარული ვართ, რომ ამ მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ვთანამშრომლობთ,“ დაამატა ბატონმა ვიბლერმა.

 

PPE supplies handed over to probation agency

 

აღნიშნული საშუალებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის ნაწილია, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ხორციელდება. პროექტი სამედიცინო დაწესებულებებისათვის ჰიგიენისა და სამედიცინო საშუალებების მიწოდებას, სწრაფი რეაგირების ჯგუფების მხარდაჭერას, შემთხვევების მენეჯმენტსა და ინფექციის კონტროლსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომუნიკაციის გაძლიერებას მოიცავს.

 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.