გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება თბილისის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ხელს უწყობს ადგილობრივ ხელისუფლებებს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ყველაზე პატარა და ახალგაზრდა მოქალაქეების უფლებების დაცვას

28 ივლისი 2020
Ghassan Khalil and Kakhaber Kaladze
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 28 ივლისი. თბილისმა აიღო ვალდებულება,   შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ადგილობრივ თვითმმართველობას  ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმში განსაზღვრულია კონკრეტული ქმედებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ქალაქ თბილისის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩასართავად.

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, რომელსაც უძღვება გაეროს ბავშვთა ფონდი,  მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით. ინიციატივა იმავდროულად წარმოადგენს ქსელს, რომელიც აერთიანებს მთავრობებს და სხვა პარტნიორებს - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, სამეცნიერო სექტორს, მედიას, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად ბავშვებს, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდეს ბავშვებზე მორგებული გარემო.

 

"ვულოცავ თბილისის მერს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვის გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი იღებს ვალდებულებას, ბავშვებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ქალაქის დღის წესრიგში უმნიშვნელოვანესი ყურადღება დაეთმოს." - ღასან ხალილი. 

 

„ვულოცავ თბილისის მერს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვის გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი იღებს ვალდებულებას, ბავშვებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ქალაქის დღის წესრიგში უმნიშვნელოვანესი ყურადღება დაეთმოს“, აღნიშნა დოქტორ ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. „უდიდესია ქალაქების ზეგავლენა ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ქალაქები ეროვნულ პოლიტიკას გარდაქმნიან ადგილობრივ ქმედებებად და მოსახლეობას სთავაზობენ ძირითად მომსახურებებს. ბავშვებისათვის ეს გულისხმობს მუნიციპალიტეტის დონეზე მათ მიმართ პატივისცემასა და სამართლიან მოპყრობას, მათი საჭიროებების დადგენასა და გათვალისწინებას, წვდომას ხარისხიან ძირითად სოციალურ მომსახურებებზე, უსაფრთხო, დაცულ და სუფთა გარემოში ცხოვრებას და ოჯახური ცხოვრების, გართობისა და დასვენების შესაძლებლობების არსებობას. გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა, მხარი დაუჭიროს თბილისის მუნიციპალიტეტს ამ პროცესში“, დასძინა ხალილმა.

 

meeting in Tbilisi City Hall

 

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩასართავად ქალაქმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ქალაქში ბავშვების მდგომარეობის შეფასება; ბავშვთა უფლებების შესახებ ადვოკატირება და ინფორმირებულობის გაზრდა ხელისუფლებისა და საზოგადოების დონეზე; ბავშვებზე  მორგებული კანონებისა და პოლიტიკის მიღება და ამ კანონებისა და პოლიტიკის ბავშვებზე ზეგავლენის შეფასება. ქალაქის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ბიუჯეტი და გათვალისწინებული იქნება განხორციელების ანგარიშვალდებულებები; ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე რესურსის სამართლიანად განაწილება; ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობა და მათი მოსაზრებებისა და გამოცდილების პატივისცემა; ბავშვებისა და ახალგაზრდების აღიარება, როგორც პარტნიორების და ინდივიდებისა, რომლებსაც გააჩნიათ უფლებები და არიან თანასწორუფლებიანი, აქტიური მოქალაქეები; დარგთაშორისი კოორდინაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ბავშვებზე მორგებული პოლიტიკისა და პროგრამების შედეგებისა და ზეგავლენის გაუმჯობესება-გაძლიერებისათვის.


ბავშვზე მორგებული ქალაქის მშენებლობა მუდმივი პროცესია. მომდევნო ფაზაში, თბილისის მერიის ადმინისტრაცია განახორციელებს თბილისში ბავშვთა უფლებების მხრივ არსებული ვითარების ანალიზს. გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე მომზადდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. გეგმის დამტკიცების შემდეგ, თბილისი გახდება ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატი ქალაქი. თბილისს ბავშვზე მორგებულ ქალაქად ოფიციალურად აღიარებენ გეგმის წარმატებით განხორციელებისა და ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის ციკლის წარმატებით დასრულების შემდეგ.


2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართულ ბავშვზე მორგებული ქალაქების სამიტში, რომლის ფარგლებში ასევე აღინიშნებოდა ბავშვთა უფლებათა კონვენციის 30 წლისთავი. სამიტის შემდეგ, თბილისის მერი შეუერთდა დეკლარაციას და აიღო ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის მხარდაჭერის ვალდებულება, რაც მიზნად ისახავს ქალაქში ბავშვზე მორგებული გარემოს

 

meeting in Tbilisi City Hall

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.