გაეროს ბავშვთა ფონდი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას გაუწევს ახალგაზრდებს და მათ მშობლებს

30 ივნისი 2020
Grils going to school
UNICEF/GEO-2011/Blagonravova

თბილისი, 30 ივნისი, 2020. 6000-ზე მეტი ახალგაზრდა და 2000 მშობელი მიიღებს მხარდაჭერას ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა ორგანიზაციასთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ პარტნიორობით წარმოიწყო და რომლის მიზანია COVID-19 პანდემიის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური  შედეგების პრევენცია, პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება.

პროგრამის ფარგლებში მომზადდება ონლაინ სესიები მოზარდებისთვის  მათი ფსიქოსოციალური და ემოციური სტაბილურობის მართვის, სტრესთან გამკლავების გზების, ქცევითი აშლილობების და სხვა საკითხების ირგვლივ. მოცემული ინიციატივა, ასევე, დაეხმარება მოზარდთა მშობლებს, რათა პოზიტიურად გადაჭრან და გაუმკლავდნენ იმ პრობლემებსა და სირთულეებს, რომელთაც აწყდებიან მოზარდები .

 

ვიმედოვნებთ, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული ფსიქიკური და ფსიქოსოციალური სტრუქტურები და სერვისები შექმნიან მოზარდებისა და მათი მშობლებისათვის გრძელვადიანი მომსახურების საფუძველს.” - ღასან ხალილი 

 

„არსებული კრიზისის პირობებში, ახალგაზრდები იმყოფებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური პრობლემების განსაკუთრებული რისკის ქვეშ,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ვირუსით გამოწვეული შიში და შფოთი კიდევ უფრო ძლიერდება იმ პირობებში, როცა ახალგაზრდებს არ მიუწვდებათ ხელი სკოლებზე, თანატოლებთან ურთიერთობებზე და უწევთ მეგობრებთან და მშობლებთან ურთიერთობისას ახალ რეალობასთან მორგება. ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული ფსიქიკური და ფსიქოსოციალური სტრუქტურები და სერვისები შექმნიან მოზარდებისა და მათი მშობლებისათვის გრძელვადიანი მომსახურების საფუძველს”, განაცხადა ღასან ხალილმა.

პროექტი ცნობიერების ამაღლების აქტივობებით მიწვდება 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს თბილისში, გორსა და აჭარის რეგიონში. ის ასევე დაეხმარება მშობლებს პოზიტიური მშობლობის პროგრამით მიაღწიონ ეფექტურ კომუნიკაციას ახალგაზრდებთან. პროექტი ასევე უზრუნველყოფს დისტანციურ ფსიქოსოციალურ და ფსიქიკური ჯანმრთელობის აუცილებელ მხარდაჭერას  თბილისსა და ბათუმში.

პროექტი 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.