გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებას

ბავშვის უფლებათა კოდექსი ხელს უწყობს ისეთი სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობას და დაცვას.

20 სექტემბერი 2019
სოფო კილაძე, ღასან ხალილი, აარონ გრინბერგი
UNICEF

თბილისი, საქართველო, 20 სექტემბერი, 2019. გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება უმნიშვნელოვანეს მიღწევას - პარლამენტის მიერ ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღებას, რომელსაც ექნება გრძელვადიანი ეფექტი საქართველოში მცხოვრები ბავშვების ცხოვრებაზე. ეს კოდექსი შემუშავდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით.

ბავშვის უფლებათა კოდექსი ხელს უწყობს ისეთი სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის კეთილდღეობას და დაცვას. კოდექსი ერთგვარი ქოლგა დოკუმენტია, სპეციალური კანონი, რომელიც აერთიანებს ყველა მთავარ პრინციპს, რომელიც გადამწყვეტია ბავშვის კეთილდღეობისთვის. კოდექსი განსაზღვრავს ყველა სახელმწიფო სააგენტოს, ადგილობრივი მთავრობების, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, სასამართლოების, საჯარო და კერძო ორგანიზაციების და პირების საქმიანობას, როცა ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ბავშვთან დაკავშირებულ საკითხზე. ყველა არსებული კანონი და რეგულაცია შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამ დოკუმენტთან და უნდა შეიქმნას და დაიხვეწოს მისი განხორციელებისთვის საჭირო მექანიზმები. კოდექსი ასევე ქმნის გარანტიებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების მონაწილეობას ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება მნიშვნელოვანი მომენტია თითოეული ბავშვისთვის საქართველოში და მე ვულოცავ ბავშვებს ამ ისტორიულ მოვლენას“, ამბობს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ეს კოდექსი არსებითი ინსტრუმენტია, რომელიც თითოეული ბავშვისთვის ყველა უფლების მიღების გარანტიაა. კოდექსი მოიცავს მთავარ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს ბავშვების კეთილდღეობას მრავალი წლით და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს ბავშვების ცხოვრებისთვის. განსაკუთრებით აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ღვაწლს და ვაფასებთ მისი თავმჯდომარის, ქალბატონი სოფიო კილაძის როლს ამ უმნიშვნელოვანესი კანონის მიღების პროცესში. ჩვენ განვაგრძობთ პარლამენტის მხარდაჭერას კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში და ხელს შევუწყობთ საქართველოს მთავრობას მის განხორციელებაში,“ აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.

კოდექსის შემუშავების პროცესში კონსულტაციებში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროფესიონალები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე ახალგაზრდები.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი